პროგრამა:

„სასურველი ტანადობა"








პროგრამის აღწერა
1. ფსიქოლოგიური მიზეზების აღმოჩენა და განეიტრალება;
ამ მიზეზებს ჩვენ აღმოვაჩენთ და გავანეიტრალებთ პირად კონსულტაციებზე და ჯგუფურ სესიებზე ფსიქოლოგის დახმარებით.

პროგრამით გათვალისწინებულია
12 (ხანგრძლივობა 1 საათი) პირადი კონსულტაცია
და 6 ჯგუფური ერთდღიანი (ხანგრძლივობა 8 საათი) სესია.

2. ფიზიკური მდგომარეობის გამოკვლევა, რომ ვიცოდეთ არის თუ არა ჰორმონალური ან სხვა დარღვევები ორგანიზმში;

თქვენ ჩაიტარებთ სათანადო გამოკვლევებს, ორგანიზმის მდგომარეობის დასადგენად (გამოკვლევებს გინიშნავთ ჩვენი ექიმი, იტარებთ დამოუკიდებლად).

3. კვებითი ჩვევების გაანალიზება და დარეგულირება (სწორი რაციონი; დიეტა).

ექიმისა და ფსიქოლოგის დახმარებით გაანალიზდება თქვენი კვებითი ქცევა. ამის შემდეგ თქვენ მიიღებთ:

- რეკომენდაციებს სწორი კვებითი ჩვევების ჩამოსაყალიბებლად,

- სპეციალურად თქვენთვის შერჩეულ დიეტებს თქვენი ასაკის, ზოდიაქოს, სისხლის ჯგუფისა და საყვარელი პროდუქტების გათვალისწინებით.
4. ფიზიკური აქტივობა, აქტიურ ცხოვრების წესზე გადასვლა (მოძრაობა, ვარჯიში)
თქვენ მოგეცემათ ფიზიკური დატვირთვები და სავარჯიშოები (თქვენი ასაკის, წონის და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით). რომელთა შესრულება აუცილებელი იქნება და შემოწმდება ჩვენს მიერ (ვიდეოს ჩაიწერთ და გადმოგვიგზავნით).
5. სხეულის საკორექციო პროცედურები (მასაჟი, აპარატული კორეკცია და სხვა), იმისთვის რომ მოხდეს სასურველი ტანადობის ჩამოყალიბება და არა უბრალოდ ცხიმის ჩამოდნობა და კანის მომჩვარვა;
სხეულის საკორექციო ცენტრი „Body Care"-ში ჩაგიტარდებათ 30 საკორექციო სეანსი. თითოული სეანსი მოიცავს 2-3 პროცედურას: ლიმფოდრენაჟული მასაჟი, თაფლის მასაჟი, წყალქვეშა მასაჟი, იოგა მასაჟი, ბრაზილიური მასაჟი; ვაკუუმით მასაჟი; სარელაქსაციო მასაჟები ცხელი ქვებით, შოკილადით; პილინგი; საუნა; პრესოთერაპია, კავიტაცია, ამპლიპულსი და სხვა.

ყოველივე ამის შედეგადა ლამაზი სხეულის ჩამოყალიბება გარდაუვალია!

გაქრება ცელულიტი, გამკვრივდება და გაჯანსაღდება კანი, დაგიბრუნდებათ ახალგაზრა და მოხდენილი სხეული!

6. „თაიმ მენეჯმენტი"
იმისთვის რომ მიიღო სასურველი ტანადობა საჭიროა დრო. თანამედროვე ადამიანს მუდამ არ ყოფნის დრო: სამსახური, სახლი, უამრავი საზრუნავი და საქმე... მუდამ სადრაც გვეჩქარება და ამ „სირბილში" ვკარგავთ მთავარს - ჩვენს ჯანმრთელობას!

ისმის კითხვა: „თუკი არ ზრუნავ საკუთარ სხეულზე, მაშ სად აპირებ ცხოვრებას?!".



თანამედროვე ქოუჩინგის მეთოდების დახმარებით თქვენ გაანალიზებთ და „დაალაგებთ" თქვენი გრაფიკს ისე, რომ ყველაფერი მნიშვნელოვანისთვის გექნებათ დრო!

და რაც მთავარია თქვენ გაგიჩნდებათ დრო საკუთარი თავისა და ჯანმრთელობისთვის!

7. მაღალი მოტივაცია;
ფსიქოლოგის დახმარებით თქვენ მოიხსნით შინაგან წინააღმდეგობებს, აღარ გექნებათ ე.წ. „თვითსაბოტაჟი" (საკუთარი მიზნების მიმართ ფარული წინააღმდეგობა) და „პროკრესტინაცია" (მნიშვნელოვანი, აუცილებელი საქმეების მუდმივი გადადება, გადავადება).

შეიქმნით მაღალ მოტივაციას!

8. თანამოაზროვნეები;
თქვენ იქნებით ჩართული ჯგუფში, სადაც ყველას ერთი და იგივე მიზანია აქვს - ზედმეტი წონის დაკლება და სასურველი ტანადობის მიღწევა! ვერც კი წარმოიდგენთ, რაოდენ მნიშვნელოვანია თანამოზაროვნეთა მხარდაჭერა!

გუნდში მიზნები ხომ გაცილებით უფრო სწრაფად მიიღწევა!

9. რეგულარულობა და მიზანდასახულობა;
მუდმივად შემოწმდება თქვენს მიერ შესრულებული დავალებები! პროგრამის ფარგლებში თქვენ ვალდებული იქნებით ყოველდღიურად აიწონოთ და მოგვაწოდოთ ფოტო, ასევე აუცილებელი იქნება ყოველდღიურად ფიზიკური ვარჯიშების გადაღება და ვიდეოს მოწოდება ჩვენთვის, ზარმაცობა და უმექმედობა, რაც საკუთარ თავთან გაგდიოდათ, აღარ გაგივათ-)! ასევე მოხდება თქვენი სხეულის მოცულობების გაზომვა 2 კვირაში ერთხელ.

დავალებების არშესრულების შემთხვევაში თქვენ გაირიცხებით პროგრამიდან

10. ნებისყოფა დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად!
თავად გაგიკვირდებათ თქვენი ნებისყოფა! ფსიქოლოგიური დახმარების შედეგად არა მხოლოდ სასურველი ტანადობა, არამედ ძლიერი ნებისყოფა, მიზანდასახულობა და შეუპოვრობაც ჩამოგიყალიბდებათ!

გაიზრდება თქვენი ოპტიმიზმი, ენერგიულობა, შრომისუნარიანობა და სიცოცხლით ტკბობა!

ჯერ კიდევ მერყეობთ, ჩაერთოთ თუ არა პროგრამაში? როდემდე უნდა გადასდოთ თქვენი ცხოვრება, ჯანმრთელობა და სილამაზე სამომავლოდ?! როდის დადგება „ის ორშაბათი", როდესაც საკუთარი თავისა და საკუთარი სიცოცხლისთვის მოიცლით?!

ჩვენ გეტყვით: უკვე დადგა!
იმოქმედე!
შენი ცხოვრება, სილამაზე და ჯანმრთელობა შენს ხელშია!


გთავაზობთ მომსახურების სამ პაკეტს:
შესაძლებელია განვადება.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია
პლატინა და გოლდ პაკეტი ერთად - მაქსიმუმ 15 მონაწილე,
ვერცხლის პაკეტი - მაქსიმუმ 20 მონაწილე

Made on
Tilda