პროგრამის შეძენისას იღებთ ვიდეო ჩანაწერებს სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკებით, საკუთარ თავზე სამუშაოდ.
არსად წასვლა არ არის საჭირო! მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ ჩაერთოთ ჩვენს პროგრამებში!
მთავარია გქონდეთ ინტერნეტი!
მიიღეთ ფსიქოლოგიური დახმარება სახლიდან გაუსვლელად!
„ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრი" - ხელმისაწვდომი ფსიქოლოგია!

პროგრამა „ქალურობის სკოლა: რიგითი ქალიდან ქალღმერთამდე"

პროგრამა „ქალურობის სკოლა: რიგითი ქალიდან ქალღმერთამდე"- ეს არის ფსიქოტექნიკებისა და ენერგეტიკული პრაქტიკებისაგან შედგენილი უნიკალური პროგრამა თქვენი ქალური თვითმყოფადობის, მიმზიდველობის, წარმატებისა და თავდაჯერებულობის აღმოსაჩენად და გასაძლიერებლად.

1
- გსურთ შეისწავლოთ ქალური მიმზიდველობის უნიკალური ტექნიკები; გაეცნოთ გეიშების მომხიბვლელობის საიდუმლოს?!
2
- გაიგოთ, როგორ გახდეთ განუმეორებელი და დაუვიწყარი თქვენი მამაკაცისთვის?!
მაშინ პროგრამა "რიგითი ქალიდან ქალღმერთამდე" თქვენთვის არის!!!

თქვენ გაეცნობით იაპონელი გეიშების მომაჯადოებელ ხელოვნებას, შეიხების ჰარამხანის რჩეული ცოლების სასიყვარულო ტექნიკებს... და კიდევ ბევრ იდუმალებით მოცულ ცოდნას...

გახდებით თავდაჯერებული, მომხიბვლელი, მიმზიდველი, სასურველი ქალი, რომელსაც მამაკაცი არასოდეს მიატოვებს და არ გაცვლის სხვაში... ამიერიდან თქვენ აირჩევთ და თქვენ განასზღვრავთ პირობებს!

მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვა დიდი ფასდაკლებით
ფასი: 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი
ფასდაკლების მიღება შესაძლებელია წინასწარ 50 ლარის გადახდით
და დანარჩენი თანხის გადახდა შეგიძლიათ 2 ოქტომბრის ჩათვლით

პროგრამა დაიწყება 11 ოქტომბერს!
გადახდის ქვითარი გამოგვიგზავნეთ Facebook-ის გვერდზე
პროგრამა შედგება 10 დამოუკიდებელი სემინარისაგან:
„მიიღე შენი ქალურობა?!"
რა იწვევს თანამედროვე ქალში „ქალურობის" დაბლოკვას?

რატომ არ არის ქალურობა 100% გამოვლენილი მასში?

რატომ ხდება, რომ ქალი ირჩევს ქალურობის მხოლოდ ერთ ასპექტს და არის მხოლოდ ან დედა-დიასახლისი, ან კარიერასა და ფინანსებში წარმატებული, ან მარადიული საყვარლელი, ან ინფანტილური პატარა გოგონას როლში?

შესაძლებელია, რომ ერთი ქალი ოთხივე როლს ითავსებდეს და ყოველმხრივ იყოს წარმატებული და არა მხოლოდ ერთი-ორში? თუ „კი" - როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა როლზე გადართვა?

ამ და კიდევ სხვა მრავალ კითხვაზე მიიღებთ პასუხს მოცემულ სემინარზე.

გავაკეთებთ სპეციალურ ტექნიკებს ქალურობის დამბლოკველი ენერგიებისგან გასათავისუფლებლად.
სემინარი: „შეუცდომელი ინტუიცია" სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად
თქვენ გახდებით მძლავრი, კოლოსალური ინტუიციის პატრონი. თქვენ მკაფიოდ და ცხადად დაინახავთ სხვა ადამიანების მიზნებს, წინასწარ გამოიცნობთ მათ მოქმედებებს, რითაც შეძლებთ ბოროტი ინტრიგებისა და ჩანაფიქრებისაგან საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვას. მსგავს უხეშ ენერგეტიკასთან დაკავშირებული სიტუაციები საერთოდ აღარ შეგეხებათ თქვენ. საბოლოოდ კი თავდაჯერებულად შეძლებთ მიზნებისკენ სწრაფვას, ისე, რომ ვერავინ და ვერაფერი გადაგახვევინებთ გზიდან. ყველაზე რთული გადაწყვეტილებებიც კი სწრაფად და სიხარულით მისაღები გახდება თქვენთვის.

შემოგვიერთდით!
„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია?!"
სწორად ქალისა და მამაკაცის როლზე და დანიშნულენაზე ვისაუბრებთ მოცემულ სემინარზე.

- განვიხილავთ ქალში მამაკაცური თვისებების ჩამოყალიბების ფენომენს და ამის გამომწვევ მიზეზებს.

- გაიგებთ თუ რატომ გადაშენდნენ „ნამდვილი მამაკაცები".

- გავაკეთებთ სპეციალურ ტესტს, რომელიც ნათლად დაგანახვებთ თქვენს დამოკიდებულებას მამაკაცების მიმართ.

- სპეციალური მედიტაციის მეშვეობით დავაბალანსებთ ჩვენში ქალისა და მამაკაცის თვისებებს.
„ქალური პლასტიკა - ფლირტის დედოფალი"

ბუნებით ყველა ქალი დაჯილდოვებულია ფლირტის უნარით, მაგრამ ყველას არ შეუძლია მისი გამოვლენა სხვადასხვა შეზღუდვების გამო. ფლირტის გარეშე კი თითქოს ცხოვრებას მარილი აკლიაო...

ამ ჩვენი თანდაყოლილი ნიჭის აღსადგენად და გასაძლიერებლად გავაკეთებთ სპეციალურ სავარჯიშოებსა და ტექნიკებს, რის შედეგადაც:

- გაიზრდება თქვენი ქალური მიმზიდველობა

- გახდებით ქალურად თავდაჯერებული და სასურველი

გაიგებთ, თუ რა იწვევს ქალური მიმზიდველობის დასუსტებასა და გამოლევას და ამის თავიდან აცილების ხერხებს...

საინტერესო შეხვედრა გველის-))
„ენა ტკბილად მოუბარი"
დავეუფლებით სპეციალურ ტექნიკებს საკუთარი ხმის სამართავად.

ხმა მომაჯადოვებელი... მიმზიდველი... იდუმალებით აღსავსე... მისი პატრონი ყოველთვის ინტერესს იწვევს...

- გინდა შეისწავლო ტექნიკები შენი ხმის მიმზიდველობის გასაძლიერებლად?

- გინდა იცოდე, როგორ მიიტანო ინფორმაცია მსმენელის გონებამდე, ისე, რომ მას გაკრიტიკების სურვილი არ გაუჩნდეს?

- გინდა შესძინო შენს სიტყვებს დამაჯერებლობა, სექსუალურობა, ხალისი, წონა და ფასი?

შემოგვიერთდი სემინარზე „ენა ტკბილად მოუბარი"!
„მამაკაცების მაგნიტი" - აფროდიტეს გასაღები
ქალები სულ უფრო ხშირად წუწუნებენ, რომ სიყვარული არ არსებობს, რომ ვერ ხვდებიან შესაფერის ადამიანს ცხოვრებაში, რომ ნამდვილი, წრფელი გრძნობები გადაიქცა ბანალურობად და მამაკაცები აღარ არიან ის რაინდები, რომლებსაც იძულების გარეშე შეუძლიათ მამაკაცური საქმეების კეთება. ეს სევდის მომგვრელია...
ჩვენ ყველაფერს ვიწყებთ ჩვენი თავიდან.
ამიტომ მე თავს უფლებას მივცემ გკითხოთ:

1
თქვენ ნამდვილად სავსე ხართ იმ სიამოვნებით, რაც მამაკაცს იზიდავს?
2
თქვენ აფრქვევთ ბედნიერების სურნელს, ათბობთ მზრუნველობით და იზიდავთ სიმსუბუქით?
3
ხართ თუ არა მამაკაცის თვალისა და ფიქრისთვის სიამოვნების მომგვრელი?
4
იმდენი ენერგია გაქვთ, რომ თქვენი თვალები სიხარულისგან ანათებენ ?
5
შეგიძიათ გულწრფელი აღფრთოვანება თქვენი მამაკაცით? (თუნდაც ის სანტექნიკოსი იყოს)
6
მადლიერი ხართ თუ არა მამაკაცის ყურადღებისთვის, როგორც პატარა ბავშვი?
7
მამაკაცის გვერდით პატარა გოგონასავით ხართ და იკარგებით მასში?
8
ენდობით თუ არა მამაკაცს და ანდობთ მას ყველა მამაკაცურ საქმეს?
9
თქვენი სულიერი სიყვარულის სასმისი სავსეა და მზად ხართ ის გაუნაწილოთ თქვენს საუკეთესო, ძლიერ, შესაფერის მამაკაცს?
თქვენს ცხოვრებაში ეს ყველაფერი ასეა?

საქმე იმაშია, რომ ქალის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია იმასთან, არის თუ არა მის ცხოვრებაში სწორედ ის მამაკაცი, რომელიც მას სჭირდება.

როგორც კი თქვენი შინაგანი ქალღმერთი სავსე იქნება სიყვარულით- თქვენ შეამჩნევთ, როგორ შემოვლენ მამაკაცები თქვენს ცხოვრებაში და ზრუნვით მოგაქცევენ საკუთარ მკლავებში.

მამაკაცი ხომ ბუნებით მონადირეა და მისი ხაფანგი ყოველთვის იქ იქნება

- სადაც მას სასურველი ქალი ელოდება.
- სადაც დააფასებენ მის დიად საქმეებს.
- სადაც თავისუფალია ადგილი მისი წინსვლისთვის.
- სადაც მისით აღფრთოვანდებიან და უყვართ.
- სადაც ის გამარჯვებულია, მის გვერდით კი ყველაზე საუკეთესო ქალია, მისი დედოფალი და ქალღმერთი.
სემინარზე თქვენ გაიგებთ
1
რატომ ხდება შეყვარებული ქალი მამაკაცზე დამოკიდებული?
2
როგორ გავთავისუფლდეთ ამ დამოკიდებულებისგან?!
3
როგორ დავიცვათ თავი კონკურენტი ქალებისგან?
4
როგორ შევინარჩუნოთ მომხიბვლელობა და მიმზიდველობა მრავალი წელი?
„გეიშების საიდუმლო"
ვინ არის ის გეიშა? რაშია მისი ძალა? ძალა, რომელსაც პოემებს უძღვნიან და რომელიც მიუწვდომელია როგორც ცისარტყელა?

- როგორ უნდა დავიკავოთ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში? ყველაფერი ვიცით თუ არა ჩვენი სხეულის შესახებ?

- რისი ხილვა სურთ ჩვენში მამაკაცებს?

- განსაკუთრებული რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვიყოთ ბედნიერები მამაკაცთან?
ქალს შეუძლია გახდეს სინაზისა და სიყვარულის უნაპირო ოკეანე, რათა მამაკაცს ისევ და ისევ უნდოდეს მასში გადაშვება. თუ თქვენ ოკეანე ხართ ყოველთვის შეძლებთ იყოთ განსხვავებული და საინტერესო თქვენი პარტნიორისთვის.
სემინარი დაფუძნებულია უძველეს ცოდნასა და სიბრძნეზე, რომელიც მოპოვებულია აღმოსავლეთის უძველესი მასწავლებლებისგან. ის შექმნილია სპეციალურად ქალებისთვის, რომლებსაც სურთ იყვნენ ბედნიერნი.
ნება მიეცით საკუთარ თავს გახსნათ ქალური საწყისები, გამოიყენეთ მისი ძლიერი მხარეები, რათა მიიზიდოთ სიყვარული, იღბალი და ჰარმონია, რათა თქვენს საყვარელ ადამიანს მხოლოდ თქვენთან სურდეს ყოფნა.
„დედოფალი. თავისუფლების ძალაუფლება"
ქალი ბრწყინვალე, შესანიშნავი, სექსუალური, მიმზიდველია...

ქალი რომელიც მამაკაცის სიზმრიდანაა, ყოველ მოძრაობაში შეიმჩნევა სრულყოფილება, ყოველ გამოხედვაში, მის მოქმედებებში...

ასეთი ქალი სამოთხეა იმ მამაკაცისთვის, ვინც აღმოჩნდება მისი შესაფერისი.
დედოფლის ძალაუფლება არის სიყვარული საკუთარი თავის მიმართ.

რას ნიშნავს იყო დედოფალი შენი მამაკაცისთვის, ხოლო შენი სამყარო გადააქციო სამეფოდ?
ქალი-დედა-ქალღმერთი-დედოფალი-ეს ბუნებრივი ქალური მდგომარეობებია. სწორედ მდგომარეობა „დედოფალი" საჭიროებს ყველაზე მეტად განვითარებას. რადგან ბავშობიდან მოყოლებული ხშირად ხდება სწორედ ამ მდგომარეობის ჩახშობა.
პირველ რიგში დედებისგან, რომლებიც თავად არ გრძნობენ თავს დედოფლებად და მომავალ გოგონაზე ზრუნვისას ასწავლიან მას თვითგადარჩენისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს, მაგრამ ავიწყდებათ დედოფლის მანერების სწავლა.
მეორე რიგში კი რა თქმა უნდა მამების მიერ. რადგან მამასთან ურთიერთობა, მისგან წამოსული სითბო და მზრუნველობა, გათამამება წარმოშობს პატარა პრინცესიდან დედოფალს. იმისთვის, რომ გოგონას შესაფერისი საქმრო შეხვდეს, ხელის გულზე ატაროს და ზრუნავდეს, მამამ ბავშვობიდანვე უნდა გაანებივროს გოგონა. ამიტომ თუკი ბავშვობიდანვე ეს თვისება ჩახშული იყო, ახლავე საჭიროა მისი განვითარება.
დედოფალი-ეს არის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია ქალის ღირსების გრძნობასთან, თავდაჯერებულობასთან.
მისი განვითარება შესაძლებელია პრაქტიკების დახმარებით.
ისეთი პრაქტიკები, რომლებიც ამაღლებს თავდაჯერებას, გარკვეული უნარების განვითარებით და არა მხოლოდ ეს...
გიწვევთ ამ მდგომარეობის მისაღწევად სემინარზე:
„დედოფალი-თავისუფლების ძალაუფლება"
ამ სემინარზე თქვენ :

გაიგებთ როგორ უნდა გახდეთ ისეთი ქალი, რომლის გამოც მამაკაცები გმირობებს სჩადიან, ისეთი, რომლის გამოც მამაკაცი შეიცვლება და რომელსაც ქედს მოუხრის!

ეს ტრენინგი გეხმარებათ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეძენაში, გათავისუფლდებით არასასურველი ფიქრებისგან, სხვების შეხედულებებისგან. თქვენ შეძლებთ ურთიერთობებისა და საქმეების ხელახლა დაწყებას, ისე რომ არ მიაქცევთ ყურადღებას ძველ წარუმატებლობებს და იმედგაცრუებებს. თქვენ შეძლებთ საკუთარი დანიშნულების პოვნას, სიმამაცის შეძენას, რათა მიჰყვეთ თქვენს მიზნებს.

შეძენა 50 ლარად
„ქალი - ენერგიის წყარო"
რითი განსხვავდება მიმზიდველი ქალი ყველა დანარჩენი ქალისგან? გარეგნობა, ინტელექტი, მეტყველების მანერა, საუბარი, ხმა, სიარულის მანერა, ჩაცმის სტილი, მაკიაჟი, სუნამო, პლასტიკური ქირურგია? ამ ჩამონათვალიდან რომელის გამოყენება ღირს ჩვეულებრივი ქალისთვის რათა გახდეს მიმზიდველი?
ეს ყველაფერი არ იმუშავებს და არ გამოდგება ერთი საიდუმლოს გარეშე... ეს არის ენერგიის ფლობის ხელოვნება! მიმზიდველი ქალები ინტუიტიურად ეხმატკბილებიან სამყაროს ენერგიას. ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ თავისთავად და მარტივად მოდის, ყველანაირი მსხვერპლისა და ენერგეტიკული ხარჯის გარეშე მათი მხრიდან.
ჩვენი სხეული ენერგიის ჭურჭელია. თუ ენერგეტიკული ტევადობა ჭურჭელს არც ისე დიდი აქვს, თქვენი ენერგეტიკული მაგნიტი არასწორადაა მომართული ბევრის მიზიდვას ვერ შეძლებთ. რამდენიმე მამაკაცს მოაჯადოვებთ, ცოტაოდენ ფულს და მატერიალურ სიკეთეებს მიიზიდავთ...

რა შეიძლება გავაკეთოთ რათა ჩვენს მიზიდულობის არეალში მუდამ იყვნენ კაცები, ფული ? რომ თქვენი ცხოვრება იყოს მსუბუქი და სავსე ?

უნდა გადააქციოთ თქვენი სხეული მძლავრ ენერგეტიკულ მაგნიტად, რომელიც თავად გააკეთებს თავის საქმეს.

იცით თუ არა, რომ საუკეთესო და ისტორიაში ცნობილი საყვარლები არ გამოირჩეოდნენ საუცხოო გარეგნობით? ამის მიუხედავად ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი და ძლიერი მამაკაცები სწორედ მათ ირჩევდნენ ლამაზმანების ზღვაში...

ქალები , რომლებსაც აქვთ მიზიდულობის ძალა, აღძრავენ ვნებას, იზიდავენ თავისკენ დიდი ძალით. რა არის ეს აუხსნელი ძალა რომელიც იმონებს და იზიდავს მამაკაცებს? რა აიძულებდა მათ გამხდარიყვნენ მორიდებულები და უსუსურები ამ ქალბატონების წინაშე? ეს არის სწორედ ის მაგნიტი, რომელიც სწორად არის მიმართული, რითიც იზიდავს მამაკაცებს ფულს და სხვა სიკეთეებს. ძალიან ცოტა ქალს გააჩნია ეს ენერგია ბუნებისგან, ნებისმიერ კულტურაში ამას აღიქვამდნენ როგორც ბუნების საჩუქარს.
1
ჩვენ გაგვიმართლა, რადგან ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ყველაფერი დაფარული ცხადი ხდება. პრაქტიკები, რომლებიც ქალს აძლევდნენ ქალურ ძალას და ბედ-იღბალს საიდუმლოდ არსებობს უკვე ათასწლეულების განმავლობაში... მაგრამ ახლა ის ჩვეულებრივი ქალებისთვისაც ხელმისაწვდომია...
2
ამის გამო კი მას ფასი სულაც არ ეკარგება, ეს დღემდე ძვირადღირებული სიამოვნებაა რჩეულთათვის...თუკი დაეუფლებით ერთ-ერთ შესანიშნავ ტექნიკას სემინარზე „ქალი - ენერგიის წყარო".
3
ეს პრაქტიკა საშუალებას მოგცემთ გაზარდოთ ენერგეტიკული ჭურჭლის ტევადობა, სწორად მიმართოთ მაგნიტი, მიიზიდოთ ფული, მატერიალური სიუხვეს, მამაკაცები, ბედი. მასტერ კლასის შემდეგ ეს სავსე მაგნიტი თქვენს ხელთ იქნება, შეგეძლებათ მხოლოდ ჩართოთ ის და დატკბეთ ეფექტით!
4
მხოლოდ ერთი თხოვნა და გაფრთხილება მექნება თქვენთან! მაგნიტი მიიზიდავს ყველაფერს, ამიტომ დააკვირდით და მხოლოდ კარგი და საუკეთესო ვარიანტები ისურვეთ!
„მინდა! მინდა საჩუქრები!"
მოდით ვისაუბროთ საჩუქრებზე, რომლებსაც მამაკაცები გვჩუქნიან. სიყვარულითა და მონდომებით არჩევენ ამ საოცრებებს და ამას მხოლოდ ჩვენი აღფრთოვანებული სახის გამომეტყველებისთვის აკეთებენ.
ან შესაძლოა :
თქვენ არც ისე მონდომებით გჩუქნიან საჩუქრებს ან საერთოდ არ გჩუქნიან მათ.
მამაკაცები საერთოდ გაფუჭდნენ.
თქვენ შეეგუეთ და უკვე თვითონ ყიდულობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ.
საჩუქრები თქვენთვის მთავარი არაა და არც რაიმეს მაჩვენებელია.
თქვენ გრცხვენიათ და არაკომფორტულად გრძნობთ თავს საჩუქრის მიღებისას.
ფიქრობთ, რომ საჩუქრის შემდეგ თქვენც ვალდებული ხართ რაიმე აჩუქოთ.
თქვენ გსურთ საჩუქრების მიღება, მაგრამ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს ძალდაუტანებლად, ქალურად და მსუბუქად.
ჩვენ უბრალოდ საერთოდ არაფერი ვიცით საჩუქრის ბუნების შესახებ.
საჩუქარი ეს არის სიმბოლო, ინსტრუმენტი, რათა მამაკაცმა გამოხატოს საკუთარი გრძნობები, ემოციები და სიტყვები. ამიტომ საჩუქარი არ საჭიროებს სამაგიეროს, მამაკაცს სურს დაგანახოთ მისი მადლიერება, სიყვარული, პატივისცემა, აღფრთოვანება ან მეგობრობა, ამის სანაცვლოდ კი არაფერს ელის. ეს ყველაფერი სწორედ მისთვისვეა უმნიშვნელოვანესი. თუკი ქალი დაარღვევს ამ ენერგიას მამაკაცი ნელ ნელა წყვეტს საჩუქრების ჩუქებას. მამაკაცები ვერც კი ხვდებიან, რომ ეს ჩვენ შთავაგონებთ და ჩვენ ვართ მათი საჩუქრების, კომპლიმენტებისა და აღფრთოვანებული მზერების მუზა. ეს არის საჩუქრის დაფარული და ღრმა აზრი. როდესაც მამაკაცი მოდის თქვენთან საჩუქრით, რომელიც სულითა და გულითა აქვს შერჩეული, თქვენ ის მადლიერებით უნდა მიიღოთ. ამით მამაკაცს აფრთიანებთ, თავს ღმერთად აგრძნობინებთ, ის თავდაჯერებული და ძლიერი გახდება, იგრძნობს, რომ საუკეთესო და ერთადერთია. ის ვერ იაზრებს ამას, მაგრამ სწორედ თქვენი მიღების უნარი და ენერგია აძლევს მას წინსვლის შესაძლებლობას, რათა მან კიდევ უფრო მეტი მოიპოვოს.
ისწავლეთ მამაკაცის შთაგონება საჩუქრების ჩუქებისთვის და თქვენ:
1
იგრძნობთ თავს ერთადერთად და მიმზიდველ ქალად.
2
თქვენი მამაკაცი აღარ იწვება დივანზე უსაქმურობისგან.
3
თქვენი სახლი სავსე იქნება დღესასწაულით.
4
თქვენ დაივიწყებთ რას ნიშნავს მამაკაცის შენარჩუნებისთვის ბრძოლა და მისი დაკარგვის შიში.
5
თქვენი ქალური ენერგია მოგცემთ უფლებას იყოთ მუდამ ქალური, ისეთი, ვისაც მამაკაცი თვალს ვერ მოსწყვეტს და საჩუქრებით ანებივრებს.
6
თქვენ მიიღებთ ტექნიკებს, რომლებიც გახსნის თქვენში ქალურ საწყისებს.
7
მამაკაცი მთლიანად გადაეშვება ურთიერთობაში და დააფასებს მას.
შეწყვიტეთ მამაკაცის ადგილის დაკავება! ნება მიეცით მამაკაცს აირჩიოს: გაჩუქოთ საჩუქრები, ყვავილები, კოცნებით აგავსოთ... რა რაოდენობით და სიხშირით გააკეთოს ეს. და თქვენ აღარ მოგიწევთ მძიმე მუშაობა, პრინცის ძიება და მარტოსულობისგან ტირილი!
მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვა დიდი ფასდაკლებით
ფასი: 500 ლარის ნაცვლად 250 ლარი
ფასდაკლების მიღება შესაძლებელია წინასწარ 50 ლარის გადახდით
და დანარჩენი თანხის გადახდა შეგიძლიათ 2 ოქტომბრის ჩათვლით

პროგრამა დაიწყება 11 ოქტომბერს!
გადახდის ქვითარი გამოგვიგზავნეთ Facebook-ის გვერდზე და მიიღეთ პროგრამა
ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
Made on
Tilda