ინგა ბლესსი

ფსიქოლოგი,
ფსიქოტერაპევტი,
იმიჯმეიქერი,
ქალური პრაქტიკების ტრენერი,
პერსონალური მწვრთნელი
(ქოუჩი),
ინფობიზნესმენი.

პრაქტიკას ეწევა 2006 წლიდან.


განათლება:
რუსეთი, მოსკოვის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, სპეციალობა -ფსიქოლოგი;

რუსეთი, მოსკოვის რეპუტაციის ტექნოლოგიების ინსტიტუტი, სპეციალობა: იმიჯმეიქერ-ფსიქოლოგი;

საქართველო, თბილისი: ბიზნეს დაგეგმარების კურსები CAC;

ურთიერთობების აკადემიის ტრენერთა ტრენინგები ბალი, ინდონეზია;
დუბაი, არაბეთის გაერთიანებულ საემიროები;

რუსეთი, მოსკოვი, ქოუჩინგის და პრაქტიკული ფსიქოლოგიის ინსტიტუტი;

აშშ, მაიამი, ქოუჩინგის საატესტაციო კურსები.
მოღვაწეობა:
2007 წ მოსკოვი, რუსეთი, "იმიჯ კომპანია ბლესის" დამაარსებელი;

2011 წ თბილისი, საქართველო, საბავშვო კრეატიული ცენტრის "ბლესსინგის" დამაარსებელი;

2007-2011წწ მოსკოვი, რუსეთი, დამოუკიდებელ ბიზნეს ტრენერთა, კონსულტანტთა და ქოუჩთა კავშირის წევრი;

2006-2010წწ მოსკოვი, რუსეთი, ურთიერთობების აკადემია „კეიფო" სტილისა და იმიჯის მასწავლებელი;

2007-2010 წწ მოსკოვი, რუსეთი, იმიჯმეიქერ-სტილისტად რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამაში დილა მშვიდობისა", ინგა ბლეს მუშაობდა შოუბიზნესის ვარსკვლავებთან;

2014 წლიდან- ინფობიზნესი, პიროვნული ზრდის, ფინანსური
კეთილდღეობის, ჰარმონიული ურთიერთობის პროგრამების ავტორი.

2015 წლიდან ქალთა საერთაშორისო ფესტივალის დამაარსებელი და ორგანიზატორი

2016 წლიდან "ინგა ბლესსის ფსიქოლოგიური ცენტრის" დამაარსებელი

  • წელიწადში ინგა ატარებს დაახლოებით 150 ონლაინ და ოფლაინ ღონისძიებას (მოსკოვი, თბილისი, ბალი, მაიამი, დუბაი)
  • აგრეთვე წელიწადში ატარებს დაახლოებით 300 კერძო კონსულტაციას;
  • მის სხვადასხვა ინტერნეტ რესურსებს დაახლოებით 200 000 მნახველი ჰყავს.
  • "იმიჯ კომპანია ბლესის" ფარგლებში ფონდ „აჩუქე სიცოცხლესთან" ერთად ჩატარებულია სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებები.
  • ასევე თბილისის ბავშვთა სახლებში ჩატარებულია და დღემდე გრძელდება საქველმოქმედო საქმიანობა.
იმყოფებოდა რა იმიჯმეიქერ-სტილისტად მოსკოვის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამაში „დილა მშვიდობისა", ინგა ბლესი მუშაობდა შოუბიზნესის ვარსკვლავებთან: ელენა ზახაროვასთან, სატი კოზანოვასთან, ალიონა ხმელნიცკაიასთან, ტატიანა ბოგაჩოვას ჯგუფ „ინ იანთან", ალიონა ვისოცკაიასთან, მარია ბარსენევასთან, ლადა დენსთან.
ინგა საკუთარი თავის შესახებ:
ფსიქოლოგიის დაუფლების, საკუთარი თავის შეცნობისა და დახმარების, ხოლო შემდეგ სხვათა დახმარების იდეა პირველად მოზარდობის წლებში გამიჩნდა. მაგრამ ის მაშინვე არ განხორციელებულა.

ჯერ იყო „მოგზაურობები" სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებსა და პროფესიებში. საბედნიეროდ ჩემს ცხოვრებაში კრიზისი დაიწყო და ამან მიმიყვანა ჩემს გზამდე – ფსიქოლოგიამდე.

მინდა გაგიმხილოთ „საშინელი საიდუმლო": ფსიქოლოგთა უმრავლესობა ამ პროფესიას იმისთვის ირჩევს, რომ საკუთარ ცხოვრებაში გაერკვეს. არც მე ვიყავი გამონაკლისი. პირად ცხოვრებაში პრობლემებმა მიმიყვანა ევგენია და ოლეგ ფროლოვების „გეიშების სკოლაში". ამ სკოლაში განსწავლამ მომცა საკუთარი ღირებულების განცდა, როგორც ქალისა, შემმატა რწმენა და მომცა ძალა მევლო წინ განვითარებისაკენ. მე დავიწყე იმიჯოლოგიის და ფსიქოლოგიის შესწავლა. დაიწყო „პიროვნული ზრდის" ბობოქარი პერიოდი და ჩემი ჩამოყალიბება მოწიფულ პიროვნებად, რომელიც პასუხისმგებელია თავის გადაწყვეტილებებზე და იმაზე, რაც მის ცხოვრებაში ხდება.

ჩემი მსმენელები და კლიენტები არიან ძირითადად 18-50 წლის ქალბატონები, რომელთაც არ სურთ ერთ ადგილზე გაჩერება, ისწრაფვიან ზრდისა და განვითარებისკენ.

ყველაზე ხშირად ამ ქალბატონებს აღელვებთ მამაკაცებთან ურთიერთობის საკითხები, აგრეთვე თავიანთი ქალურობისა და მიმზიდველობის გამოვლენა. და რა საკვირველია ფინანსური კეთილდღეობის მოიზიდვა.

როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ საყვარელი მამაკაცი ჩვენი ერთგული რჩებოდეს? როგორ მივიღოთ და შევიყვაროთ საკუთარი სხეული, როგორ მივაღწიოთ პარტნიორთან ურთიერთნეტარების მწვერვალებს? როგორ მოვიზიდოთ ჩვენი ოცნების მამაკაცი? აი, ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვები.

რატომ მირჩევენ ჩემი კლიენტები სწორედ მე უამრავ სხვა სპეციალისტებს შორის?

ერთგულების გამო – მე ვარ ის, რაც თქვენთვის მომაქვს. მე არ ვყვები არანაირ აბსტრაქტულ თეორიებს, რომლებსაც კავშირი არ აქვთ ჩემს ცხოვრებასთან. პირიქით! ჩემი ცხოვრება ჩემი ცოდნაა და ყველანაირ ცოდნას, რასაც მე ვიღებ, ვიდრე კლიენტებს შევთავაზებ, საკუთარ თავზე ვცდი და მხლოდ ის, რაც რეალურ შედეგს მომცემს, იღებს უფლებას მიტანილ იქნას მსმენელამდე.

მე გამუდმებით ვსწავლობ და თვითგანვითარებას ვეწევი, ამიტომაც ჩემი ცოდნა მრავალ სხვა კომპონენტთან, იმიჯოლოგიასთან და ქოუჩინგთან ერთობლიობაში გასაოცარ შედეგებს იძლევა.

ჩემი ხედვა არ არის შემოფარგლული ერთი ცალკე აღებული ქვეყნის ჩარჩოებით. მე ვცხოვრობ სამი ქვეყნისთვის, სამი ქალაქისათვის: თბილისი, მოსკოვი, მაიამი. ამას გარდა ბევრს ვმოგზაურობ. მე ჩემს მსმენელებს ფართო თვალსაწიერს ვთავაზობ. ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ, მაინტერესებს და მიყვარს ჩემი საქმე, ძალიან მაინტერესებს ადამიანები, ვიღებ უდიდეს სიამოვნებასა და სიხარულს, როდესაც ჩემი კლიენტები გადაჭრიან თავის ცხოვრებისეულ ამოცანებს და წარმატებებს აღწევენ.

Made on
Tilda