მეტაფორია,
ფსიქოთერაპიული თამაში, რომელსაც გამოვყავართ ცხოვრებისეული ჩიხიდან
ფსიქოთერაპიული თამაში „მეტაფორია" ქმნის არაფორმალურ, მეგობრულ და ხალისიან ატმოსფეროს, რაც ხელს გვიწყობს მოვახდინოთ მრავალი შინაგანი აღმოჩენა, ურთიერთმხარდაჭრის გარემოში.
„მეტაფორია" ეს არის პროფესიონალური ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება ადამიანებს გამოვიდნენ ცხოვრებისეული ჩიხიდან და შეცვალონ დამოკიდებულება ცხოვრების იმ სფეროს მიმართ, რომელსაც არადამაკმაყოფილებლად თვლიან.
„მეტაფორია" გეხმარებათ პრობლემა/მოსაგვარებელი საკითხი გარდაქმნათ სიმბოლოდ, ნახატად, მეტაფორად და შემდეგ წამყვანის, მოთამაშეებისა და განუმეორებელი აურის მეშვეობით მოახდინოთ საკუთარი სულის კუთხე-კუნჭულების დათვალიერება და თქვენი მეტაფორის გარდაქმნა.
როგორ ტარდება თამაში?

მოცემული თამაში ტარდება ონლაინ, ერთად იკრიბება რამოდენიმე ადამიანი, ხშირად სულ სხვადასხვა ქალაქებიდან, ერთ ვირტუალურ სივრცეში (სკაიპში).

თამაშის დაწყებიდან სულ რაღაც 30 წუთში ჯგუფში იქმნება ისეთი ატმოსფერო, თითქოს ამ ადამიანებს დიდი ხანია იცნობ. თითქოს ისინი შენი ბავშვობის მეგობრები და ძალიან ახლობლები არიან.
და სულ რაღაც 4-5 საათში დაუკმაყოფილებლობის გრძნობას ჩაანაცვლებს შთაგონება!
თქვენ აღმოაჩენთ შინაგან ძალას და მიიღებთ ენერგიას მიზნის მისაღწევად.
ღიმილით, თამაშ-თამაშში გადაწყვეტთ დიდი ხნის პრობლემას!
ასევე თამაშის შემდგომ 21 დღის განმავლობაში მოგეცემათ საშუალება გაამყაროთ და განახორციელოთ მიღებული შედეგი.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასწაული ხდება! რაღაც ძალზედ მნიშვნელოვანი და ფასეული, რაც დიდი ხანია მივიწყებულია, გაიხსნება შენთვის და დაგიწყებს საუბარს გასაგებ ენაზე! ამას მოჰყვება ძალიან ლამაზი, მნიშვნელოვანი პროცესები, რომელსიც საბოლოო ჯამში მიგიყვანს შენი საკითხის მოგვარებამდე!
თამაშში შესაძლებელია ჩაერთოს 3-6 ადამიანი. თამაშისას მიმდინარეობს სერიოზული, ტრანსფორმაციული, ფსიქოთერაპიული მუშაობა. ძალიან ხშირად მიღებული შედეგი ბევრად აღემატება მოლოდინს. ეს ხდება იმიტომ, რომ მონაწილეები თავისი ენერგეტიკით ერთმანეთს აძლიერებენ.
მეტაფორია თქვენი პრობლემების მოგვარების ახალი გზაა.
შედეგი გარანტირებულია, თუ ვერ მიიღებთ შედეგს თანხას უკან დაგიბრუნებთ!

აი რას მოგცემთ მეტაფორია:
განთავისუფლდებით, თქვენს პრობლემასთან და საკითხთან დაკავშირებული დისკომფორტისგან;
დაინახავთ გამოსავალს და დაისახავთ სტრატეგიას სასურველი შედეგის მისაღებად;
აღმოაჩენთ და შეიგრძნობთ შინაგან ძალასა და რესურსებს მიღებული შედეგის განსახორციელებლად;
გაიაზრებთ და აღმოაჩენთ თქვენს რეალურ სიღრმისეულ ფასეულობებს..
ასევე თამაშის შემდეგ მომდევნო 21 დღე ინგა ბლესსისგან მიიღებთ სპეციალურ ვიდეო ტექნიკებს შედეგის განსამტკიცებლად.
თამაშში გამოიყენება არტ თერაპიიის, ქოუჩინგისა და ფსიქოთერაპიის მეთოდები.
ხატვა გვაძლევს საშუალებას, გამოვიყენოთ ჩვენი აბსტრაქტული აზროვნება და პირველადმა მეტაფორამ ქვეცნობიერ დონეზე განიცადოს ტრანსფორმაცია. თავდაპირველი მეტაფორა (ნახატი), რომელიც პრობლემას გამოხატავდა და აღნიშნავდა, თამაშის განმავლობაში გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, იღებთ წარმოუდგენლად რესურსულ, სიძლიერით აღსავსე მეტაფორას, რომელსაც ახალ შედეგებამდე მიყავხართ!
თამაშის მსვლელობისას თქვენ იღებთ როგორც თამაშის ოპერატორის/წამყვანისაგან, ასევე მოთამაშეებისგან უკუკავშირს და მხარდაჭერას.
თამაშის ავტორი:
უახლოესი თამაში ჩატარდება:

თარიღი:
წამყვანი:
ხანგრძლივობა: 5სთ
მიმდინარეობა: ონლაინ-ინტერნეტის მეშვეობით
საჭირო ნივთები:
ფერადი ფანქრები და თაბახის ფურცლები (ზომა სურვილისამებრ)
ინგა ბლესსი
მიმდინარეობს 50-%-იანი ფასდაკლება!!!
ერთი 5 საათიანი თამაშისა და 21 დღიანი ვიდეო-მხარდაჭერის
ფასია 100 ლარის ნაცვლად 50ლარი

სულ 6 ადგილია
თამაშის წამყვანები საქართველოში:
ინგა ბლესსი
ფსიქოლოგი, ფსიქტოთერაპევტი, პერსონალური ქოუჩი
ანა ბულბულაშვილი
ანა გაჩეჩილაძე
ეკა გიგაური
მანანა გოგიშვილი
ლელა დალაქიშვილი
ანა ვეფხვაძე
თეონა თათელაძე
მარიამ იველაშვილი
ანა კვანტრიშვილი
მაკა ლელაძე
ლელა ნიკოლაიშვილი
ელენე ჩხუბიანი
შეძენილი პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და ჩაერთეთ

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი
+995 568 88 77 77
ელ-ფოსტა:
info@ingabless.com
ingabless7@gmail.com
ვებ-გვერდი:
Made on
Tilda