"გახდი შენი ცხოვრების კაპიტანი"
- ცხოვრების მართვის საწინდარი, ემოციებისა და აზრების მართვაა"

"აზრი უხილავი, მაგრამ ენერგიის ძალზედ ძლიერი ფორმაა"
- ნილ დონალდ უოლში
თუ როგორ, რანაირად და რატომ წარმოიქმნება ჩვენს თავში აზრები, მრავალი მეცნიერი ფიქრობს და იკვლევს ამ ფენომენს. სინამდვილეში ჯერჯერობით ძალიან შორს ვართ ამ უნიკალური მოვლენის - აზროვნების გაშიფვრისა და ამოხსნისაგან.
აზრს ვერც შეეხები და ვერც აწონი... მაგრამ უდაოა!
- ის არსებობს, რადგან გაჩნდა, მოვიდა ადამიანის თავში.

როგორც ვთქვით აზრს წონა არ აქვს, მაგრამ შესაძლოა კოლოსალური შედეგები ქონდეს ადამიანის ცხოვრებასა და ჩვენს მატერიალურ სამყაროში. ვინაიდან, ის არის ერთგვარი ბერკეტი, სამოტივაციო ათვლითი წერტილი, რომლის მეშვეობითაც ხდება სურვილების გაჩენა, აღმოცენება...
ხშირად ადამიანებს ფსიქოლოგიურიური პრობლემები უჩნდებათ იმის გამო, რომ მათ არ შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი აზრების პირველწყარო. ყველა აზრი რაც თავში წარმოექმნებათ - თავისი გონიათ.

❌ ეს შეცდომაა! ❌
თუ ამ პროცესს დავაკვირდებით აღმოვაჩენთ, რომ ძალიან ბევრი აზრი გარედან შემოსული და „თავს მოახვეულია"
- მისი საწყისი სხვა ადამიანი ან სხვა რაიმე წყარო იყო.
გამოდის, რომ არც კი გვაქვს არჩევანი, თუ რა აზრი გაჩნდება ჩვენს თავში?!

დიახ, ასეა!

მაგრამ ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ყურადღების მართვა, შერჩევა იმისა, თუ რომელ აზრს დავუთმოთ ყურადღება და რომელს კი - არა;

თავად განვსაზღვროთ რაზე ვიფიქროთ, რაზე არა!
აბა დაფიქრდით!!!
ნებისმიერი მოვლენა,
ნებისმიერი საგანი,
ნებისმიერი ურთიერთობა,
ჯერ სწორედ აზროვნების ნაყოფი იყო, იდეის სახით გაჩნდა და მხოლოდ ამის შემდგომ გამხორციელდა ჩვენს ცხოვრებაში.

✔️ დაუკვირდით ✔️
რას უთმობთ თქვენს აზროვნებას დღის განმავლობაში,
რაზე ფიქრობთ,
რას წარმოიდგენთ
და რის განხორციელებას უწყობთ ხელს...
და გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი არჩევანია!
სწორედ ჩვენი შინაგანი არჩევანი განაპირობებს სხვადასხვა მოვლენების აღქმასაც; იმას, თუ როგორ მივუდგეთ ამა თუ იმ მოვლენას - როგორც პრობლემატურს, როგორც საინტერესოს ან როგორც თავგადასავალს, თუ საერთოდ, არც კი მივაქციოთ ყურადღება.

ყველაფერი ჩვენი არჩევანია!
უდიდეს ზეგავლენას ადამიანის ბედ-იღბალზე და ცხოვრებაზე ახდენენ მისი აზრები, სურვილები და ემოციები. სწორედ ისინი განაპირობებენ ჩვენი ცხოვრების სტილს, ქცევით მოდელს და გარშემო სამყაროსთან ურთიერთობებს.

თუ მოახდენთ ღრმა დაკვირვებასა და ანალიზს, შეძლებთ, რომ ნათლად დაინახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ადამიანის აზროვნებასა და მისი ცხოვრებაში არსებულ მდგომარეობას შორის...
თუ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი მოიპოვოს როგორც შინაგანი ჰარმონია, ასევე ცხოვრებისეული წონასწორობა, მაშინ
პირველი რაც უნდა ისწავლოს და შეძლოს,
ეს არის საკუთარი ემოციებისა და აზრების მართვა,
მათი „დისციპლინირება".
სწორედ ამ, არც თუ ისე იოლ ამოცანას და მიზანს ემსახურება პროგრამა

"ცხოვრების კაპიტანი" - ემოციებისა და აზრების მართვა შენი წარმატების საწინდარია"

🔥 ეს პროგრამა განკუთვნილია, თქვენთვის :
თუ გღლით თქვენივე უარყოფითი აზრები და უარყოფითი მოვლენების წარმოსახვა;
თუ გსურთ ისწავლოთ საკუთარი აზრების კონტროლი;
თუ გინდათ, რომ გაცილებით უფრო დადებითი შედეგები დადოთ ცხოვრებაში;
თუ თქვენი ყოველდღიური (ფონური) ემოცია არის შფოთვა, აგრესია, გაღიზიანება, თვითგვემა, მსხვერპლის შეგრძნება ან სხვა უარყოფითი გრძნობები;
თუ გსურთ შინაგანი სიმშვიდისა და ჰარმონიისა მოპოვება;
თუ გსურთ შინაგანი სტაბილობის და წონასწორობის დამკვიდრება;
თუ გსურთ, რომ იყოთ თქვენი აზრების, თქვენი ემოციების და თქვენი ცხოვრების ბატონ-პატრონი!
მაშინ ეს პროგრამა სწორედ თქვენთვის არის!

პროგრამის ხანგძლივობა: 1 თვე

თქვენ მიიღებთ 12 ფსიქოლოგიურ/ენერგეტიკულ/ქოუჩინგურ ვიდეო ტექნიკას/მედიტაციას/რჩევას, რომლის მეშვეობითაც
მოიპოვებთ შინაგან სიმშვიდეს
ისწავლით ცუდი აზრების მოცილებას
ისწავლით ცუდი ემოციების განეირტალებას
გადახვალთ პოზიტიურ აზროვნებაზე
შეიქმნით დადებით ემოციუ ფონს
შეძლებთ საკუთარი აზროვნების და ესეიგი საკუთარი ცხოვრების მართვას!
პროგრამის ფასია 200 ლარი!!

პროგრამის მონაწილეების უკუკავშირები:
შეძენილი პროგრამის მისაღებად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და მიიღეთ პროგრამა

ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი
+995 568 88 77 77
ელ-ფოსტა:
info@ingabless.com
ingabless7@gmail.com
ვებ-გვერდი: