ტესტი: რამდენად კარგად იცნობ მამაკაცის ბუნებას?

რამდენად კარგად იცნობ მამაკაცის ბუნებას, ხასიათსა და ქცევებს? იცი რა სურს მას?

შეამოწმე შენი ცოდნა ინგა ბლესსის მიერ შედგენილი ტესტის საშუალებით:
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ მამაკაცის ბუნებას?
კითხვას უნდა უპასუხო დიახ ან არა და ჩაინიშნო პასუხები:

თუ პასუხია „დიახ" - დაწერეთ 1.
თუ პასუხია „არა" - დაწერეთ 0.


1. მამკაცებთან ყოველთვის (ან დროდადრო) ქიშპობ ?

2. ყოვეთვის (ან ხანდახან) ეჯიბრები მამკაცებს?

3. თუ რაღაც ქმედება უკეთ გამოგდის, ვიდრე შენს ნაცნობ მამაკაცს,
ამაზე მას ნიშნისმოგებით მიანიშნებ?


4. თვლი, რომ უკეთესი ხარ, რადგან ქალი ხარ?

5. გგონია, რომ ის უკეთესია, რადგან კაცია?

6. მამკაცის თანდასწრებით თავს არაკომფორტულად გრძნობ?

7. თვლი, რომ ყველა მამაკაცი მოღალატეა?

8. თვლი, რომ კაცს ქალისგან მხოლოდ სექსი უნდა?

9. შენი ახლობელი მამაკაცი „დამარცხდა" - არ გამოუვიდა საქმე. შენი
რეაქცია: -„ ხომ გეუბნებოდი, რომ ასე იქნება! რატომ არ დამიჯერე?!"


10. შენი ახლობელი მამკაცი „გამარჯვებულია" - საქმე კარგად
გამოუვიდა. შენი რეაქცია: არ შეიმჩნევ, ვითომც ასეც უნდა იყოს. არ
აქებ, რომ „თავში არ აუვარდეს"!


დაითვალეთ „დიახ" და „არა" პასუხების რაოდენობა.

ტესტის ახსნა:

თუ ქულების რაოდენობა შეადგენს 0-2:

გილოცავ! შენ შესანიშნავად უგებ მამკაცებს! კარგად იცნობ მათ ბუნებას და შესაბამისად ძალიან ადვილად შედიხარ მათთან კომუნიკაციაში! ქალური საწყისი შენში ძლიერია, ამიტომ მამაკაცებს არ უჩნდებათ შენთან „შებრძოლების" სურვილი.

თუ ქულების რაოდენობაა შეადგენს 3-4:


შენ საკმაოდ კარგად გესმის მამკაცების. შესაძლოა იშვიათად გაგიჩნდეს პრობლემები მათთან ურთიერთქმედებაში, მაგრამ ამ პრობლემებს ადვილად გადაწყვეტ.

თუ ქულების რაოდენობა შეადგენს 5-10:
შენთვის მამკაცი - ამოუცნობი ობიექტია, რომელთან ურთიერთობა დიდ პრობლემას წარმოადგენს. მუდმივად გიწევს მათთან კონფლიქტი და ბრძოლა. შენში მამკაცური
ენერგიები უხვად არის, ამიტომ მამაკაცები ხშირად აღგიქვავენ როგორც მეტოქეს და შეასბამისად - გეპაექრებიან.



მე მინდა, რომ შენ ბედნიერი იყო!
სიყვარულით,
Inga Bless
Made on
Tilda