რა არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოლოგიური თერაპია?
სხეული ჩვენი ფსიქიკის ფიზიკური გაგრძელებაა. ჩვეულებრივ, ფსიქიკისა და ნერვული სისტემის პრობლემები ფიზიკური და ემოციური სტრესის შემდეგ იწყება და პირიქით - სხეული ყოველ ფიქრსა და ემოციას იმახსოვრებს, დაღლილობა და სტრესები სასიცოცხლო ენერგიის ბლოკირებას ახდენს და კუნთების დაჭიმულობას იწვევს, რასაც საბოლოოდ, დაავადებებამდე მივყავართ.
ჩვენი სხეული ყველა გადატანილი ემოციის ფიზიკური ანარეკლია. ადამიანები დათრგუნულ ემოციებს და სურვილებს სხეულში მალავენ, რომელიც იმახსოვრებს და იგროვებს ემოციურ დაძაბულობებს და ფსიქოლოგიურ ტრავმებს.
როგორ გავათავისუფლოთ სტრესების შედეგად სხეულში „დამწყვდეული" ენერგია? როგორ მოვიშოროთ ფსიქოლოგიური დაძაბულობა და ბლოკები და მათთან ერთად სხვადასხვა დაავადებები?
თანამედროვე ფსიქოლოგია ეყრდნობა სულისა და სხეულის ერთობლიობას. სხეულზე ორიენტირებული თერაპიის ზემოქმედებით, შესაძლებელია ადამიანისთვის სულიერი კმაყოფილებისა და წონასწორობის აღდგენა და მისი გარე სამყაროსთან ჰარმონიული ყოფა.
გაიარეთ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ინტენესიური კურსი ონლაინ
ინგა ბლესისა და ანა კვანტრიშვილის ხელმძღვანელობით!
სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია, ან როგორც მას ხშირად უწოდებენ, სხეულზე ფოკუსირებული (სომატური) თერაპია, თანამედროვე ფსიქოლოგიის შედარებით ახალი და პერსპექტიული მიმდინარეობაა. იგი მიმართულია საკუთარი სხეულის გაცნობიერებასა და გათავისუფლებაზე, მისი ბიოლოგიური და სოციუმისგან დაწესებული ქცევების შეცნობაზე, საკუთარ სხეულთან დაბრუნებასა და პირველადი იმპულსების აღმოჩენაზე, სხეულის გარდაქმნით ცნობიერების ზემოქმედებაზე, აწმყოში ცხოვრებისა და ქმედების ერთობლიობაზე.
მსგავს პრაქტიკებს ჯერ კიდევ უხსოვარ დროს მიმართავდნენ. როგორც შედეგზე ორიენტირებული და გამაჯანსაღებელი საშუალება, ის გვხვდება საბრძოლო ხელოვნებაში, სამკურნალო პროცედურებში, ცეკვაში, შამანობასა და სქესობრივ ურთიერთობებში, ასევე რელიგიურ და ყოფით რიტუალებში.
ამ მიმდინარეობის დამაარსებლები იცნობდნენ სხეულთან მუშაობის უძველეს, აღმოსავლური სწაბლებების ძირითად პრინციპებს და ისინი თანამედროვე სამყაროს მოარგეს. ადამიანის მიერ განცდილი და გადატანილი ემოციური ტრავმები ჩაწერილი და დამახსოვრებულია სხეულის მიერ.
კლიენტისა და თერაპევტის ურთიერთობა დამყარებულია სულის, სხეულისა და ფსიქიკის უწყვეტ ერთობლიობაზე. ამასთან ერთად განიხილება ის მატრავმირებელი მოგონებები და გამოუთქმელი ემოციები, რომელიც ადამიანის სხეულში ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ფუნქციონერების თავდაცვის შედეგადაა ჩაბეჭდილი. უკუკავშირის პრინციპით, მათი ფიზიკური გამოვლინებები, ფსიქოლოგიური პრობლემების კორექციას ახდენს და კლიენტს საშუალებას აძლევს გააცნობიეროს და მიიღოს პიროვნული ძალდატანებითი ასპექტები და სიღრმისეულად შეითვისოს ისინი.
სხეულის თერაპიის მეთოდები ძირითადად ორიენტირებულია კლიენტის მიერ საკუთარი სხეულის აღქმაზე. რაც, თავისთავად გულისხმობს სხეულის შეგრძნებების შესწავლა-შეცნობას - კვლევას, თუ როგორ იშიფრება კლიენტის მოთხოვნილებები, სურვილები და გრძნობები სხეულის განსხვავებულ მდგომარეობებში და რეალურად როგორაა შესაძლებელი შინაგანი კონფლიქტების მართვა.
სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების საშუალებით, ადამიანი თავისუფლდება კუნთების ჯავშნისგან, შეიცნობს საკუთარ სხეულს, აცნობიერებს შინაგან ცვლილებებს და ითავისებს მათ. ეხმარება განივითაროს თვითწესრიგი, სულიერი წონასწორობა და სურვილების სიღრმისეული სწრაფვა, რაც ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზრდის აუცილებელი პირობაა.
გაიარეთ სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ინტენესიური კურსი ონლაინ
ინგა ბლესისა და ანა კვანტრიშვილის ხელმძღვანელობით!
მოცემული ონლაინ პროგრამა არის როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგებისა
და ქოუჩებისათვის, ასევე იმ ადამიანებისათვის ვისაც უბრალოდ უნდა შეისწავლოს სხეულზე ორიენტირებული თერაპიის მეთოდები საკუთარი თავისა და ახლობლების დასახმარებლად,
რათა შეძლოს ფსიქიკური და ფიზიკური დაძაბულობის მოხსნა და სტრესის დამანგრეველი ზემოქმედების თავიდან აცილება.
თქვენ შეისწავლით და გაეცნობით:
სხეულისა და ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევის მეთოდებს:
- ტექნიკა „ანბანი"










- ტექნიკა „სხეულში ექსკურსია";
ინდუქციის მექანიზმი - მოძრაობა-სუნთქვა-ემოცია;
მრავალვარიატიულობისა და „ხისტი" მენტალიტეტის სხეულზე ზემოქმედების მექანიზმებს;
სხეულში არსებული ფსიქიკური ბლოკების განლაგების ზონებსა და ამ ზონებზე მუშაობის მეთოდებს:
- თავი: თვალების, პირის ზონა













- ყელის, კისრის, მხრების ზონა















- ხელები, მტევნები, თითების













- მენჯის ზონა














- მკერდის ზონა















- ფეხების ზონა
ჰოლისტიკური მასაჟის ნაირსახეობებს:
- რწევითი და კაკუნით მასაჟი;
ბიოსინთეზის მეთოდის მიხედვით პიროვნების ანალიზის პარამეტრებს;
ვილგელმ რაიხის ტექნიკას „ორგაზმის რეფლექსი"
ტექნიკა „ ჯადოსნური წრე" ( დაგეხმარებათ რესურსებთან დაკავშირებაში, შინაგანი წონასწორობის მოპოვებაში)
მედიტაცია (სპეციალური მოდუნებითი ტექნიკებით)
„ნდობის ტექნიკა" ( გასწავლით სამყაროსთან ნდობას, შერწყმას,)
„ცხოვრების ცეკვა" ( ტექნიკა რომელიც გახდება თქვენი თანამგზავრი და მეგობარი გაჭირვების და დეპრესიის დროს)
„რწმუნებულებებისგან განთავისუფლების ტექნიკა"
სხეული და გონება ერთი მთლიანობაა.. ისინი ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდაა დაკავშირებული, რომ ჩვენ საშუალება გვეძლევა ვიმუშაოთ ერთ-ერთ მათგანზე და ამით გავლენა მოვახდინოთ მეორეზე... ამ კურსში ჩვენ ვიმუშავებთ სხეულზე და მისი გავლითა და მეშვეობით მივაღწევთ ენერგიის მკვეთრ ამაღლებას, სტრესისა და დაძაბულობისგან გათავისუფლებას.
დინამიური, და აქტიური პროცესები რომელსაც საკუთარ თავზე გამოცდით და შეისწავლით...
სინამდვილეში იმის მიხედვით თუ როგორ გამოიყურება სხეული , რამდენად მოდუნებულია თუ აქტიური, მისი რა ზონებია დაჭიმული და რა არა, ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამის განსაზღვრა ადამიანის შესახებ...
თუკი ენერგია არ მიედინება ჩვენს სხეულში, ვხდებით მოშვებულები, მოუქნელები, უმოძრაოები და დაჭიმულები, და რაც უფრო ასეთები ვხდებით მით უფრო იკლებს ენერგია, მით უფრო სტატიკურები და ნაკლებ მოძრავი ვხდებით, არა მარტო სხეულით, არამედ მოქმედების უნარით და პრობლემისადმი მოქნილობით..
ფლობდე შენს სხეულს ნიშნავს ფლობდე საკუთარ თავს, ფლობდე შენს ენერგიებს და ემოციებს შეძლებისდაგვვარად, შეიცნო სხეული გაუგო მას ნიშნავს, გაუგო საკუთარ თავს, გაიგო შენი სურვილები ,მოთხოვნილებები და დაუკმაყოფილებელი ასპექტები ,.. სხეული არასოდეს იტყუება ამიტომ უსმინო მას არის საიკეთესო გადაწყვეტილება...
ამ კურსში გთავაზობთ, ტექნიკებსა, სავარჯიშოებს, რეკომენდაციებსა, და სხვადასხვა პრაქტიკებს, რომლის გამოყენების შემთხვევაში ცვლილებებს იგრძნობთ ძალიან ცხადად, და რეალურად... ისწავლით წვდომას საკუთარ რშინაგან რესურსებზე და ცხოვრებისადმი მსუბუქ მიდგომას... ასევე გექნებათ ამის ინსტრუმენტები და როდესაც ცუდათ იგრძნობთ თავს, თქვენ გექნებათ ეს ინსტრუმენტები რომლებიც დაგეხმარებათ ყოველ ჯერზე...
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი!
კურსი იწყება 2 დეკემბერს!
კურსის ფასი: 600 ლარი
23 ნოემბრამდე მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება
600 ლარის ნაცვლად 300 ლარად

კურსის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ანგარიშზე თანხის გადახდით:

GE13BG0000000161515276

გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი Facebook-ის გვერდზე:
კურსის ავტორები და წამყვანები:
ინგა ბლესსი
ფსიქოლოგი,
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი,
პერსონალური ქოუჩი.
პროფესიული საქმიანობის მცირე ჩამონათვალი:

„ინგა ბლესსი ფსიქოლოგიური ცენტრის" დამაარსებელი და წამყვანი სპეციალისტი.
„ქალთა საერთაშორისო ფესტივალის" ორგანიზატორი
„პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის სკოლის" დამაარსებელი და წამყვანი სპეციალისტი
კერძო პრაქტიკა,
ონლინ კურსების, სემინარებისა და ტრენინგების ავტორი.
ანნა კვანტრიშვილი
ფსიქოლოგი;
ფსიქოთერაპევტი;
NLP ოსტატი (ნეირო-ლინგვისტიკური პროგრამირება);
პერსონალური და ენერგო ქოუჩი.

პროფესიული საქმიანობის მცირე ჩამონათვალი:

კერძო პრაქტიკა.
ქოუჩინგის საერთაშორისო ონლაინ აკადემიის ერთერთი კურატორი,
ქალთა ბედნიერების კლუბის ტრენერი.