შემოუერთდით „11 ენერგეტიკული პრაქტიკას"

მიმდინარეობსრეგისტრაცია!
ფასი: 550 ლარის ნაცვლად 100 ლარი
შპს „საქსესს" 432254349

Fb: ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი,
www.ingabless.com , ტელ: +995 568 88 77 77


მოცემული დოკუმენტი არის „ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის" (შპს საქსესს) ოფიციალური, ხელშეკრულების დადების საჯარო შეთავაზება ყველა იმ იურიდიული და ფიზიკური პირისთვის, ვინც გამოხატა ზემოაღნიშნული ცენტრის პროგრამების/მომსახურების შეძენის სურვილი ინტერნეტის მეშვეობით.

მოცემული ხელშეკრულება, იდება ელექტრონულად (ინტერნეტის მეშვეობით), საჯარო შეთანხმების სახით, არ საჭიროებს ორმხრივ ხელმოწერას და ძალაში შედის პროგრამების/მომსახურების საფასურის მთლიანად/ან ნაწილობრივ გადახდის მომენტიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაეცანით ელექტრონულ ხელშეკრულებას. თუ თქვენ ნაწილობრივ, ან მთლიანად არ ეთანხმებით მოცემულ პირობებს, ამ შემთხვევაში არ შეიძინოთ ცენტრის პროგრამები/მომსახურება.

ხელშეკრულება


შპს „საქსესს"-მა, შემდგომში „შემსრულებელმა", მისი დირექტორის ინგა გოჩელეიშვილის სახით, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ „დამკვეთმა", დადეს მოცემული ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანი:

მოცემული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად „შემსრულებელი"იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „დამკვეთზე" მის მიერ შეძენილი პროგრამის/მომსახურების მიწოდება, ან მისი მონაწილეობა შესაბამის პროგრამაში/კურსში.

„დამკვეთი" ვალდებულია სრულად გაეცნოს პროგრამის/მომსახურების შესახებ ინფორმაციას „შემსრულებლის" ინტერნეტ რესურსებზე (საიტი, ფეისბუქის გვერდი), დააზუსტოს ჩატარების თარიღი, დრო და ფორმა, და სხვა აუცილებელი ინფორმაცია მის მიერ შერჩეულ პროგრამასთან/ მომსახურებასთან დაკავშირებით.

მომსახურების საფასური და გადახდის წესები:

„დამკვეთის" მიერ შერჩეული პროგრამის/მომსახურების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ, სრულად ან ეტაპობრივად, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

გადახდილი საფასურის დაბრუნება „შემსრულებლის" მხრიდან არ ხორციელდება, თუ სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული კონკრეტული პროგრამის/მომსახურების ფარგლებში და ასახული შესაბამის ვებგვერდზე.

დავების გადაწყეტა

დავების მოგვარება ხდება ურთიერთშეთანხმებით. თუ ურთიერთშეთანხმება არ ხერხდება, მაშინ მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ყველა დავა განიხილება საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პროგრამების/მომსახურების საფასურის გადახდა ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მოცემული ხელშეკრულების პირობებს.
შეძენილი პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და ჩაერთეთ

Made on
Tilda