ტესტი:

გაქვს თუ არა გამდიდრების შანსი

უპასუხეთ 20 კითხვას და
დაითვალეთ დადებითი პასუხების რაოდენობა:
1. ფიქრობთ, რომ ნებისმიერ ადამიანს (თუნდაც ღარიბი ოჯახიდან) ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლების ხელში, საწყისი კაპიტალის გარეშე, ამ დროში, აქვს შანსი გახდეს მდიდარი? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

2. შეგიძლიათ ეკონომიის გაკეთება? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

3. გჯერათ, რომ დიდი ფულის შოვნა შესაძლებელია პატიოსანი გზით? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

4. თვლით, რომ თქვენ სწორად გაქვთ არჩეული პროფესია? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

5. თავისუფალ დროს არჩევთ რაიმე სასარგებლოს მოსმენას/შესწავლას თვითგანვითარებისთვის, და არა ტელევიზორის ყურებას? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

6. გსურთ საკუთარი ბიზნესი წამოიწყოთ? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

7. ხართ თუ არა ფინანსურად განათლებული? მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში და უნივერსიტეტში არ იძლევიან ფინანსურ ცოდნას, თქვენ მუდმივად სწავლობთ და ვითარდებით ამ მიმართულებით? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

8. გიყვართ ძვირიანი, ხარისხიანი ნივთები და ფუფუნების საგნები? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

9. ეთანხმებით თუ არა იმ ფაქტს, რომ მხოლოდ ხელფასისთვის მუშაობა - არ არის კარგი? თუ თქვენ ჯერჯერობით გიწევთ ასე მუშაობა, იცით, სინამდვილეში რისი კეთება გსურთ და ისწრაფით მისკენ. (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

10. ხარჯავთ თუ არა ფულს თქვენი განათლებისთვის? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

11. გაქვთ თუ არა კონკრეტული მიზნები, და შესაბამისად შედგენილი ერთი წელის, ერთი თვის, ერთი კვირის, ერთი დღის გეგმა? თქვენ იცით, რომ ფული - არის არა მიზანი, არამედ ატრიბუტი, საშუალება მიზნის მისაღწევად. და წინსვლის ყოველ ნაბიჯზე ფული რაღაც ამოუხსნელი გზით თავისით ჩნედება? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

12. შეგიძლიათ თუ არა შურის გარეშე უყუროთ სხვების სიმდიდრეს? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

13. გჯერათ, რომ სიმდიდრე არის თქვენი შეხედულებების და ფსიქოლოგიური რწმუნებულებების შედეგი? და ყოველთვის არის შესაძლებლობა, წაშალოთ თქვენში ძველი ინფორმაცია და ჩაანაცვლოთ ახალით. (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

14. შეძლებდით 1 მილიონი დოლარის დახარჯვას? არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, ჯერ დაწერეთ ყველა ხარჯი ქაღალდზე ... (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

15. შეგიძლიათ ფულის დაგროვება და სწორად ინვესტირება? ეს უნარი აქვს მსოფლიოს ყველა უმდიდრეს ადამიანს. ისინი აკეთებენ თავისუფალი ფულის ინვესტირებას სარეზერვო ფონდებსა და აქციებში, ფასიან ქაღალდებსა და წარმოებებში. (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

16. ეთანხმებით თუ არა, რომ სახლში ფულის შენახვა ითვლება არასწორ ქმედებად, რადგან ამ შემთხვევაში არ არსებობს მოგება და თანაც ინფლაცია ჭამს თანხის საწყის ფასეულობას. (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

17. ისწრაფით, რომ შეიქმნათ პასიური შემოსავალი? ყველა მდიდარი ადამიანი ფლობს რამოდენიმე ბიზნესს და კომპანიას. მათ იციან, რომ ყველაფერი ამ სამყაროში ცვალებადია, ამიტომ უზრუნველყოფენ საკუთარ თავს პასიური შემოსავლითაც. ერთ-ერთი ასეთი ტიპის შემოსავალი არის - უძრავი ქონება. (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

18. ეთანხმებით, თუ არა, რომ ჩვენ მთელი ცხოვრება უნდა ვსწავლობდეთ და ვზრუნავდეთ განათლებასა და განვითარებაზე? თვლით, რომ სწავლა არის ინვესტიცია ჩვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

19. აკონტროლებთ თუ არა თქვენს აზრებს? გადართავთ თუ არა ყურადღებას ნეგატიური ინფორმაციიდან დადებითზე? ჩვენი ცხოვრება ხომ ჩვენი აზროვნების შედეგია! (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

20. თქვენ ინტერესდებით და შეისწავლით ბევრ ახალ ინფორმაციას წარმატებული სტარტების და საინტერესო ბიზნეს პროექტების შესახებ? და იყენებთ ამ ცოდნას საკუთარ საქმეშიც? (დიახ - 1. არა - 0 ქულა)

ტესტის შედეგები:
თუ ქულების რაოდენობა არის 15-20 ქულა
თქვენ გაქვთ მდიდარი ადამიანის აზროვნებისა და წარმოსახვის უნარი და პოტენციალი! თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ ფინანსურად აყვავებული და წარმატებული - სასწრაფოდ გამოიყენეთ თქვენი უნარები!

შესაძლოა, უბრალოდ არ გაქვთ ცოდნა, თუ როგორ უნდა შეიმუშაოთ ცხოვრებისეული სტრატეგია.

ცხოვრების სტრატეგია - ეს არის საფუძველი, ის ფუნდამენტი რომელზეც შენდება ყველაფერი: ფული, ბიზნესი, მცდელობა უკეთ შეისწავლო და გაიგო საკუთარი თავი, ყველა სახის ურთიერთობები.

„ფინანსური კეთილდღეობის" პროგრამაში გაგიზიარებთ სასურველი ცხოვრების სტრატეგიის აგების ალგორითმს. განვიხილავთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მივიღოთ მეტი!

თუ ქულების რაოდენობა არის 8-14 ქულა
თქვენ იცით, თუ როგორ უნდა განკარგოთ ფინანსები, ამიტომ ცხოვრებისთვის საკმარისი ფული ყოველთვის გექნებათ. მაგრამ მილიონერი ვერ გახდებით, თუ არ გაერკვევით კეთილდღეობისა და ცხოვრების მაღალ სტანდარტებზე გადასვლის ძირითად მექანიზმებში.

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ცოდნაა და არ საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და ინვესტიციებს.

სწორედ ამ მექანიზმებს შევისწავლით „ფინანსური კეთილდღეობის" პროგრამაში. თქვენ ისღა დაგრჩებათ, რომ გაიმეოროთ და ცხოვრებაში გამოიყენოთ მიღებული ალგორითმი.


თუ ქულების რაოდენობა არის 0-8 ქულა
თქვენ ვერასოდეს ვერსად იხილავთ ბევრ ფულს, ტელევიზორის გარდა... შეეცადეთ სარფიანად დაქორწინდეთ - იქნებ ამით მაინც უშველოთ თავს...

ახლა კი სერიოზული პასუხი: აუცილებლად ჩაერთეთ „ფინანსური კეთილდღეობის" პროგრამაში! ის შეცვლის თქვენს აზროვნებას, მოგაცილებთ ძირითად ქვეცნობიერ ბარიერებს, რომლებიც ხელს გიშლით დიდი ფინანსების მიღებაში.

თქვენ შეიტყობთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ, ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად. მერე რა, რომ არასოდეს ყოფილხართ მაღალი შემოსავლებით განებივრებული.

სხვათა შორის, ტესტის წაკითხვისას, თქვენ უკვე მიიღეთ რჩევები და შეგიძლიათ დაიწყოთ მოქმედება!



ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
Made on
Tilda