ემოციონალური ინტელექტის კურსში ცავერთე უნარ-თვისებების გაუმჯობესების მიზნით, როგორც ვთქვით ,, სული გამოცდილების მისაღებად მოდის" შესაბამისად მეც მსურს მივიღო ეს გამოცდილება. ეს კურსი გვაძლევს იმის საშუალებას ჩავუღრმავდეთ საკუთარ აზრებსა თუ ემოციებს და აღმოვაჩინოთ ის ძირითადი და პირველადი წყარო რამაც აღმოაცენა ჩვენში ესა თუ ის იმპულსი, რომელმაც გამოძახილი ვერ ჰპოვა სწორ დროს, სწორ ადგილას, სწორი მისამართით ჩარჩა ჩვენში და დამეტასტაზირდა..შემდეგ ვიწყებთ სწორ მიზანმიმართულ მოქმედებას გავანეიტრალოთ, მოვიშოროთ ყველაფერი უარყოფითი: ადამიანები იქნებიან, საგანები, ადგილები, წარსული თუ აწყმო და დავიწყოთ სწორი პოზიტიური აზროვნება აწყმოში, რათა მომავალი იყოს დროში სწორად გაწერილი რომ არ მოხდეს შეუქცევადი რესურსის ტყუილ-უბრალოდ გაფანტვა და სასიცოცხლო ენერგიის შესუსტება/ დაკარგვა... აღსანიშნავია რომ ჩვენ ვცხოვრობთ სოციუმში სადაც უამრავი შემზღუდველი რწმუნებულებაა, რომლის მიხედვითაც მიგვითითებენ ყოველ წუთს თუ წამს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ...ეს იწვევს ჩვენში დაძაბულობას ყოველგვარ უარყოფითს, რადგან შენ პატარა ნორჩ ყლორტს ამოსვლითანავე ფეხი დააბიჯეს, იყვავილე თუ არა ყვავილი მოგაჭრეს... მაგრამ ეს დანებების საშუალებას არ გვაძლევს ვინ განსაზღვრა რა არის სწორი და რა არა, პირიქით როგორც მცენარე გაიმაგრებს ფესვს და მოემზადება მომავალი სეზონისთვის რომ უფრო მაგრად, ძლიერად იყვავილოს აი სწორედაც რომ ასე უნდა გავაძლიეროთ და გავიდგათ ღრმად ფესვები. დავამსხვრიოთ არსებული სტერეოტიპები და ფრთები შევასხათ ყოველგვარ დადებითს პოზიტიურს, სასურველს, რა თქმა უნდა ისე რომ სხვა კი არ დაზარალდეს ჩვენი ქმედებებით არამედ პირიქით მასაც გადაეცეს ეს დადებითი და ცხოვრება მისთვისაც საინტერესო სახალისო და შემეცნებითი გახდეს თუკი მას ნამდვილად აქვს ამის სურვილი...ძალიან კარგია როცა იცი ამა თუ იმ ემოციის არსი და შინაარსი, აცნობიერებ რომ იმ ტალღას რასაც შენში გაუშვებ ის იქნები...ხსნი შენს გარშემო მყოფი ადამიანების დამოკიდებულებებს შენს მიმართ, ამა თუ იმ საკითხის მიმართ, მარტივი შეკითხვის პასუხითაც კი იღებ ინფორმაციას რა სოციუმში გაიზარდა, რა იყო ის ძირითადი რასაც მასში თრგუნავდნენ, რატო აქვს ეს მოცემულობები, აზრები, ემოციები, დამოკიდებულება, ქმედებები და ა.შ
მოკლედ რომ ვთქვათ ეს კურსი გვაძლევს საშუალებას აღვიჭურვოთ ყველა იმ იარაღით, რაც გაგვაერთიანებს გაგვამთლიანებს ჩვენ, რათა სულმა მიიღოს ის რისთვისაც არის მოსული...
დიახ, მინდა აღვნიშნო ის ფაქტი რომ სანამ ემოციონალური ინტელეტის კურსში ჩავერთვებოდი გავლილი მქონდა სტრესის მართვის პროგრამა და ჩემთვის ეს ორი პროგრამა განუყოფელია...იმის თქმა მინდა, რომ თუ ერთ პროგრამაში გააერთიანებთ ძალიან მაგარი იქნება, ვინაიდან სტრესის მართვის პროგრამაში ღრმა ძიებაში ხარ საკუთარ თავთან აკეთებ უამრავ მედიტაციებს, ტექნიკებს, მიზანმიმართულს ,,ისწავლო სუფთად წერა ახალ ფურცელზე"... ხოლო ემოციონალური ინტელექტის პროგრამა ამ ყველაფერს უფრო დეტალურად შლის...
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ასეთი საინტერესო და დახვეწილი პროგრამებისთვის ქალბატონო ინგა მოხარული ვარ რომ ჩემი მასწავლებელი ხართ, მიყვარხართ და მეამაყებით ❤
ნინო მაისურაძე