პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ქოუჩინგის ონლაინ სკოლა (პფქ სკოლა)
შესრულებული/შესასრულებელი დავალებების აღრიცხვა და შეფასება
შესრულებული/შესასრულებელი დავალებების აღრიცხვა და შეფასება

ყოველ გაკვეთილზე თქვენ იღებთ დავალებას, რომელიც მიმდინარე კვირის განმავლობაში უნდა შეასრულოთ და შესრულებული დავალება (ვიდეოს ან ვორდის ფაილის სახით) შესამოწმებლად გადაუგზავნოთ თქვენს კურატორს (ინგა ბლესს).

ყოველი შესრულებული დავალება შეფასებული იქნება 10 ბალიანი სისტემით !!!

ყოველი 10 გაკვეთილის შემდეგ ტარდება შუალედური ჩათვლა !!!

გამოცდაზე მოსახვედრად აუცილებელია წინა პერიოდის ყველა დავალება იყოს შსერულებული და თქვენს მიერ დაგროვილი ქულების რაოდენობა ჯამში უნდა აღემატებოდეს 70 ქულას !!!


სწავლის საფასური და გადახდის წესები:
პფქს სკოლაში სწავლების საფასურის გადახდა ხდება თქვენს მიერ შერჩეული გარფიკის მიხედვით:

- წინასწარ 7 თვის საფასურის სრულად გადაფარვა

- მთლიანი საფასურის ორ ნაწილად გაყოფით

- ყოველთვიურად

სწავლის დაწყებიდან 20 დღის განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ სწავლის გაგრძელებაზე, შეგვატყობინოთ ამის შესახებ წერილობით და ამ შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი თანხა სრულად გიბრუნდებათ უკან.

წინასწარი ანგარიშსწორებისას (წინასწარ 7 თვის საფასურის სრულად გადაფარვისას ან მთლიანი საფასურის ორ ნაწილად გადახდის შემთხვევაში) თუ თქვენ ნებისმიერ დროს გადაწყვეტთ სწავლის შეწყვეტას, ამის შესახებ გვატყობინებთ წერილობით, მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე. ამ შემთხვევაში გადახდილ თანხას გამოაკლდება განვლილი სასწავლო პერიოდის საფასური (1 თვე 200 ლარი), ხოლო დანარჩენ ტანხა გიბრუნდებათ უკან.

ყოველი მომდევნო თვის საფასურის გადახდა (თვიური ანგარიშსწორებისას) ხდება მიმდინარე თვის 20 რიცხვამდე. მაგ: დეკემბრის საფასურის გადახდა უნდა მოხდეს 20 ნოემბრამდე.

იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო თვის სწავლების საფასურის გადახდა არ მოხდა, თქვენ შეგიწყდებათ წვდომა სასწავლო მასალებზე.

სწავლების საფასურის გადახდა და სწავლის გაგრძელება შეასაძლებელია მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. მაგ: თუ 20 ნოემბრამდე ვერ მოახერხეთ დეკემბრის თვის საფასურის გადახდა, თქვენ შეგიწყდებათ სასწავლო მასალებზე წვდომა. 10 დეკემბრამდე გაქვთ საშუალება გადაფაროთ დეკემბრის თვის საფასური და განაგრძოთ სწავლა.

სწავლების თანხის 10 რიცხვამდე გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი გაირიცხება კურსიდან, აღდგენის შესაძლებლობის გარეშე.

სტუდენტების შეფასებისა და სერტიფიკაციის წესები:
ყოველ გაკვეთილზე სტუდენტებს ეძლევათ საშინაო დავალება, რომლის შესრულება აუცილებელია და რომელიც ფასდება 10 ბალიანი სისტემით. რეკომენდირებულია დავალებების შესრულება გაკვეთილის ჩატარებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.

ყოველი 10 გაკვეთილის შემდეგ სტუდენტებს უტარდებათ შუალედური ჩათვლა/გამოცდა, რომელზეც სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მან წინა პერიოდის 10 გაკვეთილის საშინაო დავალებებში დააგროვა არაუმცირეს 70 ქულისა.

თუ მის მიერ დაგროვილი ქულების რაოდენობა 70-ზე ნაკლებია, ის არ დაიშვება შუალედურ ჩათვლაზე.

მას ექნება საშუალება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში შეასრულებს საშინაო დავალებები და დააგროვოს აუცილებელი ქულების რაოდენობა. მხოლოდ ამ სემთხვევაში ის დაიშვება შუალედურ გამოცდაზე/ჩათვლაზე, რომელიც დაინიშნება ინდივიდუალურად.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტს არ ექნება 3 შუალედური ჩათვლა/გამოცდა ჩაბარებული, ის გაირიცხება პფქს-დან და გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.

ყველა დავალების შესრულებისა და შუალედური ცათვლების წარმატებულად ცაბარების შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება საბოლოო, სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომლის წარმატებით ცაბარების შემდეგ ის მიიღებს პფქს-ს კურსის წარჩინებულად დამტავრების სერტიფიკატს.

მოცემული სერტიფიკატი არ იძლევა სახელხწიფო სტრუქტურებში მუშაობის საშუალებას, მაგრამ თქვენ შეგეძლებათ კერძო ქოუჩ სესიების, ტრენინგების, სემიანრებისა და მასტერ-კლასების ჩატარება.

დავალების დადების წესები:
კოლეგებო მოგესალმებით!

აუცილებელია ბოლომდე წაკითხვა 3-ჯერ!!!

ჩემი თხოვნაა, სრული სერიოზულობით მიუდგეთ საშინაო დავალებების შესრულებას და ასევე მათ აღრიცხვასა და სტრუქტურიზაციას!
იმისათვის, რომ მე შევძლო მათი შემოწმება და შეფასება, აუცილებელია:

1. დაინომროს: გაკვეთილის ნომერი. დავალების ნომერი. ქვენომერი. დავალების ტექსტი
2. ვიდეო დავალების შემთხვევაში მიეთითოს ქოუჩისა და კლიენტის სახელი და გვარი, წერილობითი დავალების შემთხვევაში მიუთითეთ შემსრულებლი (თქვენი სახელი და გვარი).

მაგალითი და შაბლონი:

გაკვეთილი 2. დავალება1:
ოთხი სხვადასხვა ადამაინის ასარკვა მოძრაობებში და სუნთქვაში 15-15 წთ (სულ 4-ჯერ). კეთდება დამოუკიდებლად. შედეგები და შთაბეჭდილებები წერილობით.
შემსრულებელი: ქეთი გორდულავა
აქ იწერება უშუალოდ თქვენი ტექსტი.....

გაკვეთილი 2. დავალება 2-1
15 წთ 2-ჯერ, ორ სხვადასხვა ადამინთან იდეებზე თანაშეწყობა
ქოუჩი: ქეთი გორდულავა
კლიენტი: ანა გაჩეჩილაძე
(ატვირთე ვიდეო)

გაკვეთილი 2. დავალება 2-2
15 წთ 2-ჯერ, ორ სხვადასხვა ადამინთან იდეებზე თანაშეწყობა
ქოუჩი: ქეთი გორდულავა
კლიენტი: მარი მილორავა
(ატვირთე ვიდეო)

გაკვეთილი 2. დავალება 3-1
15 წთ 2-ჯერ, ორ სხვადასხვა ადამინთან ხმაში და საუბრის მანერაში - სპეც ფრაზების შენიშვნა და მათი გამოყენება.
ქოუჩი: ქეთი გორდულავა
კლიენტი: მარი მილორავა
(ატვირთე ვიდეო)

გაკვეთილი 2. დავალება 3-2
15 წთ 2-ჯერ, ორ სხვადასხვა ადამინთან ხმაში და საუბრის მანერაში - სპეც ფრაზების შენიშვნა და მათი გამოყენება.
ქოუჩი: ქეთი გორდულავა
კლიენტი: მარი მილორავა
(ატვირთე ვიდეო)

ჩემი თხოვნაა ეხლავე ჩაასწოროთ თქვენს მიერ დადებული საშინაო დავალებები მოცემული შაბლონის მიხედვით, რომ მე შევძლო მათი შემოწმება, შეფასება და აღრიცხვა.

გახსოვდეთ! აქ სწავლების მიზანია არა მხოლოდ ტექნიკების შესწავლა, არამედ თქვენში წარმატებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, რომელთა შორის ერთ-ერთი პირველებია

რესურსების სწორი აღრიცხვა და სტრუქტურიზაცია!!!


ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
Made on
Tilda