ინდ.მეწარმე "ინგა გოჩელეიშვილი"

Fb: ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი,
www.ingabless.com , ტელ: +995 568 88 77 77


მოცემული დოკუმენტი არის „ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის" (ინდ.მეწარმე ინგა გოჩელეიშვილი) ოფიციალური, ხელშეკრულების დადების საჯარო შეთავაზება ყველა იმ იურიდიული და ფიზიკური პირისთვის, ვინც გამოხატა ზემოაღნიშნული ცენტრის პროგრამების/მომსახურების შეძენის სურვილი ინტერნეტის მეშვეობით.

მოცემული ხელშეკრულება, იდება ელექტრონულად (ინტერნეტის მეშვეობით), საჯარო შეთანხმების სახით, არ საჭიროებს ორმხრივ ხელმოწერას და ძალაში შედის პროგრამების/მომსახურების საფასურის მთლიანად/ან ნაწილობრივ გადახდის მომენტიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაეცანით ელექტრონულ ხელშეკრულებას. თუ თქვენ ნაწილობრივ, ან მთლიანად არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, ამ შემთხვევაში არ შეიძინოთ ცენტრის პროგრამები/მომსახურება.

ხელშეკრულება


ინდ.მეწარმე "ინგა გოცელეიშვილი"-მა, შემდგომში „შემსრულებელმა", მისი დირექტორის ინგა გოჩელეიშვილის სახით, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ „დამკვეთმა", დადეს მოცემული ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანი:

მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად „შემსრულებელი"იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „დამკვეთზე" მის მიერ შეძენილი პროგრამის/მომსახურების მიწოდება, ან მისი მონაწილეობა შესაბამის პროგრამაში/კურსში.

„დამკვეთი" ვალდებულია სრულად გაეცნოს პროგრამის/მომსახურების შესახებ ინფორმაციას „შემსრულებლის" ინტერნეტ რესურსებზე (საიტი, ფეისბუქის გვერდი), დააზუსტოს ჩატარების თარიღი, დრო და ფორმა, და სხვა აუცილებელი ინფორმაცია მის მიერ შერჩეულ პროგრამასთან/ მომსახურებასთან დაკავშირებით.

მომსახურების საფასური და გადახდის წესები:

„დამკვეთის" მიერ შერჩეული პროგრამის/მომსახურების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, სრულად ან ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

გადახდილი საფასურის დაბრუნება „შემსრულებლის" მხრიდან არ ხორციელდება, თუ სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამის/მომსახურების ფარგლებში და ასახული შესაბამის ვებგვერდზე.

დავების გადაწყეტა

დავების მოგვარება ხდება ურთიერთშეთანხმებით. თუ ურთიერთშეთანხმება არ ხერხდება, მაშინ მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ყველა დავა განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამების/მომსახურების საფასურის გადახდა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემული ხელშეკრულების პირობებს.
შეძენილი პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და ჩაერთეთ

Made on
Tilda