პროგრამა:„დაემშვიდობე ფობიას"

" შიში ბადებს მერყეობას და უმოქმედობას. მოქმედება კი შობს რწმენას და სიმამაცეს. თუ გინდათ შიშს სძლიოთ, სახლში არ უნდა იჯდეთ ფიქრებში გადავარდნილი.
გამოდით და იმოქმედეთ! "

დეილ კარნეგი, მწერალი, ორატორი

თუ გაქვს კონკრეტული მოვლენის ან საგნის შიში (ავადმყოფობის, ცუდად გახდომის, თვითმფრინავით ფრენის, მწერების, ღრმა წყლის, ჩაკეტილი სივრცის და ა.შ.)...
თუ გაქვს მუდმივი შინაგანი შფოთვა და ცუდის მოლოდინი...
თუ ყოველივე ეს ხელს გიშლის სრულფასოვან ცხოვრებაში... გინდა ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლედე ამ დაძაბულობისა და ნეგატივისგან;
თუ გინდა იცხოვრო თავისუფალი და სავსე ცხოვრებით;
თუ გინდა შესძლო სიცოცხლით ტკბობა და სიამოვნება, გახდე თამამი და ბედნიერი
მაშინ შემოუერთდი ინგა ბლესსის საავტორო 6 კვირიან პროგრამას:

„დაემშვიდობე ფობიას"!

ფობიების მცირე ჩამონათვალი, რომლებისგანაც განიკურნებით ჩვენი დახმარებით:
  • აკვაფობია (წყლის შიში)
  • აეროფობია (თვითმფრინავით ფრენის შიში)
  • აკუსტიკოფობია (ხმამაღალი ბგერების შიში)
  • ამაკსოფობია (ტრანსპორტისა და მისი მართვის შიში)
  • ანდროფობია (მამაკაცების შიში)
  • აუტოფობია (მარტოობის შიში)
  • ანტროპოფობია (ხალხმრავლობის შიში)
  • ბაკტეროფობია (ბაქტერიების შიში)
  • გამოფობია (დაოჯახების შიში)
  • გედონოფობია (სიამოვნების მიღების შიში)
  • გინეკოფობია (ქალების შიში)
  • დენტოფობია (სტომატოლოგის შიში)
  • ზოოფობია (ცხოველის შიში)
  • კანცეროფობია (კიბოთი დაავადების შიში)
  • კლაუსტროფობია (ჩაკეტილი სივრცის შიში)
  • ნიკტოფობია (ღამისა და სიბნელის შიში)
  • ფარმაკოფობია (მედიკამენტების მიღების შიში)
  • იატროფობია (ექიმენის შიში)
  • და. ა.შ
რა არის ფობია?
ფობიას ეძახიან რაიმეს მიმართ ძლიერ შიშს. ეს შეიძლება იყოს საგანი, არსება სიტუაცია ან მოვლენა. სხვანაირად ფობიას აკვიატებული შიშიც ეწოდება. ის განსაკუთრებით მწვავდება კონკრეტულ სიტუაციებში და არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. ასეთი მდგომარეობა საგრძნობლად ართულებს ადამიანის ცხოვრებას, იწვევს დისკომფორტს და ცვლის ადამიანის ხასიათს.

ფობია (წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან «ფობოს», რაც ნიშნავს «შიშს») - ძლიერი, დაჟინებული, აკვიატებული შიშია. ადამიანს უჩნდება ძლიერი ღელვა ისეთ სიტუაციებში, რომლებმაც ამგვარი მდგომარეობაარ უნდა გამოიწვიოს. ეს განცდა არ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. ეს არ არის ის შიში, რომელსაც ადამიანი განიცდის მართლაც საშიშ სიტუაციაში (მაგალითად, როდესაც მას ავტომატს უმიზნებენ). ადამიანი ხვდება, რომ მისი შიში სისულელეა, მაგრამ ვერაფერს ვერ უხერხებს საკუთარ თავს.




ფობია ყველაზე ხშირად ემართებათ მდიდარი წარმოსახვის მქონე, ემოციურ ადამიანებს. როდესაც ასეთი ადამიანი ხვდება გარკვეულ სიტუაციაში, მის თავში ჩნდება ერთი მეორეზე უარესი სურათები.
ამ წარმოსახვითი სიტუაციებს ისე განიცდის, თითქოს ისინი მართლა ხდებოდეს. ადამიანი ვერ პოულობს ახსნას, თუ რატომ ჩნდება მასში ეს შიში.

თუ გსურთ ამ პროგრამაში ჩართვა მოგვწერეთ ფრაზა FACEBOOK-ზე
"მინდა გავთავისუფლდე ფობიისგან"
ფობიის სიმპტომები
ფობიის ძირითადი მახასიათებელია იმ სიტუაციის უარყოფა, უკუგდება, მისგან თავის არიდება, რომელიც მას (ფობიას) იწვევს. ამის გარდა, აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს:
1
ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. ავადმყოფები ხშირად ჩივიან რომ ეს-ესაა გული ამოუვარდებათ;
2
მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
3
გაქვავების შეგრძნება, სისუსტე, სხეულის დაუმორჩილება, გონების დაკარგვის შეგრძნება;
4
ძლიერი შიში რაიმეს მიმართ, რაც იწვევს ფობიას;
5
სხეულის კანკალი ;
6
ცივი ოფლი;
7
კუჭის აშლა, გულისრევა, ტკივილი მუცელში.
გამომწვევი მიზეზები
ფობიის გამომწვევი ზოგადი, „საერთო" მიზეზი არ არსებობს. ხშირად ფობია იწყება ბავშვობიდან - ნეგატიური ემოციები, რომლებიც ადამიანმა ცხოვრების ადრეულ პერიოდში გადაიტანა, შემდგომში ამგვარად იჩენენ თავს.
როგორც წესი, ფობია ჩნდება რაღაც სტრესული სიტუაციების შემდეგ, რომლებმაც მტკივნეული გამოცდილება მოიტანეს.

ფობიის ფსიქოლოგია ასეთია: ქვეცნობიერში ინახება კავშირი შიშის გამომწვევ მიზეზსა და იმ უარყოფით ემოციებს შორის, რომლებიც ადამიანმა გადაიტანა.
არსებობს მოსაზრება, რომ სტრესმა შეიძლება მოახდინოს ფობიების პროვოცირება ადამიანში, რომლსაც მშობლებისაგან მემკვიდრეობით გამოყვა ფობიების მიმართ მიდრეკილება.

ფობიებისგან დაუცველები არიან მგრძნობიარე და ემოციური, ასევე მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანები. რადგან მათ უჭირთ წარმოსახვითი და რეალური საშიშროების გარჩევა. მათთვის ძნელია წინააღმდეგობა გაუწიონ შიშის გრძნობას, რადგან ეშინიათ იმის, რაც სინამდვილეში არ არსებობს.

არსებობს ფობიის წარმოქმნის რამოდენიმე მიზეზი.

· მძიმე მემკვიდრეობა. ასეთი დაავადება აქვს რომელიმე მშობელს და ის გადაეცა ბავშვს.

· მოზღვავებული თვითგადარჩენის ინსტინქტი – ადამიანს შიშის გრძნობა ეუფლება ისეთ სიტუაციაშიც კი, რომელიც რეალობაში არ წარმოადგენს საფრთხეს.

· წარსულში ადამიანმა გადაიტანა სტრესული სიტუაცია.

სპეციალისტის დახმარება საჭიროა თუ:
· ფობიის გამო ადამიანი თავს არიდებს გარკვეულ ადგილებს და სიტუაციებს;

· შიში არის უსაფუძვლო და გადაჭარბებული, იწვევს პანიკას და ღელვას;

· ასეთი მდგომარეობა იწვევს დისკომფორტს და გრძელდება ნახევარწელზე მეტ ხანს.

პროგრამა "დაემშვიდობე ფობიას" წარმოადგენს აქტიურ დიალოგს პაციენტთან, რომლის დროსაც სპეციალისტს საშუალება აქვს გაეცნოს გამომწვევ მიზეზებს, შიშის ბუნებას, პაციენტის მღელვარების მახასიათლებს და სპეციალური ფსიქოლოგიური ტექნიკების მეშვეობით ნაბიჯ-ნაბიჯ გაანეიტრალოს ისინი.
პროგრამა შედგება 6 ონლაინ სემინარისა და
6 დამატებითი ვიდეო ტექნიკისაგან,
რომელთა შესრულების შემდეგ:
1
თქვენ მოგეხსნებათ შიშები და შფოთვები;
2
აღმოაჩენთ და გაანეიტრალებთ მათ გამომწვევ ძირეულ, თავდაპირველ მიზეზებს;
3
შეიძენთ შინაგან სიმტკიცეს;
4
გახდებით მეტად თავდაჯერებული და ხალისიანი;
5
მიიღებთ სასიცოცხლო ძალასა და ენერგიას წინსვლისათვის;
6
შეიძენთ შინაგან სიმშვიდეს;
7
განთავისუფლდებით ფობიებისა და შფოთვებისაგან და შეძლებთ იმის გაკეთებას, რაც ძალიან გინდოდათ, მაგრამ აქამდე ვერ აკეთებდით!!!
შემოგვიერთდით პროგრამაში
„დაემშვიდობე ფობიას"
27 ნოემბრიდან
6 ონლაინ სემინარი და
6 დამატებითი ვიდეო ტექნიკა
პროგრამის ფასია 500 ლარი,
მიმდინარეობს წინასწარი გაყიდვა დიდი ფასდაკლებით
1,2 და 3 თებერვლის ჩათვლით:
500ლარის ნაცვლად 100 ლარად

პროგრამა დაიწყება 1 ნოემბერს!

ყურადღება:

პროგრამის ჩანაწერი გაყიდვაში არ იქნება,
ვინაიდან პროგრამით გათვალისწინებულია უშუალო ურთიერთქმედება მსმენელებასა და წამყვანს შორის!!!

არ გაუშვათ ხელიდან ეს უნიკალური შანსი!!!
გაიარეთ პროგრამა „დაემშვიდობე ფობიას"
ინგა ბლესსის დახმარებით და ხელმძღვანელობით!
მსმენელთა გამოძახილები
გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი FACEBOOK-ზე და ჩაერთე პროგრამაში
ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
Made on
Tilda