ადამიანები ზედმეტ წონას სხვადასხვა მეთოდებით ებრძვიან. მამაკაცები იწყებენ დაბალკალორიული დიეტით, მიდიან სატრენაჟორო დარბაზებში. ქალები ღებულობენ აბებს და გასახდომ ჩაის, იკეთებენ მასაჟებს და აპარატულ კორექციას. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ამ მეთოდის ეფექტურობა დროებითია (ან სრულიად არაეფექტურია), თუ არ მივიღებთ მხედველობაში ფსიქოლოგიურ ასპექტს, რომელიც, როგორც იტყვიან ,,ისევ ჩვენთან რჩება". |
ითვლება, რომ შიმშილის გრძნობა შეიძლება ,,მოვატყუოთ" ან ,,მოვაბლაგვოთ", თუ დავლევთ 1 ჭიქა წყალს ან შევჭამთ ხილს დ ა.შ., ან თუნდაც „ თავის ხელში აყვანით", მაგრამ ესეც ერთჯერადი მეთოდებია. სამწუხაროდ, ისინი პრობლემას ძირეულად ვერ წყვეტენ. |
როგორც წესი, ადამიანები, რომელთაც აქვთ ზედმეტი წონა, ვერ აცნობიერებენ პრობლემის არსს. პერიოდული დიეტები და მათ შორის ,,მაძღარი" მონაკვეთები უფრო აღრმავებენ პრობლემას და ანადგურებენ ორგანიზმს. პრობლემა კი პრობლემად რჩება! სიმსუქნის დროს პირველი რიგის აუცილებლობას წარმოადგენს პროფესიული ფსიქოანალიზი და ისეთი ფსიქოთერაპიული მეთოდები, როგორიცაა ქცევითი თერაპია, პირადი ფსიქოდინამიკის გახსნა, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი. ფსიქოთერაპია წონის კლების აუცილებელი კომპონენტია, განსაკუთრებით ჩვენს დაძაბულ და დატვირთულ დროს. ის გვეხმარება დიეტების დაცვაში და შედეგის შენარჩუნებაში. |
რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიურ მეთოდთან ერთად უნდა განვიხილოთ დაავადების ორგანული მიზეზები. საჭიროა ექიმის კონსულტაცია, გამოკვლევები დანიშნულების მიხედვით, დიეტები, სხეულის კორექციის აპარატული და ფიზიკური მეთოდები. ასეთი კომპლექსური მიდგომა წონის შედეგიანი კლების გარანტიაა. მის შედეგად ადამიანი თავისუფლდება ზედმეტი კილოგრამებისგან, კომპლექსებისგან, ხდება სტრესმედეგი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, შედეგი ნარჩუნდება! |
და გვიხარია სარკე... და გვიხარია ცხოვრება... ყოველი ჩვენგანი ხომ მთელი სამყაროა ვიწრო გარსში. ისწავლეთ თქვენი სხეულის მოსმენა, გამოიტანეთ სწორი დასკვნები და ჩაერთეთ „სასურველი ტანადობის" სამთვიან პროგრამაში! |