ფესტივალის მასტერ-კლასები
ქალური პრაქტიკების ექსპერტი
1998 წლიდან ქალური პრაქტიკების ტრენერი

ბელგია
მასტერ კლასი: სექსუალური ენერგია
არსებობენ ისეთი ქარიზმატული, კაშკაშა და ნათელი ადამიანები, რომელთა ენერგია და პიროვნული ძალა მათ ყოველ სიტყვაში, გამოხედვასა თუ მანერაში აისახება. საკმარისია, ასეთმა ქალმა ფეხი შედგას ოთახში, რომ მაშინვე ყველას რაღაც გამორჩეულისა და საინტერესოს შეგრძნება ეუფლება და... მორჩა, თითქოს უკვე მთელი სამყარო მზადაა ხელის გულზე ატაროს ის!

დიახ, არსებობენ ქალები, რომლებიც ასეთი გამოკვეთილი ენერგიული ველით იბადებიან. ნუ იჩქარებთ და ტყუილად ნუ შეგშურდებათ მათი. თქვენც შეძლებთ, დაიგროვოთ წარმოუდგენელი სექსუალური ენერგია (სწორად მასზეა დამოკიდებული ქარიზმატულობა). მასტერ კლასზე მე გაზიარებთ საკრალურ, უნიკალურ პრაქტიკას, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას, აავსებს მას ნათელი ფერებით და თქვენც ვარდის უნაზესი თაიგულივით გაფერადდებით.

სწორედ სექსუალური ენერგიით ავსება აქცევს ქალს ენერგეტიკულ მაგნიტად მამაკაცებისთვის. ასეთი ენერგიით აღვსილი ქალი კაცებს წარმოუდგენლად მიმზიდველად ეჩვენებათ. სხვათაშორის, მსგავსი ენერგიის მქონე ქალები მართლაც ბევრად უფრო ქალურად და ახალგაზრდულად გამოიყურებიან ხოლმე. ასეა, შინაგანი სისავსე ყოველთვის აისახება გარეგნობაზე.

კაორა სანდარა

მხატვარი, უნიკალური საიუველირო სამკაულების დიზაინერი.
კაორა სანდარა

მხატვარი, უნიკალური საიუველირო სამკაულების დიზაინერი.

კაორა ქმნის ტრანსფორმაციულ ინსტრუმენტებს - სამკაულებს, რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი სულიერების განვითარებასა და აზროვნების ახალ საფეხურზე გადაყვანაში. საკრალური გეომეტრიის კოდების თანახმად ნივთების შექმნისას, ის წარმოადგენს არა უბრალოდ მხატვარს და დიზაინერს, არამედ უმაღლესი ძალებისა და ღვთაებრივი ნება-სურვილის აღმასრულებელს.

,,3 წელი ინდოეთში გავატარე, დამშვიდებული გონებითა და გაბედნიერებული გულით. ბალის კუნძულებზე გადასულმა ვნახე ჩემი მასწავლებელი, ასტრეა შრი ანა, ჩავერთე Sacred Mystery School-ის ინიციატივაში და მივიღე ჩემს მიმართულებაში უმაღლესი, „ღვთაებრივი მოდელების მეურვის" წოდება. საკმაო დრო და ახალი გამოცდილების მიღება დამჭირდა, სანამ სრულად გავიაზრებდი მონიჭებულ ტიტულს და გავაცნობიერებდი, რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადამედგა იმისათვის, რომ განმეხორციელებინა ჩემი მისია - უმაღლესი სფეროს ღვთაებრივი მოდელები დედამიწაზე წარმომეჩინა.

ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც სულიერი განვითარებისა, თუ საკუთარი თავის შეცნობის გზაზე იმყოფება, ცხოვრებისეული დანიშნულების გარკვევა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და ხშირად, ყველაზე რთულ საკითხად ევლინება. უდიდესი ბედნიერება, წყალობა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა იმის გაცნობიერება, თუ რატომ მოევლინე სამყაროს, რა უნდა დაისახო მიზნად, რა მისია დაგაკისრეს უმაღლესმა ძალებმა. ამის სრულად გააზრების შემდეგ გადადიხარ უმაღლესი დავალების აღსრულებაზე, რადგან უკვე აღარ შეგწევს შინაგანი ძაალა, რომ არ აკეთო ის, რაც ყოვლისმომცველმა სიყვარულისა და სინათლის ძალამ დაგაკისრა.

დაე, სიყვარულითა და სინათლით ყოფილიყავით გარშემორტყმული მარადიულად, აგევსოთ მისით გული და სული და ანგელოზები ყოფილიყვნენ ყველა საქმეში თქვენი მფარველნი."

სიყვარულით, სიხარულითა და მადლიერებით,

კაორა სანდარა

ტრანსფორმაციული საიუველირო სამკაულების ხაზი - „ანგელოზების შესახებ"

საიუველირო სამკაულების ხაზი ,,ანგელოზების შესახებ-კაორა სანდარასგან" შექმნილია ენერგეტიკული დახმარებისა და ტრანსფორმაციისთვის. ორიგინალურ, ვერცხლის სამკაულებს საფუძვლად უდევთ საკრალური გეომეტრიის პრინციპები და შესრულებულია ხელით, ბალის კუნძულებზე. About Angels განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი დიზაინით, რომელშიც გამოყენებულია სფეროს ფორმის, შიგთავსში თავისუფლად მოძრავი, ნახევრადძვირფასი ქვები. ქვის შინაგანი ენერგეტიკა გარკვეულწილად ვლინდება სფეროს, როგორც იდეალური გეომეტრუილი ფიგურის ფორმაში და აძლიერებს თითოეული მათგანის უნიკალურ თვისებებს. მრგვალ ფორმას შეუძლია დაგიცვათ ენერგეტიკულად ნეგატიური მოვლენებისგან, შეგივსოთ დაკარგული ენერგია და, ამავდროულად, მოიზიდოს დადებითი ენერგია, აღადგინოს სულიერი სიმშვიდე, ხელი შეუწყოს შინაგანი ერთიანობის მიღწევას.

საკრალური გეომეტრიის კოდები, რომლებიც გახდა საიუველირო ნაწარმის შექმნის საფუძველი, მიიღეს ჩენელლინგის-განსაკუთრებულ სამედიტაციო პროცესში, რომლის დროსაც ნებადართული იქნა უმაღლესი წესრიგის ინფორმაციის მიღება. კოდები თავის თავში ინახავენ უნიკალურ ენერგეტიკულ მარაგს და ფლობენ მაღალი სიხშირის ვიბრაციას. ისინი ითვლებიან ზეცის გზავნილად, რომელმაც კოდის ფორმა მიიღო და ხშირად ტარების შემთხვევაში შეუძლიათ ცხოვრების სხვადასხვა ასპეტქებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა: სასიცოცხლო ენერგიის დაგროვება, წარმატების მიღწევა, სრულყოფილი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა, სიყვარულის დაუფლება, ღვთაებრივთან შეერთება, ცხოვრებისეული მისიის გაცნობირება, სულიერი ნიჭის განვითარება, ენერგეტიკული წმენდა, დამცავი ენერგეტიკული ფუნქციის გამოყენება.



ნენე ჩერი
ფიტნეს პერსონალური ტრენერი
ნენე ჩერი
ჩემი პროფესიის რადიკალური ცვლილება 33 წლის ასაკში გადავწყვიტე. მას შემდეგ, რაც საქართველოში მესამე ბანკის, ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს განყოფილების უფროსი სპეციალისტი და ლონდონში (დასავლეთ ნაწილში) ყველაზე სწრაფად მზარდი უძრავი ქონების სააგენტოს გაყიდვების მომლაპარაკებელი და შეთავსებით მარკეტინგ სპეციალისტი ვიყავი, წარმატებით გავიარე და დავასრულე პერსონალური ტრენერის კურსები და მივიღე დიპლომი დიდი ბრიტანეთის N1 ტრენერების აკადემიიდან ლონდონში - Premier Global UK. პრაქტიკა და სამუშაო გამოცდილება - ლონდონის ერთ-ერთ პოპულარულ ფიტნეს დარბაზში - 'Easy Gym'

ნინო ჩერქეზიშვილი - დიდ ბრიტანეტში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური ტრენერი და CIMSPA -ს წევრი (Chartered Institute for the Management of Sport and Physical Activity, UK).

- პერსონალური ტრენერის დიპლომი, დიდი ბრიტანეთის N1 ტრენერების აკადემიიდან - Premier Global UK.

- სერთიფიცირებული წონის რეგულირებასა და შენარჩუნებაში (ჭარბი წონის დაკლება; წონის მომატება); კუნთის ზრდასა და ძალისმიერ ტრეინინგში

- ფიტნეს დარბაზის სერთიფიცირებული ინსტრუქტორი. ლონდონი. დიდი ბრიტანეთი

- სერთიფიცირებული პირველადი დახმარების სპეციალისტი. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

- სერთიფიცირებული წრიულ და გირებით ტრეინინგში. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

- სერთიფიცირებული კროს-ფიტ (CrossFit) ტრეინინგში

INSTAGRAM : @cherrys_fitness

მასტერკლასი „კვება, ჰორმონები, სილამაზე"
მოცემულ მასტერკლასზე თქვენ გაიგებთ :

- თუ რა ფაზებს გადის ადამიანი, რომ ჯანსაღი ცხოვრება წესად აქციოს

- მოძრაობის როლი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისათვის

- ვარჯიშის დროები და დღესდღეისობით დამკვიდრებული სტერეოტიპების განხილვა

- სწორი კვების ძირითადი პრინციპები

- განვიხილავთ ჰორმონებს, რომლებიც მონაწილეობენ საკვების გადამუშავების პროცესში და ასევე ვისაუბრებთ, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ამა თუ იმ საკვების მიღებაზე

ლამზირა ხაჭაპურიძე
....
ლამზირა ხაჭაპურიძე
ვინ ვარ მე?-სრულყოფილი ბედნიერებისთვის საჭიროა საკუთარი საგვარეულოს შეცნობა"

ყოველი ჩვენგანი ამქვეყნად დედიკოსა და მამიკოს წყალობით მოევლინა, ჩვენი დაბადებისთვის საჭირო იყო ორის ენერგია, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვიარსებებდით. ჩვენი მშობლების უკან მათი მშობლები დგანან და ასე და ასე შემდეგ, რაც ქმნის ერთიან საგვარეულო სისტემას, რომელშიც გავჩნდით ჩვენ!

თუკი საგვარეულო სისტემაში ყველა კავშირი დალაგებულია, დაკვირვების კანონების თანახმად, ჩვენი ცხოვრება მშვიდი დაბედნიერი იქნება!

თუმცა თუკი ეს კანონები დარღვეულია, მაშინ შთამომავლობაში გარდაუვალია პრობლემების, სერიოზული ავადმყოფობების, უფულობის, თქვენსა და თქვენს შვილებს შორის გაუგებრობა.

კანონები: კუთვნილების კანონი, იერარქიის კანონი, სიყვარულის, ბალანსის-,,აღება-მიცემის" კანონი, ცვლილებების, შეუგრძნობელი ემოციების კანონი.

ჩემს საგვარეულო სისტემაში თითქმის ყველა ეს კანონი დალაგებას საჭიროებდა და ამას ახლა ჩემს დამხმარეებთან ერთად ვახორციელებ: იმ ქალებთან ერთად, რომელიც ჩვენს საგვარეულოში გაჩნდნენ და ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებას! აი, რატომაა ამდენად მნიშვნელოვანი, რომ უფროსი და უმცროსი რიგის მიხედვით იდგეს, მაშინ საგვარეულო სულის ენერგია და ძალა ნამდვილ მაგიას დაატრიალებს თქვენს ცხოვრებაში!

ჩვენ შეიძლება არაფერი ვიცოდეთ ჩვენი საგვარეულოს დარღვეული კანონების შესახებ, მაგრამ შედეგებს ვერსად გავექცევით და არც პასუხისმგებლობა მოგვეხსნება არცოდნის გამო..

სწორედ ასეთი კავშირების დასუფთავება-დალაგებით დავკავდებით ჩემს სემინარზე. 30 სექტემბერს თბილისში გამართულ ქალთა ფესტივალზე გელით, ჩემო კარგებო.

ლამზირა ხაჭაპურიძე

გენოსკოპი- 7 თაობის წინაპრების გავლენა ჩვენს ბედზე. შთამომავლობისა და წინაპრების კავშირი!
საგვარეულოს ენერგია ყველაფრის საწყისი და საფუძველია ჩვენს ცხოვრებაში! ეს ის ძალაა, რომლის გარეშე ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ იქნება წარმატებული და ბედნიერი! ყველა საგვარეულოს თავისი უნიკალური ისტორია და ენერგია, თავისი სული აქვს!

ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრება და ბედი ატარებს წინაპრების ბედების ანაბეჭდს და ჩვენც გადავცემთ შთამომავლებს ამ საგვერეულო ენერგიას, რომელიც ჩვენგან ჩვენს შვილებში ჩაიღვრება და ჩაიღვენთება...

ქალისათვის საგვარეულო ენერგია წარმოადგენს ენერგო-ინფორმაციულ ველს, რომელშიც ინახება და იმალება ყველაფერი - ჩვენი პრობლემების ფესვიც და საწყისიც, კითხვებზე პასუხებიც, ამოუხსსნელი ამოცანებიც და რესურსებიც, მათ მოსაგვარებლად!

მე საქართველოდან ვარ, 1989 წლიდან რუსეთში ვცხოვრობ. ჩემს საგვარეულოში მე მხვდა პატივი, შემეცნო და შემესწავლა საგვარეულოს წეს-ჩვეულებები და ისტორიები, რომლებიც ჩემს პირად ისტორიასთან, ბედთან, ტკივილთან და ბავშვურ ტრავმებთან მჭიდროდაა გადახლართული.

„ჩემი გზა" - გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში, გარდაქმნა - ერთ ცხოვრებაში ორი სიცოცხლის ტოლფასია თითქოს! მნიშვნელოვანია, არ ემალო ტკივილს და თავი არ მოიტყუო, არამედ ჯიქურ თვალებში ჩახედო, იმიტომ რომ მას მალვა კი არა, აღიარება და განკურნება ესაჭიროება!

სიტყვა „გზა"-ს მე ვუწოდებ ჩემი სულის სიბრძნის ამოცნობას და აღმოჩენას, საკუთარი თავისა და საგვარეულოს ენერგიის მიმღებლობისა და მიღების ხარჯზე.

უპირობო სიყვარულს ერთი პირობა აქვს - სიყვარული! მნიშვნელოვანია შეიცნო და გააცნობიერო, თუ როგორ ჟღერს ეს მდგომარეობა - სიყვარული!

მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა და გამოცდილება ბავშვურ ტრავმებთან, საგვარეულო კანონებთან და პროგრამებთან, კარმის კანონებთან დაკავშირებით, რომლებსაც უკვე 7 წელია შევისწავლი, და რომელთა მეშვეობითაც ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევ ლაბირინთში სახელწოდებით „ჩემი ბედ-იღბალი".

მე აღმოვაჩინე ჩემი სულის რხევების სიღრმისეული ასპექტები და შემოქმედებითი მიდგომა აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ ცხოვრებაში. ეს დამეხმარა მიმეღწია წარმატებისთვის ისეთ ბიზნესში, რომელსაც „ქალურს" ვერ ვუწოდებთ, და რომელსაც მხოლოდ მამაკაცები მართავენ. თუმცაღა, ჩვენ კი ვიცით, რომ სინამდვილეში ყველაფერს ქალები ვმართავთ, მაშინ როდესაც რესურსულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და გვაქვს ენერგია.

მწველი სურვილი მაქვს გაგიზიაროთ ყოველივე ზემოთქმული. ვფიქრობ, რომ ჩვენი, ბედნიერი ქალების რიცხვი, უნდა გაიზარდოს ჩვენს ქვეყანაშიც და ჩვენს დედამიწაზეც! ყოველ ქალს ძალუძს საგვარეულოდან მიღებული ენერგიის ტრანსფორმაცია მოახდინოს შემოქმედების, სიყვარულის, სიკეთის ენერგიად და გაამდიდროს საკუთარი თავიცა და ცხოვრებაც, და გადასცეს ეს გარდაქმნილი და გამდიდრებული ენერგია შთამომავლებს!

თუკი სულიერება სძლევს ადამიანს და საკუთარი ბედის შეცვლისკენ უბიძგებს, პირველი, რასაც ადამიანი მიადგება, ეს ფესვები, ჩვენი საგვარეულოა.

გენოსკოპი, ესაა 7 თაობის წინაპრების გავლენა ჩვენს ბედზე. შთამომავლობისა და წინაპრების კავშირი!

მთლიანობაში რა და როგორ ახდებს ჩვენზე გავლენას? თუკი ადამიანი გრძნობს, რომ ვიღაც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს ან როდესაც ადამიანმა საერთოდ არ იცის თავისი საგვარეულოს შესახებ.. რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს?

ჩემს გამოცდილებაში მქონია პირადი მაგალითები, როდესაც ადამიანები მოხეტიალები სულებით გზააბნეულები დადიან მიწაზე და სული უკვე ვეღარ უმკლავდება ტკივილს.. რა თქმა უნდა, ეს მაგალითები ძალიან ტრაგიკულია.. მოცემული თემა ძალიან მნიშვნელოვანია იმ დედებისთვის, რომლებიც განქორწინების შემდეგ არ აძლევენ ბავშვს ახლობლებთან კონტაქის უფლებას და ამით აჭრიან მას ფრთებს.. ისმის კითხვა, სადაა აქ სიყვარული?!

შეხვედრამდე ჩემო კარგებო 30 სექტემბერს, თბილისში, ქალთა ფესტივალზე!
ევგენია დრონი
....
ევგენია დრონი
,,ქალთა განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და ,,სლავური საიდუმლოებების" იდეის სულისჩამდგმელი;

ავტორი კომპლექსური სასწავლო პროგრამებისა, რომელიც მიმართულია ქალთა საერთო განვითარებისკენ: შიშების დაძლევა; ქალურობის გაღვივება; ჰარმონიული დამოკიდებულება საკუთარ თავთან; სექსუალური ენერგიის მართვა წყვილებში; გაცნობიერებული ფეხმძიმობა; კურსი ტრენერებისთვის.



ენერგეტიკული და სულიერი პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი;

სერტიფიცირებული ტრენერი-კრანიო-საკრალური თერაპია, ერექციული ჰიპნოზი, წვრთნა, დაო აღდგენა; სიყვარულის ალქიმია, ორგანული ქირო-პრაქტიკოსი, ქოლოთერაპევტი, ლიტოთერაპევტი.

პრაქტიკული კონსულტაციები 2004 წლიდან.

კრისტალებისა და მინერალების კოლექციონერი.

ორი ბიჭის დედა, საყვარელი მეუღლე და ბედნიერი ქალი, რომელმაც ბედნიერება შეიცნო..

მასტერ-კლასი ,,მე გაჩუქებ ბედნიერებას"
ბედნიერ ქალს ბედნიერება მოაქვს.

მან იცის, როგორ გააბედნიეროს მამაკაცი, როგორ აავსოს სახლი სიხარულით და გაზარდოს კაპიტალი.

ქალს აქვს უნარი გაამრავლოს ის, რაც მამაკაცს გააჩნია.

სპეციალურად ყველა ფერიის-ფესტივალის მონაწილისთვის, ჩავატარებ პრაქტიკულ ტრენინგს ,,საკუთარი გულის კაშკაშა ნათება". გიამბობთ, როგორ ვეძიებდი ბედნიერებისკენ მიმავალ გზებს. გაჩვენებთ, როგორ დავუკავშიროთ გული რჩეულს.

შენ იმავე დღიდან დაინახავ და შეიგრძნობ ჯადოსნურ მიზიდულობას თქვენ შორის!

ამ წუთიდან მოყოლებული, შენი ბედნიერება უფროდაუფრო მოიმატებს!

პრაქტიკული მედიტაციის შემდეგ შენ დაინახავ, თუ როგორ:

· ენდომება მას მთელი სულითა და გულით შენთან ყოფნა

· გათავისუფლდები ტკივილისგან, იგრძნობ ბედნიერებასა და სიყვარულს

· გარდაიქმნება შენში ჩაბუდებული ყველა წყენა და გაუგებრობა

· იკაშკაშებ და შენს სამყაროს გაანათებ შენი გულის სინათლით

· შეგეძლება ეს ენერგია ნებისმიერი საქმისკენ მიმართო

· შეასხავ ოცნებას ფრთებს

· გაღრმავდება შენი ურთიერთობები მამაკაცთან

· დატკბება შენი ვნება

· შეძლებ ააჟღერო სიყვარულის უმაღლესი ნოტები

· შეძლებ აჩუქო მას ის ბედნიერება, რომელიც შენს გულში გაიშლება

თქვენი ურთიერთობები გაიოლდება და გახალისდება!



ბედნიერია ის ქალი, ვინც ისწავლის სიამოვნების მიღებას!



შენ უფრო მეტი შეგიძლია. მოვიდა დრო, იპოვო შენი ბრწყინვალების წყარო!



მოხარული ვიქნები, გაგეცნოთ. ფესტივალზე შევხვდებით!



ლენა სანჟაროვსკაია

ცნობილი ბლოგერი, მუდმივი ექსპერტი გადაცემებისა "Пусть говорят" და ,,Прямой Эфир", დამფუძნებელი და ავტორი კურსებისა "Женский ликбез" და "SLfukультет".
ლენა სანჟაროვსკაია

ცნობილი ბლოგერი, მუდმივი ექსპერტი გადაცემებისა "Пусть говорят" და ,,Прямой Эфир", დამფუძნებელი და ავტორი კურსებისა "Женский ликбез" და "SLfukультет".
"როგორ შევინარჩუნოთ წყვილში ვნება. მამაკაცის ფარული ფანტაზიები."
სამწუხაროდ, ქორწინების ან, უბრალოდ, ხანრძლივი ურთიერთობის პერიოდში ვნება დროთა განმავლობაში სუსტდება და ზოგჯერ, მთლიანად ქრება კიდეც.

თუკი ქალების უმრავლესობა მზადაა შეეგუოს ამ ფაქტს, მამაკაცები ამას არ აპირებენ. სწორად ამიტომ ჩნდება ურთიერთობებში მესამე ადამიანი, რასაც დიდი პრობლემები და სტრესები მოაქვს ქალისათვის.

არსებობს უამრავი საშუალება, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია ვნება გავახანგრძლივოთ და შევინარჩუნოთ სრულფასოვანი ურთიერთობები, და ამით დავიზღვიოთ თავი ღალატისგან.

ერთ-ერთი ასეთი საშუალებაა, მივცეთ მამაკაცს შესაძლებლობა, რომ სწორედ თქვენთან წარმოაჩინოს და განახორციელოს თავისი დაფარული, სექსუალური ფანტაზიები!

სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებ მე - ლენა სანჟაროვსკაია, ცნობილი ბლოგერი, მუდმივი ექსპერტი გადაცემებისა "Пусть говорят" და ,,Прямой Эфир", დამფუძნებელი და ავტორი კურსებისა "Женский ликбез" და "SLfukультет".

არსენ გვენეტაძე

ექიმი გინეკოლოგი; რეპროდუქტოლოგი; ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი-რეპროდუქტოლოგი;
არსენ გვენეტაძე
თსუ-ს პროფესორი; ექიმი გინეკოლოგი; რეპროდუქტოლოგი; ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი-რეპროდუქტოლოგი; ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი; " არ პი ელ " (RPL) ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემის შემსწავლელ ექიმთა საზოგადოების დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი.
......
...........
ალბინა იურკინა
.....
ალბინა იურკინა
........
......
...........
ნინო შავდია
"სიცილოს თერაპიის" სერტიფიცირებული ტრენერი.
ნინო შავდია
2006 წელი ინდოეთი, ქ.პუნა- "სიცილის იოგას" კურსი

2010 წელი გერმანია, ქ.კელნი- "სიცილის თერაპიის" კურსი

"სიცილოს თერაპიის" სერტიფიცირებული ტრენერი.

ასეთი ტრენინგები დასავლეთში არის აპრობირებული კომპანიებში, ორგანიზაციებში, ბანკებში.
ნინო და მაგნო შავდიებმა 2011 წლის ოქტომბერში მიწვევით ჩაატარეს ორ დღიანი თერაპიული კურსები თურქეთში, ქ.სტამბულში, რომელსაც მიეძღვნა ერთ-ერთი წამყვან ტელევიზიაში გადაცემა.
მასტერ-კლასი: 'სიცილის თერაპია"
მოკლედ "სიცილის" შესახებ.
სიცილს გამოყავს ადამიანის ორგანიზმი სტრესიდან და აღიარებულოა ყველაზე ძლიერ საშუალებას მის დაძლევაში.
სიცილი ადვილად ამარცხებს ბევრ ინფექციას - ნერწყვში იზრდება ინომოგლობულინების კონცენტრაცია, რომელიც ორგანიზმის დამცავ ძალებს ამაღლებს და ვირუსებისა და ავადმყოფობის გამომწვევ მიკრობებს განვითარების საშუალებას არ აძლევს.
ერთი საათის განმავლობაში სიცილის დროს ორგანიზმში 500 კილოკალორიას წვავს.
მეცნიერები 1 წუთიან სიცილს ღრმა რელაქსაციას უწოდებენ.

მასტერ-კლასი: 'სიცილის თერაპია"
მინდა შემოგთავაზოთ "თერაპიული კურსი" სადაც გაეცნობით მეცნიერების უკანასკნელ მიღწევებს სიცილის შესახებ თეორიისა და პატარა სავარჯიშოების სახით, რომლებიც აღებულია ყოველდღიური ცხოვრებიდან, რათა განიმუხტოს ორგანიზმი. ასეთი თერაპიული სეანსი ჩავატარე კონიაკის ქარხანაში, კომპანია "ავერსი", თი ბი სი ბანკში, კომპანია "იმიჯ-ჰოლში". სიცილი- ეს არ არის გართობა, ეს არის საკუთარ თავზე მუშაობა.
თქვენ განვითარებისა და ზრდისკენ ისწრაფით?
არ გაკმოყოფილებთ მიღწეული და წინსვლა გსურთ?
გინდათ უფრო მეტი და უფრო ღრმა ინფორმაციის მიღება?
გიყვართ აზრიანი დასვენება და გართობა?
მაშინ, ფესტივალის დამატებითი სემინარები და ღონისძიებები სწორად თქვენთვის არის!
გაეცანით, შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო ღონისძიება და შემოგვიერთდით!

1 ოქტომბრის განრიგი

01 ოქტომბერი, კვირა 11-00
ლამზირა ხაჭაპურიძის სემინარი: ,,საგვარეულოს კანონები: ვინ ვარ მე?-სრულყოფილი ბედნიერებისთვის საჭიროა საკუთარი საგვარეულოს შეცნობა".
ფასი 100 ლარი (წინასწარ შეძენისას 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი)

01 ოქტომბერი, კვირა 14-00
ნენე ჩერის სემინარი: „კვება, ჰორმონები, სილამაზე".
ფასი 100 ლარი (წინასწარ შეძენისას 100 ლარის ნაცვლად 50 ლარი)

01 ოქტომბერი, კვირა 16-00
ევგენია დრონის სემინარი: „დავუთმოთ მამაკაცს დიდება?!".
ფასი 80 ევრო (წინასწარ შეძენისას 40 ევრო)

01 ოქტომბერი, კვირა 19-30
გალა საღამო. მომაზადეთ საუკეთესო კაბები!
ფასი 500 ლარი (წინასწარ შეძენისას 150 ლარი)


2 ოქტომბრის განრიგი
02 ოქტომბერი, ორშაბათი 11-00
რთველის დღესასწაული საგურამოში: ყურძნის კრეფა, დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია, ქართული კერძების კულინარული მასტერკლასები.

ფასი 500 ლარი (წინასწარ შეძენისას 200 ლარი)


02 ოქტომბერი, ორშაბათი 16-00
ფოტოსესია ნაციონალურ კოსტიუმებში ძველი თბილისის ფონზე.

ფასი 200 ლარი (წინასწარ შეძენისას 100 ლარი)


02 ოქტომბერი, ორშაბათი 19-00
სტუმარად ალექსანდრა ბურატაევასთან კერამიკის სახელოსნოში.

ფასი 150 ლარი (წინასწარ შეძენისას 70 ლარი)


02 ოქტომბერი, ორშაბათი 21-00
ევგენია ვანახტის სემინარი: სემინარი „ქალური სექსუალურობის განვითარება".

ფასი 350 ევრო (წინასწარ შეძენისას 175 ევრო).
Made on
Tilda