მშვიდობით სიზარმაცევ!
მშვიდობით უმოქმედობავ!
ონლაინ პროგრამა იწყება 15 იანვარს!
დღე
საათი
წუთი
წამი
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა:
მე ზარმაცი ვარ?
თუ დადებით პასუხს გასცემთ, მაშინ დაფიქრდით, კონკრეტულად რაში ხართ ზარმაცი? რატომ თვლით რომ ზარმაცი ხართ?
და ზოგადად რა არის თქვენი აზრით „სიზარმაცე"?

რა არის სიზარმაცე?
თუ კი მივმართავთ ლექსიკონს, ამოვიკითხავთ შემდეგ განსაზღვრებას: „სიზარმაცე ადამიანში შრომის მოყვარეობის არ არსებობაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი შრომასა და სასარგებლო საქმიანობას ამჯობინებს არაფრის კეთებას და დროს ტარებას."
ტრადიციულად სიზარმაცე განიხილება, როგორც პიროვნების ძალზედ უარყოფითი თვისება , იმიტომ რომ ზარმაცი ადამიანი ითვლება მუქთახორად, რომელიც სხვის „კისერზე ზის" და სხვის ხარჯზე ცხოვრობს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ასე ცალსახად ვერ ვისაუბრებთ სიზარმაცეზე...
რა არის სიზარმაცე სინამდვილეში და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?!

ადამიანთაგან ყველაზე შრომისმოყვარეც კი შეუპყრია ოდესმე სიზარმაცეს, ხოლო ზოგიერთი ადამიანისათვის სიზარმაცე ცხოვრების სტილად არის გადაქცეული და სრულად აქვს ფეხი მოკიდებული მის ყოფა-ცხოვრებაში.
საიდან მოდის სიზარმაცე?
აუციელებლია და შესაძლებელია მისი ფესვშივე ჩაკვლა?
საჭიროა კი მასთან ბრძოლა?
იქნებ, ის არც თუ ისე მავლებელია?
რატომ გვასწავლიან ადრეული ბავშობიდან, რომ სიზარმაცე ცუდია?
და მართლაც ასე საშინელია სიზარმაცე, როგორც აღწერენ?
და მაინც რა არის სიზარმაცე?
სიზარმაცე ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ირჩევს ადამიანი აქტიური მოქმედების სანაცვლოდ. ის უარს ამბობს, რაღაც კონკრეტულის ან ზოგადად რაიმეს გაკეთებაზე.

ფსიქოლოგიაში სიზარმაცის ერთ-ერთ ვარიანტს წარმოადგენს ე.წ „პროკრასტინაციის" სინდრომი, როდესაც ადამიანი მნიშვნელოვან საქმეს მუდმივად გადადებს, არ იწყებს დროულად და ამ ქმედებით ვნებს საკუთარ ცხოვრებასაც და სხვასაც.
თუ კი ჩავუღრმავდებით „პროკრასტინაციის" მოვლენას აღმოვაჩენთ, რომ მას აქვს ადგილი, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეცნობიერი თვლის, რომ გასაკეთებელი დავალება სრულიად უაზროა, არ მოუტანს სათანადო „გასამჯელოს", „ჯილდოს" და შესაბამისად არ ღირს მისი გაკეთება.

საჭიროა თუ არა „ვებრძილოთ" სიზარმაცეს? - ეს დამოკიდებულია მისი წარმოქმის წყაროზე, საწყის მიზეზზე.
მაშ ასე, გადავდივართ სიზარმაცის გამომწვევი მიზეზების განხილვაზე:
-არასაკმარისი მოტივაცია
ადამიანს ეზარება საქმის დაწყება იმ შემთხვევაში, თუ მისი მოტივაცია არ არის სათანადო დონეზე.

აქ ტივტივდება ე.წ გარე სტიმულების საკითხი. მაგალითად:

თუ ადამიანმა იცის, რომ არც თუ ისე საინტერესო და სასიამოვნო ქმედების შემდეგ ის მიიღებს სათანადო „ჯილოდს",

ან პირიქით, გაუკეთებლობის შემთხვევაში ის დაისჯება,

ამ შემთხვევაში მას აქვს სტიმული , რომ გადალახოს სიზარმაცე და გააკეთოს ის რაც გასაკეთებელია.

- მოქმედების უაზრობა (უმოქმედობის სიყვარული)
თუკი ჩვენი ქვეცნობიერი თვლის, რომ ის საქმე რაც ავირჩიეთ, დიდად მნიშვნელოვანი არ არის ჩვენთვის და უკეთესობისკენ ცვლილებებს არ მოიტანს, დაიწყება სიზარმაცე! ადამიანი თავს მაინც თუ დააძალებს, შესაძლებელია დეპრესიაც კი მოყვეს ასეთ იძულებას.

როდესაც შრომის მოყვარე, ზრდასრული ადამიანი რეგულარულად შეგირძნობს რომელიმე საქმის ან ქმედების მიმართ სიზარმაცის შემოტევებს, მართებულია დასვას კითხვა - „არის კი ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ საქმის გაკეთება?"
-პათოლოგიური მდგომარეობები/უენერგიობა
სიზარმაცე შეიძლება გაჩნდეს რაიმე ავადმყოფობის ან ქრონიკული დაღლილობის სინდრომის ფონზე. ამ შემთხვევაში, ის არ გამოვლინდება მხოლოდ კონკრეტული საქმის მიმართ, არამედ ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

აქ უკვე საქმე გვაქვს ფიზიკურ და სულიერ დაღლილობასთან და არა სიზარმაცესთან. ამ შემთხვევაში საქმიანობის დაძლება საკუთარ თავზე არასწორი ქმედება იქნება. პირიქით! უნდა მიმართოთ დასვენებას, ექიმს, ფსიქოლოგს და უნდა აღიდგინოთ ენერგია და სასიცოცხლო ძალები.

-თავდაჯერებულობის არ ქონა
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ სიზარმაცესა და თავდაჯერებულობას შორის არანაირი კავშირი არ არის, მაგრამ პრატქიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანები ძალიან ხშირად გადადებენ მნიშვნელოვანი საქმის გაკეთებას მარცხის შიშის გამო! მათ არ სჯერათ საკუთარი ძალების და ეშინიათ, რომ დაგეგმილი საქმე ეს არ გამოუვათ!

თუ თვითშეფასების ამაღლებაზე იზრუნებთ, შესაძლებელია მარცხის შიშის დაძლევა და საქმეში გააქტიურება. შესაბამისად სიზარმაცეც გაქრება თქვენი ცხოვრებიდან.
-უნებისყოფობა
ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ ბალანსი „მინდა"-სა და „აუცილებელია"-ს შორის. არც ერთ და არც მეორე მხარეს გადახრა არ მოგვიტანს სასურველ შედეგს...

ხშირად ადამიანი ზარმაცია იმიტომ, რომ სათანადოდ არ აქვს განვითარებული თვითკონტროლი და თვითრეგულაციის თვისება, რაც აუცილებელი პირობებია ცხოვრებაში წინსვლისათვის.

-უპასუხისმგებლობა
ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ, რომ სიზარმაცე ახასიათებს იმ ადამიანებს, ვინც არ არის მიჩვეული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს.

უპასუხისმგებლობა და ბანალური სურვილი, მიჰყვე დინებას და საკუთარი პრობლემები სხვას გადააბარო და აჰკიდო.

ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელნი არიან მშობლები. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ასეთი ადამიანი ადანაშაულებს მშობლებს, რადგანაც მისთვის გაცილებით უფრო იოლია სხვას გადააბრალოს საკუთარი უარყოფითი მხარეები, ვიდრე იზრუნოს მათ გამოსწორებაზე.
-ცხოვრების სტილი
ზოგისათვის სიზარმაცე გადაიქცევა ცხოვრების სტილად და ყოფაქცევის მთავარ ხაზად. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანმა „აღმოაჩინა" ცხოვრებასთან გამკლავების იოლი გზა და შესაბამისად, ეს გადაიქცა ცხოვრების სტილად, - არაფრის კეთება, არაფერზე პასუხისმგებლობის არ აღება(უპასუხისმგებლობა) და ა.შ
თუკი ჩამოთვლილ პუნქტებში აღმოაჩინეთ თქვენი თავი, ნუ აღელდებით და ნუ ჩაიქნევთ ხელს!
გახსოვდეთ, რომ გამოსავალი ყოველთვის არსებობს!
და ეს გამოსავალია
პროგრამა „მშვიდობით სიზარმაცევ!"
რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სიზარმაცის გამომწვევი მიზეზების აღმოჩენაში, და ამ მიზეზების მოცილებაში!
13 იანვრის ჩათვლით

100 ლარის ნაცვლად 50 ლარი
შეგახსენებთ, რომ პროგრამა „მშვიდობით სიზარმაცევ" არის პირველი ეტაპი ერთწლიანი დიდი პროგრამისა „Reset-სრული გადატვირთვა", რომელიც შედგება 11 ერთთვიანი დამოუკიდებელი პროგრამისაგან და რომლის შეძენაც თქვენ შეგიძლიათ უდიდესი ფასდაკლებით!!!

+ ინგა ბლესსის 1 პირადი ონლაინ სესია

1100 ლარის ნაცვლად 200 ლარად!!! მხოლოდ 13 იანვრის ჩათვლით!
ამ კურსში შევა კიდევ 10 პროგრამა, რომელიც ემსახურება თქვენი ჰარმონიის, წარმატების და ბედნიერების მიღწევას"!!!

გახსოვდეთ! მოცემული პროგრამა დაგეხმარებათ დაასრულოთ ზარმაცობა და დაიწყოთ მოქმედება! შემოგვიერთდით!
ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი
+995 568 88 77 77
ელ-ფოსტა:
info@ingabless.com
ingabless7@gmail.com
ვებ-გვერდი: