ტესტი:

როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში დაბრკოლება და განსაცდელი არ შეხვედროდეს. ზოგიერთ წინაღობას ადვილად გადავლახავთ და გამარჯვებას ვზეიმობთ, - ეს ძალასა და ხალისს გვმატებს. ხან კი ვმარცხდებით, თავს ვერ ვართმევთ ცხოვრებისეულ ამოცანას, ვნერვიულობთ, სტრესში ვართ... და...

ან ვმაგრდებით, ვძლიერდებით, სწორ დასკვნებს გამოვიტანთ, გავაანალიზებთ, თუ რატომ განვიცადეთ მარცხი, ძალას მოვიკრებთ და ახალი ხერხებითა და მეთოდებით მივუდგებით ძველ სატკივარს და მაინც ჩვენსას მივაღწევთ ...
ან... (ერთი ან რამდენიმე) დამარცხების შემდეგ სამუდამოდ ვკარგავთ პრობლემის გადაჭრის იმედს, ხელს ჩავიქნევთ, საკუთარ უმწეობას სვე-ბედს დავაბრალებთ და ... ასე ყურებ-ჩამოყრილ, ცხვირ-პირ-ჩამომტირალ, იმედგაცრუებულ-დამარცხებულნი უძლური ლასლასით გავუყვებით შარაგზას, ყოველ მოსახვევში მეტი მარცხის მოლოდინში...
ტესტი: როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს?

უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს და გაარკვიე, როგორ უმკლავდები ცხოვრებისეულ დაბრკოლებებს!
ჩაინიშნე მხოლოდ ერთი პასუხი - „დიახ", ან „არა".
ყოველი პასუხი „დიახ" – 1 ქულაა, „არა" – 0 ქულა.
შემდეგ შეაჯამე ქულების რაოდენობა.

  1. ახლობლებისგან ადვილად მწყინს
  2. წყენა დიდხანს მახსოვს
  3. ადრე უფრო ხალისიანი ვიყავი
  4. ცხოვრება წვალებაა
  5. ცხოვრებას უნდა გავუძლო
  6. მახსოვს წარსულის (1 წელის და მეტი) მძიმე სიტუაცია, რომლის გახსენება ეხლაც ტკივილს მგვრის
  7. დაიწერე იმდენი დამატებითი 1-ანი, რამდენი ასეთი მტკივნეული მოგონებაც გაქვს.
  8. ამჟამად მაქვს აქტუალური ცხოვრებისეული საკითხი, რომლის გადაწყვეტას უკვე ერთ წელზე მეტია ვცდილობ, მაგრამ უშედეგოდ
  9. დაიწერე იმდენი დამატებითი 1-ანი, რამდენი ასეთი მოუგვარებელი საკითხიც გაქვს
დაითვალეთ „დიახ" და „არა" პასუხების რაოდენობა.

ტესტის ახსნა:

თუ ქულების რაოდენობა არის 0-1:

გილოცავთ! თქვენ ადვილად უმკლავდებით ყველანაირ განსაცდელს! უფრო მეტიც - იცით, რომ დაბრკოლება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და თქვენი პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის არის აუცილებელი! თქვენ ენერგიით სავსე ოპტიმისტი ბრძანდებით! ასე განაგრძეთ და ყველა მიზანს მიაღწევთ!

თუ ქულების რაოდენობა არის 2-3:


თქვენ თქვენ საკმაოდ ენერგიული რეალისტი ადამიანი ბრძანდებით და ცხოვრებას მეტ-ნაკლებად წარმატებულად უმკლავდებით, მაგრამ წარსულის მტკივნეული გამოცდილება დღესაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს თქვენზე. გირჩევთ, მოიცილოთ ეს ნეგატივი, რომ უფრო წარმატებული და ხალისიანი გახდეთ. ამ საქმეში დაგეხმარებათ პროგრამა „სასწრაფო დახმარება".
თუ ქულების რაოდენობა არის 3-ზე მეტი:
თქვენ სასწრაფოდ გჭირდებათ პროფესიონალური დახმარება, სავარაუდოდ ნევროზი ან დეპრესია გაქვთ! მიმართეთ სპეციალისტს, რომ ამ დათრგუნული მდგომარეობიდან რაც შეიძლება მალე გამოხვიდეთ! ასევე დაგეხმარებათ პროგრამა „სასწრაფო დახმარება".


ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
Made on
Tilda