დამატებითი (ფასიანი) სემინარები
ქალური პრაქტიკების ექსპერტი
1998 წლიდან ქალური პრაქტიკების ტრენერი

ბელგია
სემინარი „ქალური სექსუალურობის განვითარება"

მშვენიერებო, იცოდით, რომ კაცობრიობის საუკეთესო საყვარლებს აბსოლუტურად ჩვეულებრივი, რიგითი, არაფრით გამორჩეული გარეგნობა ჰქონდათ? ამის მიუხედავად, გავლენიანი და ძალაუფლების მქონე მამაკაცები უამრავი ლამაზმანიდან მაინც სწორედ მათ ირჩევდნენ, რადგან ისინი:

- ფლობდნენ ველურ მაგნეტიზმს

- აღძრავდნენ ვნებას

- წარმოუდგენლად მიმზიდველნი იყვნენ

პოეტების წარმოსახვამ ასეთი ქალების სილამაზეს ანგელოზური და არაამქვეყნიური უწოდა, რომ გამოეხატა გრძნობები და შეგრძნებები, რომლებსაც ასეთი ქალები ბადებდნენ მამაკაცთა გონებასა და სხეულში.

ქალური სექსულურობა... სინაზე... სწორედ ესაა ის, რაც მყისიერად ჰპოვებს გამოძახილს ნებისმიერ მამაკაცში.

თუმცა ძალიან ცოტა ქალს თუ დაჰყვა სექსუალური ენერგია ბუნებისგან. ყველა კულტურაში მას ტრადიციულად აღიქვამდნენ როგორც ზეციურ საჩუქარს, რადგან სწორედ ეს ენერგია ანიჭებდა ქალს ძალაუფლებას კაცთა სამყაროზე.

წარმოშობის მიუხედავად, ასეთ ქალებს ეძლეოდათ საშუალება, მიეღწიათ ძაალაუფლების პირამიდის უმაღლესი საფეხურებისთვის და გაეგრძელებინათ თავიანთი მოდგმა ძლიერი სქესის საუკეთესო წარმომადგენლებთან.

ჩვენ ბედნიერი ქალები ვართ, რადგან ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ყველაფერ დაფარულს ნათელი ეფინება. მართალია, საუკუნეების განმავლობაში ფარულად ყოველთვის არსებობდა ქალური სექსულურობის შემსწავლელლი პრაქტიკები, მაგრამ მხოლოდ დღეს ხდება ის ხელმისაწვდომი ჩვეულებრივი ქალებისთვის, ისეთებისთვის, როგორებიც ჩვენ ვართ.

შეუძლებელია ამ საიდუმლოს გაუფასურება, ქალური სიძლიერე დღესაც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია.

ჩვენ კი გვეძლევა საშუალება, შევუერთდეთ რჩეულ ქალთა რიგებს და გავაღვივოთ ჩვენი სექსუალური ენერგია. ამაში დაგეხმარებათ სემინარი ,,ქალური სექსულურობის განვითარება".

გამოსასვლელი კაბები, ძვირფასი კოსმეტიკა, დიეტები, გამაახალგაზრდავებელი პროცედურები, სხეულის კორექცია...

თქვენ რითი ცდილობთ მამაკაცების ყურადღების მიპყრობას?

ან, იქნებ, ფლირტია თქვენი კოზირი? მომაკვდინებელ მზერას ფლობთ? თუ პირდაპირ მინიშნებებს აძლევთ?

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი მეთოდი, გავიწყდებათ მთავარი-სექსუალური ენერგიის გარეშე ეს ყველაფერი მხოლოდდამხოლოდ ხრიკებია.

კი, ყველა ის ხერხი, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მოქმედებს, მაგრამ ისე ეფექტურად არა! თავად გადაწყვიტეთ, მამაკაცთა ცდუნების რომელ გზებს აირჩევთ.

,,სექსულური ენერგიის განვითარების" სემინარის შემდეგ ერთხელ და სამუდა დამთავრდება ამაო მცდელობები, რომ როგორმე მოაწონოთ მას თავი.

ის იქნება თქვენი იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თქვენ მოისურვებთ...

სემინარის ფასია 350 (ექვივალენტი ლარში)

ნენე ჩერი
ფიტნეს პერსონალური ტრენერი
ნენე ჩერი
ჩემი პროფესიის რადიკალური ცვლილება 33 წლის ასაკში გადავწყვიტე. მას შემდეგ, რაც საქართველოში მესამე ბანკის, ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს განყოფილების უფროსი სპეციალისტი და ლონდონში (დასავლეთ ნაწილში) ყველაზე სწრაფად მზარდი უძრავი ქონების სააგენტოს გაყიდვების მომლაპარაკებელი და შეთავსებით მარკეტინგ სპეციალისტი ვიყავი, წარმატებით გავიარე და დავასრულე პერსონალური ტრენერის კურსები და მივიღე დიპლომი დიდი ბრიტანეთის N1 ტრენერების აკადემიიდან ლონდონში - Premier Global UK. პრაქტიკა და სამუშაო გამოცდილება - ლონდონის ერთ-ერთ პოპულარულ ფიტნეს დარბაზში - 'Easy Gym'

ნინო ჩერქეზიშვილი - დიდ ბრიტანეტში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური ტრენერი და CIMSPA -ს წევრი (Chartered Institute for the Management of Sport and Physical Activity, UK).

- პერსონალური ტრენერის დიპლომი, დიდი ბრიტანეთის N1 ტრენერების აკადემიიდან - Premier Global UK.

- სერთიფიცირებული წონის რეგულირებასა და შენარჩუნებაში (ჭარბი წონის დაკლება; წონის მომატება); კუნთის ზრდასა და ძალისმიერ ტრეინინგში

- ფიტნეს დარბაზის სერთიფიცირებული ინსტრუქტორი. ლონდონი. დიდი ბრიტანეთი

- სერთიფიცირებული პირველადი დახმარების სპეციალისტი. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

- სერთიფიცირებული წრიულ და გირებით ტრეინინგში. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

- სერთიფიცირებული კროს-ფიტ (CrossFit) ტრეინინგში

სემინარი: „კვება, ჰორმონები, სილამაზე"
რამდენი ადამიანია თქვენს გარშემო, რომელიც "რაღაცის" ან 'ვიღაცის" დიეტაზეა? ალბათ თქვენც გიცდიათ „დიეტობანა"?

ეს ხდება იმიტომ, რომ დღევანდელი რეალობა სულ უფრო და უფრო გარეგნულ იერსახესა და მარკეტინგულად ლამაზ შეფუთვაზეა ორიენტირებული. თანაც ყველას უნდა შედეგის ძალიან მოკლე ვადებში მიღება... ამასობაში კი, არავინ ფიქრობს ძირითად და ფუნდამენტურ საფუძველზე, რომელსაც ჯანმრთელობა ქვია... არავინ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალისთვის ცხიმის სწორი რაოდენობით შენარჩუნება, ორგანიზმის ჯანსაღად ფუნქციონირებისათვის.

სამწუხაროდ, ადამიანები სათანადო პატივს არ ვცემთ ჩვენს მატარებელ კერას - ჩვენს სხეულს, რომელიც ასე ფეხჩაუხრელად გვემსახურება ყოველგვარი დასვენების გარეშე...

ჭარბ-ცხიმიანობა ორგანიზმში გამოწვეულია ძირითადად ცხოვრების არააქტიური წესით, მჯდომიარე სამსახურით, არასწორი ან სწრაფი კვებით, სტრესით და ხანდახან უძილობითაც კი. ორგანიზმში ჭარბი ან ნაკლები ცხიმის რაოდენობამ შესაძლებელია უამრავი პრობლემა გამოიწვიოს: გულს-სისხლ-ძარღვთა დაავადებები, ჰორმონალური დისბალანსი, დიაბეტი და ზოგ შემთხვევებში სიმსივნური უჯრედების განვითარებაც.

ძალიან ხშირია ვარჯიშების არასწორი ტექნიკით შესრულება, რაც ტრავმებს იწვევს ან დროთა განმავლობაში ავითარებს სახსრებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

თუმცა ძალიან რთულია ადამიანმა ბრმად ირწმუნო ნათქვამი, სანამ არ გაქვს კითხვაზე პასუხი "რატომ?".

სემინარზე დასწრებით:

- მიიღებთ მოტივაციას, რომ გადახვიდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე

- მოიყვანთ „იმ ორშაბათს", რომელიც აქამდე არა და არ დადგა

- გაიგებთ საკვების გადამამუშავებელი და ჰორმონალური სისტემის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს

- დეტალურად გაივლით სწორი კვების პრინციპებს (თუ როგორ მივიღოთ საკვები ვარჯიშამდე, ან შემდგომ)

- პრაქტიკა: შეისწავლით ძირთადი ვარჯიშების მოძრაობების სწორი ტექნიკით შეასრულებას და ასევე სიმძიმეებთან სწორად მუშაობას.

ფასი: 100 ლარი
წინასწარ შეძენაზე მოქმედებს ფასდაკლება
100 ლარის ნაცვლად 50 ლარი

ლამზირა ხაჭაპურიძე
....
ლამზირა ხაჭაპურიძე
,,საგვარეულოს კანონები: ვინ ვარ მე?-სრულყოფილი ბედნიერებისთვის საჭიროა საკუთარი საგვარეულოს შეცნობა"

ყოველი ჩვენგანი ამქვეყნად დედიკოსა და მამიკოს წყალობით მოევლინა, ჩვენი დაბადებისთვის საჭირო იყო ორის ენერგია, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვიარსებებდით. ჩვენი მშობლების უკან მათი მშობლები დგანან და ასე და ასე შემდეგ, რაც ქმნის ერთიან საგვარეულო სისტემას, რომელშიც გავჩნდით ჩვენ!

თუკი საგვარეულო სისტემაში ყველა კავშირი დალაგებულია, დაკვირვების კანონების თანახმად, ჩვენი ცხოვრება მშვიდი დაბედნიერი იქნება!

თუმცა თუკი ეს კანონები დარღვეულია, მაშინ შთამომავლობაში გარდაუვალია პრობლემების, სერიოზული ავადმყოფობების, უფულობის, თქვენსა და თქვენს შვილებს შორის გაუგებრობა.

კანონები: კუთვნილების კანონი, იერარქიის კანონი, სიყვარულის, ბალანსის-,,აღება-მიცემის" კანონი, ცვლილებების, შეუგრძნობელი ემოციების კანონი.

ჩემს საგვარეულო სისტემაში თითქმის ყველა ეს კანონი დალაგებას საჭიროებდა და ამას ახლა ჩემს დამხმარეებთან ერთად ვახორციელებ: იმ ქალებთან ერთად, რომელიც ჩვენს საგვარეულოში გაჩნდნენ და ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებას! აი, რატომაა ამდენად მნიშვნელოვანი, რომ უფროსი და უმცროსი რიგის მიხედვით იდგეს, მაშინ საგვარეულო სულის ენერგია და ძალა ნამდვილ მაგიას დაატრიალებს თქვენს ცხოვრებაში!

ჩვენ შეიძლება არაფერი ვიცოდეთ ჩვენი საგვარეულოს დარღვეული კანონების შესახებ, მაგრამ შედეგებს ვერსად გავექცევით და არც პასუხისმგებლობა მოგვეხსნება არცოდნის გამო..

სწორედ ასეთი კავშირების დასუფთავება-დალაგებით დავკავდებით ჩემს სემინარზე. 30 სექტემბერს თბილისში გამართულ ქალთა ფესტივალზე გელით, ჩემო კარგებო.

ლამზირა ხაჭაპურიძე

,,საგვარეულოს კანონები: ვინ ვარ მე?-სრულყოფილი ბედნიერებისთვის საჭიროა საკუთარი საგვარეულოს შეცნობა"
,,საგვარეულოს კანონები: ვინ ვარ მე?-სრულყოფილი ბედნიერებისთვის საჭიროა საკუთარი საგვარეულოს შეცნობა"

ყოველი ჩვენგანი ამქვეყნად დედიკოსა და მამიკოს წყალობით მოევლინა, ჩვენი დაბადებისთვის საჭირო იყო ორის ენერგია, სხვა შემთხვევაში ჩვენ არ ვიარსებებდით. ჩვენი მშობლების უკან მათი მშობლები დგანან და ასე და ასე შემდეგ, რაც ქმნის ერთიან საგვარეულო სისტემას, რომელშიც გავჩნდით ჩვენ!

თუკი საგვარეულო სისტემაში ყველა კავშირი დალაგებულია, დაკვირვების კანონების თანახმად, ჩვენი ცხოვრება მშვიდი დაბედნიერი იქნება!

თუმცა თუკი ეს კანონები დარღვეულია, მაშინ შთამომავლობაში გარდაუვალია პრობლემების, სერიოზული ავადმყოფობების, უფულობის, თქვენსა და თქვენს შვილებს შორის გაუგებრობა.

კანონები: კუთვნილების კანონი, იერარქიის კანონი, სიყვარულის, ბალანსის-,,აღება-მიცემის" კანონი, ცვლილებების, შეუგრძნობელი ემოციების კანონი.

ჩემს საგვარეულო სისტემაში თითქმის ყველა ეს კანონი დალაგებას საჭიროებდა და ამას ახლა ჩემს დამხმარეებთან ერთად ვახორციელებ: იმ ქალებთან ერთად, რომელიც ჩვენს საგვარეულოში გაჩნდნენ და ჩვენ განვაგრძობთ მოწესრიგებას! აი, რატომაა ამდენად მნიშვნელოვანი, რომ უფროსი და უმცროსი რიგის მიხედვით იდგეს, მაშინ საგვარეულო სულის ენერგია და ძალა ნამდვილ მაგიას დაატრიალებს თქვენს ცხოვრებაში!

ჩვენ შეიძლება არაფერი ვიცოდეთ ჩვენი საგვარეულოს დარღვეული კანონების შესახებ, მაგრამ შედეგებს ვერსად გავექცევით და არც პასუხისმგებლობა მოგვეხსნება არცოდნის გამო..

სწორედ ასეთი კავშირების დასუფთავება-დალაგებით დავკავდებით ჩემს სემინარზე.
1 ოქტომბერს , ჩემო კარგებო.

ლამზირა ხაჭაპურიძე

ფასი:100 ლარი
წინასწარ შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება
100 ლარის ნაცვლად 50 ლარი
ევგენია დრონი
....
ევგენია დრონი
,,ქალთა განვითარების ცენტრის" დამფუძნებელი და ,,სლავური საიდუმლოებების" იდეის სულისჩამდგმელი;

ავტორი კომპლექსური სასწავლო პროგრამებისა, რომელიც მიმართულია ქალთა საერთო განვითარებისკენ: შიშების დაძლევა; ქალურობის გაღვივება; ჰარმონიული დამოკიდებულება საკუთარ თავთან; სექსუალური ენერგიის მართვა წყვილებში; გაცნობიერებული ფეხმძიმობა; კურსი ტრენერებისთვის.



ენერგეტიკული და სულიერი პრაქტიკების პრაქტიკოსი ტრენერი;

სერტიფიცირებული ტრენერი-კრანიო-საკრალური თერაპია, ერექციული ჰიპნოზი, წვრთნა, დაო აღდგენა; სიყვარულის ალქიმია, ორგანული ქირო-პრაქტიკოსი, ქოლოთერაპევტი, ლიტოთერაპევტი.

პრაქტიკული კონსულტაციები 2004 წლიდან.

კრისტალებისა და მინერალების კოლექციონერი.

ორი ბიჭის დედა, საყვარელი მეუღლე და ბედნიერი ქალი, რომელმაც ბედნიერება შეიცნო..

,,დავუთმოთ მამაკაცს დიდება ?!"
გიწვევთ სემინარზე, რომელიც მიმართულია მამაკაცთან ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ.

თავდაპირველად ქალი შეიცნობს საკუთარ თავს სექსუალურობისა და ენერგიის შესწავლით. შემდეგ ის იძენს ვალდებულების, მანიპულაციისა და გადანადგურებისგან გათავისუფლების გამოცდილებას.

შემდეგ ეტაპად გვევლინება სრული გათავისუფლების პერიოდი ყველა იმ ადამიანის კონტროლისგან, რომელიც მას უყვარს.

და აქ ის იწყებს თავის მამაკაცის აღქმას ახალი, გააზრებული თვალით.

ის მას აქამდეც ყოველდღე ხედავდა.

ჩუქნიდა მას სიყვარულსა და სინაზეს, ზრუნავდა მასზე.

ავსებდა სინაზით, მეტად აძლიერებდა.

ჩუქნიდა სექსუალურ ენერგიას.

თუმცა ახლა ქალი მზადაა, დაინახოს გაცილებით მეტი...

იმდენად გაძლიერდა და გათავისუფლდა სულიერად, რომ მზადაა, გადასცეს მამაკაცს ყველაფერი, რასაც აქამდე ძალით იკავებდა და შიშის გამო აკონტროლება...

და ქალმა გაუშვა ის..

მისი ნება

მისი ძალა

მისი მამაკაცურობა

მისი წარმატება და დიდება

მისი ბედნიერება

მისი არჩევანი

მისი სიყვარული

და ქალი გახდა კიდევ უფრო ბედნიერი, როდესაც დაინახა, რომ მისი მამაკაცი გაბედნიერდა.

ქალთან დაბრუნდა ის ყველაფერი, რაც კი გაუცია.

მისი საყვარელი მამაკაციც უფრო ნამდვილი გახდა და სულში ჩამწვდომი მზერით შეხედა ქალს და თავის სულსაც ჩასწვდა.

ღირებულება 80 ევრო
წინსწარი შეძენის შემთხვევაში მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება


ყურადღება!!!
ახლო მომავალში დაემატება სხვა სემინარების აღწერებიც
Made on
Tilda