თუ გსურდათ ფესტივალზე დასწრება, მაგრამ ვერ მოახერხეთ!
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ ფესტივალის სემინარების ჩანაწერები ცალ-ცალკე ან ყველა ერთად დიდი ფასდაკლებით

12 სემინარის ერთიანად შეძენის ფასია 150 ლარი!

შეძენილი სემინარის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და მიიღეთ პროგრამა

ფესტივალის მასტერ-კლესები
ევგენია ფლოროვა-ვანახტი

ქალური პრაქტიკების ექსპერტი
1998 წლიდან ქალური პრაქტიკების ტრენერი

ბელგია


წარმოადგენს მასტერ-კლასს: " როგორ აღვუძრათ მამაკაცს ჩვენთვის გმირობის ჩადენის და საჩუქრების ჩუქების სურვილი?! ».
შეიტყვეთ მეტი

რატომ არის, რომ ზოგიერთ ქალს თხოვნაც კი არ ჭირდება - მეწყვილე მისთვის არაფერს იშურებს, საჩუქრებით ანებივრებს და ხელისგულზე ატარებს?!

ზოგს კი პატარა საჩუქრი, უბრალო ყვავილიც კი სანატრელი აქვს?!

გგონიათ საქმე მამაკაცშია? - მერწმუნეთ, მთავარი ქალია! რომელიც თავისი ქმედებითა და მდგომარეობით ან აღუძრავს მამაკაცს ზრუნვისა და განებივრების სურვილს ან არა!

ალბათ დაგაინტერესდათ ქალის რა მდგომარეობაზე და ქმედებებზეა საუბარი? - სწორად ამას ეხება სემინარი „როგორ აღვუძრათ მამაკაცს ჩვენთვის გმირობის ჩადენის და საჩუქრების ჩუქების სურვილი".

ინგა ბლესსი

ფსიქოლოგი, იმიჯმეიქერი, ქალური პრაქტიკების ტრენერი, პერსონალური მწვრთნელი (ქოუჩი),
ინფობიზნესმენი.

პრაქტიკას ეწევა 2006 წლიდან.

საქართველო


წარმოადგენს მასტერ-კლასს: "უსმინე გულის ძახილს! მიჰყევი შენს ოცნებებს!».
შეიტყვეთ მეტი

თითქოს ადამიანს, ერთი შეხედვით, ყველაფერი აქვს ბედნიერებისთვის... მაგრამ სამწუხაროდ თავს სულაც არ გრძნობს ბედნიერად.
რატომ ხდება ასე?
- იმიტომ რომ სოციალური წარმატების დევნაში ხშირად ვკარგავთ კავშირს საკუთარ სულთან და არ გვესმის ჩვენი გულის წადილი...

ალექსანდრა ბურატაევა

ჟურნალისტი, საინფორმაციო პროგრამის ტელეწამყვანი რუსეთის პირველ არხსა და ბალტიის პირველ არხზე;

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მესამე და მეოთხე მოწვევის დეპუტატი;
სააქციონერო საზოგადოება „რუსეთის სარკინიგზო გზები"-ს პრეზიდენტის მრჩეველი, პრეს-მდივანი;
კომპანია "სტუდია 21"-ის პრეზიდენტი, თბილისი.


წარმოადგენს მასტერ-კლასს: "ახალი ცხოვრების შესახებ!».
შეიტყვეთ მეტი

ერთი სიცოცხლის განმავლობაში მოასწრო და რამოდენიმე სრულიად განსხვავებული ცხოვრება იცხოვრო - გასაოცარია, არა?!

როგორ აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ცვლილებებისა და წინსვლის ენერგია მოგვითხრობს ალექსანდრა.



ნინო ვერხვიაშვილი, დიანა ნიკოლაიშვილი

ფსიქოთერაპევტები.
ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმული- დამაარსებლები


საქართველო,
თბილისი




ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი სტიმული წარმოადგენს მასტერ-კლასს: „სხეულის, გონებისა და ემოციების შეხმატკბილებული მუშაობა"
შეიტყვეთ მეტი

ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრი „სტიმული" გთავაზობთ 1-საათიან პროგრამას, რომელიც მოიცავს სავარჯიშოების ნაკრებს, რომელიც მიმართულია სხეულის, გონებისა და ემოციების შეხმატკბილებული მუშაობისკენ.

სავარჯიშოების შემდეგ მონაწილეები ფლობენ საკუთარი ქვეცნობიერისგან მიღებული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების ნუსხას, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში მათი სხეულის, გონებისა და ემოციების ჰარმონიული ურთიერთქმედება მათთვის სასურველ ქალურობას განაპირობებს.

პროგრამა ისეა აწყობილი, რომ თითოეული მონაწილე პირველივე წუთებიდან ახდენს საკუთარი ქალურობის აღმოჩენას, მასთან იდენტიფიკაციას და მისით ტკბობას.

სავარჯიშოებში გამოყენებულია ფსიქოსინთეზისა და ფსიქოდრამის ელემენტები.

ხანგრძლივობა: 60 წთ

ნადეჟდა კავალევა
ფსიქოლოგი, ქალთა პრაქტიკების ტრენერი
გერმანია




წარმოადგენს მასტერ-კლასს: «საიდან ჩნდება ენერგია» ურთიერთგაგება ქალსა და მამაკაცს შორის.

აიჟან ალიკულოვა

ფსიქოლოგი, ქალთა პრაქტიკების ტრენერი
ყაზახეთი




წარმოადგენს მასტერ-კლასს: „სექსუალური ენერგია და წარმატება"
შეიტყვეთ მეტი

არსებობენ ქარიზმატული და მიმზიდველი ადამიანები. მათი იდუმალი შინაგანი ძალა ყოველ სიტყვაში, გამოხედვაში და მოძრაობაში შეიგრძნობა...

როდესაც ასეთი ქალი შემოდის, გარშემომყოფთ სიხარულისა და ზეიმის შეგრძნება ეუფლებათ... და თითქოს მთელს სამყაროს ერთი სურვილი ამოძრავებს - ხელის გულზე ატაროს იგი...

რაშია მისი წარმატების საიდუმლო?! სექსუალურ ენერგეტიკაში! სწორად ამ ენერგიის დონე განსაზღვრავს თქვენი პიროვნების უნიკალურობის, მიმზიდველობისა და „დუღილის" ტემპერატურას!

ჩვენი ფესტივალის ერთ-ერთ მასტერ-კლასზე „სექსუალური ენერგია და წარმატება" ვისაუბრებთ სწორად ამ ენერგიის განვითარებისა და მომატების გზებეზე. მიიღებთ პასუხებს ყველა თქვენს კითხვაზე ამ დელიკატურ თემასთან დაკავშირებით...

ნიკოლოზ ბარტყულაშვილი
NIX Energy

ასტროლოგი, მსოფლიო მოგზაური
საქართველო







წარმოადგენს მასტერ-კლასს: "ფიქრები მატერიალიზდება, ბედი შემთხვევა არაა, ბედი-ეს არჩევანია".

შეიტყვეთ მეტი

ჩვენი ფიქრები მატერიალიზდება, იქცევა რეალობად.
ასე რომ, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს ფიქრებთან!
ჩვენი ბედი კი შემთხვევა არაა, ბედი-ეს არჩევანია!
ბედი ის არის, რასაც არ უნდა ელოდო, ბედი ის არის, რასაც უნდა მიაღწიო.
ნათია უგრელიძე
რეიქის სპეციალისტი
საქართველო





წარმოადგენს მასტერ-კლასს: " რეიქი"
შეიტყვეთ მეტი

  • რა არის რეიქი.
  • რეიქის მეთოდის წარმოშობა.
  • როგორ ისწავლება რეიქი.
  • რეიქი და ჩაკრები (რა არის ჩაკრები და როგორ მიედინება მასში რეიქი).
  • რეიქი და აურა (რა არის არურა და როგორ წმენდავს მას რეიქი).
  • ვის და რას აქვს აურა.
  • რა დაავადებები განიკურნება რეიქით და რომელ კლინიკებში იყენებენ მკურნალობის ამ მეთოდს.
  • დისტანციური რეიქი.
ანასტასია მიხაილინა
იოგის ინსტრუქტორი მოსკოვიდან. მიიღო განათლება იოგის სხვადასხვა მიმართულებით: აიენგარა, კლასიკური ათ-იოგა, ვინი-იოგა. სწავლობდა ისეთ სპეციალისტებთან, როგორებიც არიან ლეონიდ გარცენშტეინი, არტიომ ფლოროვი, მაქსიმ ცუგიო, ივან სვირიდოვი,მეგან ცურრი, ნინა ვუკასი.

რუსეთი

წარმოადგენს მასტერ-კლასს: " სახის იოგა"

შეიტყვეთ მეტი

ნებისმიერ ქალის ოცნებაა შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და მომხიბვლელობა რაც შეიძლება დიდხანს.

მაგრამ ხშირი სტრესი, დაღლილობა და ცუდი ეკოლოგია, მომენტალურად აისახება სახის ფერზე, კანის მდგომარეობაზე და ჩვენს მზერაზე.

ზოგიერთი მზადაა უზარმაზარი თანხები დახარჯოს პლასტიკურ ოპერაციებზე, ზოგიც კლასიკურ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებს. მაგრამ არსებობს მარტივი მეთოდები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომია!

ეს მეთოდები დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი სილამაზე მრავალი წელი. ჩვენს მასტერ კლასში, ვისაუბრებთ ქალის ჯანმრთელობისთვის სწორად სუნთქვის მნიშვნელობაზე და განვიხილავთ სახის იოგის მარტივ სავარჯიშოებს.

სახის იოგა ანუ <ფეისბილდინგი> არის სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც დაგეხმარებათ აღიდგინოთ და შეინარჩუნოთ კისრის და სახის კუნთებისა და კანის ელასტიურობა.

მარი მილორავა
ექიმი, დამაარსებელი სხეულის კორექციის ცენტრის «BodyCare»-ს დამაარსებელი
საქართველო, თბილისი






წარმოადგენს მასტერ-კლასს: "მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო"
შეიტყვეთ მეტი

სხეულის მოვლის ესთეტიკური მეთოდები - ფორმა, კანის ელასტიურობა, ხერხემლისა და სახსრების ელასტიურობა , თმის მოვლა, სახის მოვლა, ფრჩხილების მოვლა. კვება- სეზონური პროდუქტის ღირებულებები, ნუტრიენტები (ვიტამინები და მინერალები). სიხარული- ცხოვრების ტონუსი დაკავშირი კოსმოსთან! ცეკვა, სპორტი, ფეხით სიარული/ სეირნობა, ტურიზმი/ლაშქრობა...

სიყვარული- ფუნდამენტური! იძლევა სიკეთესა და ნათელს თვალებში- უკანასკნელი და უმთავარესი შტრიხი!


ჟანარა კუმპიესოვა

ექიმი, 2006 წლიდან ეწევა აიურვედა პრაქტიკებ (სიტყვა აიურვედა" - ითარგმნება როგორც ცოდნა, მეცნიერება და სიბრძნე სიცოცხლის შესახებ".) გადის კონსულტაციებს აიურვედის დოქტორის ხარისხის მქონე ვაიდია მანნოხართან, რომელიც პრაქტიკას ეწევა 30 წელზე მეტია მთელი მსოფლიოს მაშტაბით (აშშ, იაპონია,ინდოეთი). ყოველწლიურად ესწრება ინდოეთში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს აიურვედის თეორიასა და პრაქტიკაში.



ყაზახეთი
წარმოგიდგენთ მასტერ-კლასს კსე (კომპლექსი სამედიცინო ექსპერტული)
შეიტყვეთ მეტი

უნიკალური, მოწინავე სადიაგნოსტიკო მეთოდი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს მივიღოთ ავტომატიზირებული ანალიზი ორგანიზმისა და მთლიანად მისი მდგომარეობის ხარისხი, სომატიკის, ფსიქოსომატიკის და ენერგეტიკის თვალსაზრისიდან გამომდინარე.

ეს დიაგნოსტიკა დაფუძნებულია ადამიანის უჯრედების ენერგეტიკული ველის სპექტრო-დინამიკურ ანალიზზე. გამოავლენს ყველაზე აქტიურ პროცესებს, რომლებიც საჭიროა კორექციისთვის (პათოლოგიამდელი მდგომარეობა).

შემდგომი ანალიზი და ორგანიზმის მდგომარეობის დინამიკის კონტროლი; ოპტიმალური და ინდივიდუალური პრეპარატების შერჩევა (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ჰომეოპათია, ალლოპატები, ეთერული ზეთები) ორგანიზმის თვითრეგულაციის პროცესის დასაწყებად.

შეძენილი სემინარის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და მიიღეთ პროგრამა

Made on
Tilda