ტესტი

ქალღმერთები შენში"

მოცემული ტესტი მე შევიმუშავე იმისათვის, რომ თქვენ თქვენს ხასიათში ამა თუ იმ ქალღმერთის თვისებების ამოცნობა შეძლოთ.
როგორ გავაკეთოთ ტესტი:

მოცემულია შვიდი კითხვა. ყოველ მათგანს აქვს პასუხის ოთხი ვარიანტი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთი, ან რამდენიმე პასუხი ერთდროულად
(შესაძლებელია ოთხივე).

ჩაიწერეთ იმ პასუხის ნომერი, რომელსაც (რომლებსაც) ეთანხმებით. ტესტის ბოლოს, როდესაც ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული გექნებათ, დაითვალეთ ოთხიდან რომელი ციფრი ჭარბობს, ასევე - რომელია ყველაზე ნაკლები რაოდენობით.

პირველი კითხვა: როგორი ტიპის აღნაგობა გაქვთ?

1. მსხლისებრი: სხეულის ქვემო ნაწილი მასიურია, საჯდომი და თეძოები მეტადაა გამოკვეთილი.

2. დაბალანსებული: მართკუთხედი ან ქვიშის საათისებრი, მხრები და მენჯი ერთნაირი სიგანისაა, ამასთანავე კარგადაა გამოკვეთილი მკერდი, თეძოები და საჯდომი.

3. სამკუთხედისებური: სხეულის ზედა ნაწილი მასიურია, მხრები განიერია, თეძოები კი - ვიწრო.

4. სუბტილური: გამხდარი, მოგრძო ფიგურა, ახასიათებს მხრებში მოხვრა, მკერდი, თეძოები და საჯდომი არაა მკაფიოდ გამოხატული.

მეორე კითხვა: მეტწილად როგორ ტანსაცმელს ატარებთ?

1. გრძელ კაბებსა და ქვედაბოლოებს.

2. მოტკეცილ, საშუალო სიგრძის, ან მოკლე კაბებსა და ქვედაბოლოებს.

3. შარვლებსა და/ან მინის.

4. რომანტიკული სტილის ტანსაცმელს, მაქმანებითა და ყვავილებით გაფორმებულს.

მესამე კითხვა: რას ფიქრობთ ფლირტზე?

1. ურთიერთობისას თქვენ არ მიმართავთ ფლირტს, თვლით რომ ეს თქვენთვის მიუღებელი და შეუფერებელია.

2. თქვენ ყველგან და ყველასთან იყენებთ ფლირტს, ეს თქვენდა უნებურად ხდება.

3. თქვენ თვლით რომ ფლირტაობა გეხერხებათ, მაგრამ არც თუ ისე ხშირად იყენებთ.

4. თქვენთვის "ფლირტაობა" უხერხულია, მაგრამ როდესაც საჭიროა, რაღაცნაირად თავისით გამოგდით. მეგობრები გეუბნებიან, რომ თქვენ საყვარლად გამოიყურებით ფლირტის დროს.

მეოთხე კითხვა: როგორი დიასახლისი ბრძანდებით?

1. საუკეთესო! თქვენს სახლში სისუფთავე და წესრიგია. ქურაზე ცხელ-ცხელი კერძი თუხთუხებს. თქვენი სახლის ბინადარნი მოვლილნი და დანაყრებულნი არიან. თქვენ თვლით, რომ ეს ქალის უპირველესი მოვალეობაა.

2. თუ სურვილი გაგიჩნდათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სხვებს მოუაროთ, მაგრამ თვლით, რომ მთავარი საკუთარი თავის განებივრებაა!

3. თქვენ შეგიძლიათ ოჯახს მოუაროთ, მაგრამ სამსახურსა და კარიერას უფრო წინ აყენებთ. რაც შეეხება ბავშვებს - უპირველესია გაკვეთილები შეუმოწმოთ, ცხელ-ცხელი კერძები კი - მერე.

4. რა წესრიგი?! თქვენ არ გიყვართ სახლის საქმე და საოჯახო საქმიანობას მხოლოდ უკუდურეს შემთხვევაში ეწევით.

მეხუთე კითხვა: როგორია თქვენი იდეალური მამაკაცი"?

1. ოჯახის მამა, რომელიც უზრუნველყოფს ოჯახს და არ ერევა ბავშვების აღზრდისა და ყოფა-ცხოვრების საკითხებში.

2. მხურვალე მიჯნური, რომელიც ცდილობს ყველა თქვენი კაპრიზის დაკმაყოფილებას.

3. პარტნიორი, მეგობარი და თანამებრძოლი,რომელსაც ხანდახან თქვენს ჭკუაზე ატარებთ.

4. «ძლიერი ზურგი», «მამიკო», რომელიც ყველა თქვენს პრობლემას მოგაცილებთ და ყველა უბედურებისაგან დაგიცავთ.

მეექვსე კითხვა: როგორია თქვენი დამოკიდებულება ხალხში გასვლის" მიმართ?

1. თქვენ არ გიყვართ კლუბები და „გულაობა". სამაგიეროდ დიდი სიამოვნებით "მეგობრობთ ოჯახებით" და ოჯახურ სადილებს აწყობთ.

2. მნიშვნელობა არ აქვს სად, მთავარია გამოეწყოთ და გახვიდეთ! თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ, სადაც მიდიხართ, მამაკაცები იყვნენ.

3. თქვენ სრულიად თავისუფლად გრძნობთ თავს ოჯახურ წვეულებაზეც და ხმაურიან ახალგაზრდულ ფართიზეც.

4. თქვენთვის მთავარია მეგობრებთან ერთად გაერთოთ, იმხიარულოთ და იცელქოთ.

მეშვიდე კითხვა: როგორ გექცევიან მამაკაცები?


1. მამაკაცი ოჯახის საჭიროებისათვის გაძლევთ ფულს, მაგრამ აზრად არ მოსდის - საჩუქრები გაჩუქოთ და გაგანებივროთ .

2. მამაკაცები აღტაცებულნი გიძღვნიან ლექსებს, სიამოვნებით გჩუქნიან ყვავილებსა და ძვირფას საჩუქრებს. ისე, რომ თქვენ თხოვნაც კი არ გჭირდებათ!

3. მამაკაცს ფული სთხოვოთ?! – ეს ხომ თქვენთვის დამამცირებელია! თქვენ ხომ თავად შეგიძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა!

4. მამაკაცი ხანდახან გჩუქნით ფულს, მაგრამ მნხოლოდ მაშინ, როცა თქვენ სთხოვთ!



ტესტის ახსნა:
ყოველი კითხვის ნომერს ერთ-ერთი ქალღმერთთაგანი შეესაბამება. ციფრი, რომელიც ყველაზე მეტი რაოდენობითაა თქვენს პასუხებში, მიუთითებს იმ ქალღმერთზე, რომლის თვისებებიც თქვენში ჭარბადაა წარმოდგენილი. მიაქციეთ ამ თვისებებს ყურადღება, დააოკეთ ისინი და შეეცადეთ შეამციროთ მათი ჰიპერტროფირებულად, მომეტებულად გამოვლენა.

ის ციფრი, რომელიც ყველაზე ნაკლები რაოდენობითაა თქვენს პასუხებში, მიუთითებს ქალღმერთზე, რომლის თვისებებიც თქვენ გაკლიათ.

ქალღმერთი
, რომელიც შეესაბამება 1-იანს არის ჰერა:
დედა, მეუღლე და დიასახლისი.


ქალღმერთი, რომელიც შეესაბამება 2-იანს არის აფროდიტა:
საყვარელი, მუზა, ვნება.



ქალღმერთი, რომელიც შეესაბამება 3-იანს არის არტემიდა :
პარტნიორი, მებრძოლი, მასწავლებელი.


ქალღმერთი, რომელიც შეესაბამება 4-იანს არის პერსიფონა:
პატარა გოგონა, ბავშვურობა, სიხარული.


ჩვენი მიზანია - ოთხივე ქალღმერთის თვისებები ჩვენში გადავანაწილოთ და დავაბალანსოთ, რათა გაწონასწორებულ მდგომარეობას მივაღწიოთ და გარშემო მყოფებთან ჰარმონიული ურთიერთობები დავამყაროთ.
ტესტის შემდგენელი:
ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
Made on
Tilda