უძლიერესი 7 დღიანი ცოცხალი ტრენინგი ცხოვრების გასაუმჯობესებლად


"მაქსიმალური სიცოცხლე-MAXსი"
1-8 სექტემბერი
Close
იმისთვის:
- რომ იპოვო საკუთარი თავი,
- იცხოვრო სავსე ცხოვრებით,
- აკეთო ის, რაც გინდა, რაც სიამოვნებასა და სიხარულს განიჭებს,
- რომ დაიბრუნო ბედნიერება და სიხარული

სულ რაღაც 7 დღეში!
MAXსი-ს შემდეგ არ გექნებათ „უკუსვლა"- ძველ, ნეგატიურ მდგომარეობას აღარასოდეს დაუბრუნდებით, ვინაიდან MAXსი ამ ნეგატივის გამომწვევ მიზეზსა და ფესვს მოგაშორებთ - გასწავლით თქვენი შინაგანი ხმის, თქვენი სულის მოსმენასა და გაგონებას, მასთან ჰარმონიაში ყოფნას და საკუთარ გულისწადილისთანახმად მოქმედებას.
აღიდგენთ კონტაქტს საკუთარ გულთან, სულთან, სხეულთან, ინტუიციასთან, შინაგან ბავშვთან - სამწუხაროდ, თანამედროვე ადამიანები გადარჩენისათვის ბრძოლაში სრულიად ივიწყებენ ამ კონტაქტის აუცილებლობას... მის გარეშე კი ბედნიერება წარმოუდგენელია...
გადარჩენა - კი,
ფულის შოვნა - კი...
ბედნიერება - არა!
MAXსი-ს მეშვეობით აღმოაჩენთ და გააღვივებთ თქვენს პოტენციალს და გაიუმჯობესებთ ცხოვრებას ყველა სფეროში : მეტი ფული, უკეთესი ურთიერთობები, სიყვარული, სექსი, მეტი ბედნიერება და ჯანმრთელობა!
MAXსი სამუდამოდ აუმჯობესებს ცხოვრებას!
თუ:
- თქვენს მიზნებსა და ოცნებებს არა და არ ეღირსა განხორციელება;
- თქვენ მიაღწიეთ ფინანსურ „ჭერს"- გინდათ შემოსავლების გაზრდა, მაგრამ ვერ ახერხებთ, თითქოს რაღაცა უხილავ ზღვარს მიადექით და მას იქით ვეღარ მიდიხართ;
- გღალატობთ ჯანმრთელობა;
- დიდი ხანია არ გიგრძვნიათ აღმაფრენა, მუცელში პეპლები და ზურგს უკან ფრთები;
- თქვენმა ცხოვრებამ მჩქეფარება დაკარგა და შედგება მხოლოდ მოძულებული სამსახურისა და სახლში უღიმღამოდ დაბრუნებისგან;
- არაფერი გახარებთ, თქვენი მიღწევებიც კი არ გმატებთ ხალისს და მოტივაციას
მაშინ ტრენინგი MAXსი სწორად თქვენთვისაა!
MAXსი-ს გავლის შემდეგ:
-მოგცილდებათ შფოთვა და შიშები, დაგეუფლებათ სიმსუბუქე და სიმშვიდე;
-მოიპოვებთ შინაგან წონასწორობას;
-თავდაჯერებულად მიემართებით თქვენი მიზნებისკენ;
-ფულს შოულობთ სწრაფად და მარტივად, შემოსავალი გაიზრდება ორჯერ და უფრო მეტჯერ;
-დილით დასვენებული და მხნე იღვიძებთ;
ხშირად იცინით და იღიმით;
-ცხოვრობთ ბედნიერი, ჰარმონიითა და სიხარულით აღსავსე ცხოვრებით!

რას მიიღებთ
MAXსი-სგან?
თქვენი შედეგები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მონდომობაზე, ცვლილებებისთვის მზაობაზე, იმაზე, თუ რამდენად ხარისხიანად შეასრულებთ საშინაო დავალებებს და ტექნიკებს.

MAXსი ჯადოსნური აბი არ გეგონოთ, რომელიც თქვენი ძალისხმევის გარეშე თქვენს პრობლემებს მოაგვარებს! მაგრამ ამ ტრენინგის სახით თქვენ გეძლევათ დიდი შანსი მოკლე დროში მოიპოვოთ შინაგანი თავისუფლება და აიმაღლოთ სასიცოცხლო ენერგია: მოიცილოთ ნეგატიური პროგრამები და ბლოკები... და...
- ცხოვრება დალაგდება... ყველაფერი გამოგივათ...
- მისწავლით თქვენი პოტენციალის 100 % ით გამოყენებას!
- იღბალს „ჩართავთ"!
- დილით დაქოქოლივით წამოხტებით ახალი თავგადასავლების, აღმოჩენებისა და მიღწევებისთვის.
- დაიწყებთ თქვენი საოცნებო ცხოვრებით ცხოვრებას!
MAXსი - ეს არის ნახტომი ცხოვრების ახალ საფეხურზე, რომელსაც თქვენ სულ რაღაც
7 დღეში გააკეთებთ!
კარიერა და ფული:
მოაგვარებთ ფინანსურ საკითხებს. ფული მარტივად და სწრაფად მოვა თქვენთან, ისწავლით ფულთან მოპყრობას, სამუშაოდან მეტი სიამოვნების მიღებას. იქ სადაც მეტი სიამოვნებაა - მეტი ფულია...
ჯანმრთელობა:
თქვენი ჯანმრთელობა პირდაპირ არის დამოკიდებული თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. MAXსი-ს მეშვეობით ჩართავთ თვითგანკურნების პროცესებს. ისწავლით განწყობის მართვას, დისკომფორტის მოხსნას, ტკივილის გაყუჩებას ექიმებისა და ტკივილგამაყუჩებლების გარეშე...
ურთიერთობები:
ყველა კონფლიქტი მოგვარდება: თქვენ გექნებათ საკუთარი თავისა და სხვების მართვის გასაღები. თქვენს გვერდით ყველა თავს სასიამოვნოდ და მსუბუქად იგრძნობს. ისწავლით ადამიანების თქვენს სასარგებლოდ განწყობას და ამგვარად მიიქცევთ თქვენი საოცნებო მეორე ნახევრის ყურადღებას (თუ ჯერ ძიებაში იმყოფებით).
ტრენინგის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია თქვენთვის იმ ენერგიის დაბრუნება, რომელიც ცხოვრებისეული პრობლემებისა და ფსიქოლოგიური ტრავმების გამო გეკარგებათ.

როდესაც ამ ყველაფერს მოიცილებთ, გახდებით უშრეტი ენერგიის წყარო, რომელსაც როგორ კამკამა ნაკადულს, ყველას უნდა რომ დაეწაფოს. გარშემომყოფთატვის საინტერესო და ძალიან მიმზიდველი გახდებით!
ბედისწერა:
აღმოაჩენთ თქვენს ჭეშმარიტ მოწოდებას. ისწავლით საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრებას, საკუთარი თავის მიღებას და სიყვარულს. ცხოვრება მეტად იოლი გახდება. აღმოაჩენთ, თუ რა გაბედნიერებთ და მიხვდებით, როგორ უნდა დაკავდეთ ამით უფრო ხშირად. გადადგავთ გაბედულ ნაბიჯებს სრული თვითრეალიზაციისაკენ!
მიზნები და ოცნებები:
დაისახავთ მიზნებს, რომლებიც შთაგაგონებთ და წინსვლისკენ გიბიძგებთ. ჩაგერთვებათ მოტივაცია. აღარ გექნებათ მერყეობა, ყოყმანი და შიში. იგრძნობთ თავდაჯერებას, შინაგან ძალას და ენერგიას მიზნების მისაღწევად.
სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ ეს 7 დღე!
MAXსი-ს შემდეგ ცხოვრება იქნება მაქსიმალურად ბედნიერი, მდიდარი და ჰარმონიული.
ადამიანი იბადება იმისთვის, რომ ამ ცხოვრებაში ბედნიერება იპოვოს!
პრობლემები კი უბრალოდ იმის ინდიკატორია, თუ რამდენად გადაუხვია მან ამ გზიდან.
ბავშობაში დედა ეუბნებოდი ჯონ ლენონს :
„ შვილო, ცხოვრებაში მთავარია იყო ბედნიერი". როდესაც მაღალ კლასში ჯონს დაავალეს დაეწერა თემა იმაზე, თუ ვინ უნდოდა გამოსულიყო, მან დაწერა: „მინდა ვიყო ბედნიერი". მასწავლებელმა უთხრა, რომ ჯონმა ვერ გაიგო დავალების არსი. მან კი უპასუხა, რომ ეს მას (მასწავლებელს) არ ესმოდა ცხოვრების არსი...
რატომ არის MAXსი ამდენად ეფექტური?
იმიტომ, რომ საფუძველად უდევს სამი „ვეშაპი":
1
რბილი ფსიქოთერაპია და ტრანსფორმაცია
2

ქოუჩ ტექნოლოგიები
3
თქვენი მუშაობის ხარისხის ორმაგი კონტროლი.
აქცენტი კეთდება ყველასთან ინდივიდუალურად მუშაობაზე. პერსონალური ქოუჩის დახმარებით მუშაობთ სწორედ თქვენს ინდივიდუალურ პრობლემებსა და ყველაზე მტკივნეულ თემებზე, ასე დაძლევთ ნებისმიერ წინააღმდეგობას მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.
Maxსი მეტია ვიდრე ტრენინგი!
პროგრამის დასაწყისში თქვენ დაისახავთ მიზნებს, განსაზღვრავთ სფეროებს, რომლებზეც გინდათ მუშაობა. შემდგომ პროგრამა გადაეწყობა ისე, რომ მოერგოს თქვენს მიზნებს მაქსიმალურად.
მიზნების დასახვა
ისე დაისახავთ მიზნებს, რომ ნამდვილად მიაღწევთ მათ. ქოუჩი დაგეხმარებათ ამაში. ასევე შეძლებთ პროგრამის მიმდინარეობისას დააკორექტიროთ თქვენი მიზნები.
ბლოკების მოხსნა
ქოუჩთან ერთად გაიკვლევთ გზას მიზნებისკენ. მოიშორებთ შემაფერხებელ შიშებსა და ფსიქოლოგიურ ბლოკებს.
შინაგანი წონასწორობა
დააბალანსებთ შინაგან ბუნებას. საკუთარ თავთან ჰარმონიაში მოხვალთ. მოაგვარდება შინაგანი კონფლიქტები.
ქალი და მამაკაცი
დააბალანსდება თქვენი შინაგანი ქალი და მამაკაცი, ასევე ურთიერთობები საპირისპირო სქესთან მნიშნელოვნად გაუმჯობესდება. კონფლიქტები მოგვარდება.
ფინანსები
მოგეხსენებათ საგვარეულო პროგრამები და დებულებები, რომლებიც გიშლიან ხელს ფულის შოვნაში, „ფულის ბლოკები".
ინგა ბლესსი
პროგრამის ავტორი და წამყვანი
ასობით ტრენინგიდან ამოვარჩიე ყველაზე ეფექტური და სწრაფი ტექნიკების 2 %.
ეს ძლიერი და შედეგიანი ტექნიკები გავაძლიერე ჩემი გამოცდილებითა და პრაქტიკით. სწორედ ჩემი ცოდნისა და გამოცდილების ბრილიანტებს გტავაზობთ ტრენინგზე Max-ი.

უკანასკნელი გაფრთხილება :
ეს პროგრამა არ შეგეფერებათ თუ:

გეშინიათ, რომ თქვენი ცხოვრება აღარ იქნება ისეთი როგორიც იყო. ის კარდინალურად შეიცვლება. არსებობს ცხოვრება Maxს-ამდე და Maxსი-ს შემდეგ.

სამყაროს სხვანაირად შეხედავთ, აიწევს თქვენი ბედნიერების დონე. გაქრებიან ძველი პრობლემები და ადგილს დაუთმობენ ახალ მიზნებსა და საქმეებს. მზად უნდა იყოთ არანორმალური ენერგიის მოზღვავებისა და მიზნების მიღწევისათვის. ამიტომ, თუკი გსურთ გააგრძელოთ ჯდომა ნაცრისფერ ჭაობში, ნუ ჩაეწერებით ამ პროგრამაზე!

თქვენ გეშინიათ და არ ხართ მზად იშრომოთ? ტრენინგი იდეალური ფორმატია ტრანსფორმაციისთვის, მაგრამ თუ თქვენ არ შეასრულებთ დავალებებს შედეგს ვერ მიიღებთ.
უნდა იყოთ მზად საკუთარ თავზე სამუშაოდ. ზოგჯერ იქნება სახალისო, ზოგჯერ კი „არ შემიძლია"-ს შემდეგაც უნდა განაგრძოთ მუშაობა. ვინაიდან მხოლოდ გადალახვის შემდეგ მიაღწევთ გამარჯვებას!

თქვენ გეშინიათ ცრემლისა და ტკივილის? ტრანსფორმაცია აღვიძებს ყველაზე ძველ ტკივილებსა და შიშებს, წყენებს. ეს არ არის სასიამოვნო.. მტკივნეულია... თუმცა ეს ნორმალურია. ყველაფერი ცუდი წავა და დარჩება ადგილი სიახლეებისთვის.

შეუძლებელია მიიღო რაიმე ახალი თუ ადგილს არ გაათავისუფლებ ძველისგან...
500-მდე
კერძო კონსულტაცია
1 წელში
150-მდე
ონლაინ და ოფლაინ ღონისძიება
1 წელში
350 000
-მდე
სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებსის გამომწერი
1 წელში
0%
სემინარების მონაწილე
იმედგაცრუებული მსმენელი
1 წელში
Made on
Tilda