პროფესიული თვითგამორკვევის ერთდღიანი


ტრენინგი
"ჩემი პროფესია - ჩემი წარმატებაა"
ტარდება 20 მაისს, კვირას ოფლაინ ფორმატში (ცოცხალი ტრენინგი) საბაუნიში

დარჩენილია:
დღე
საათი
წუთი
წამი
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
პროფესიათა სამყარო უზარმაზარია!
დაახლოებით 40 ათასი სახეობა არსებობს და კიდევ დაახლოებით 500-მდე ყოველწლიურად ემატება!

რთულია პროფესიონალური თვითგამორკვევისთვის სოციალურად მოწიფული და ღრმად პირადი არჩევანის გაკეთება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ არჩევანის სისწორეზე დამოკიდებული იქნება შემდგომში ინდივიდის სოციალური ღირებულება, მისი სოციალური პოზიცია, საქმიანობით კმაყოფილება, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა და ზოგადად ცხოვრებით კმაყოფილებაც.
სწორად ამირომ საჭიროა აქტიური ფსიქოლოგიური დახმარება პროფესიის არჩევის საქმეში.

საქმიანობის შერჩევა და მასში დამკვიდრება პროფესიული თვითგამორკვევით იწყება.

ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდამ გაითვალისწინოს არსებული რეალობა - საკუთარი ფსიქოლოგიური და ფსიქოფიზიოლოგიური რესურსები და გარე სამყაროში არსებული ვითარება და ტენდენციები.
პროფესიის არჩევანი, რომელიც მოხდა პიროვნების შიდა რესურსების ანალიზის შედეგად და პროფესიის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია, მაღალი თვითშეფასებისა და საზოგადოებაში წარმატებული თვითდამკიდრების საწინდარია!
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით პროფესიის არჩევანი ორ ასპექტს მოიცავს:
არჩევანის სუბიექტს
(ის ვინც ირჩევს)
არჩევანის ობიექტს
(რას ირჩევს)
პროფესიის შერჩევა რთული პროცესია. იგი შედგება რიგი ეტაპებისაგან და ეტაპების ხანგრძლივობა დამოკიდებულია, როგორც გარე პირობებზე, ასევე პიროვნების ინდივიდუალურ მახასიათებლებზე.
გამოყოფენ შემდეგ ეტაპებს:
პროფესიის პირველადი შერჩევა
(დაწყებითი სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის);
პროფესიული თვითგამორკვევა
(სკოლის უფროს კლასებში);
პროფესიული მომზადება
(უმაღლესი სასწავლებელი, კოლეჯი);
პროფესიული ადაფტაცია: ინდივიდუალური პროფესიული სტილის ფორმირება, უშუალოდ საქმიანობაში, წარმოების სისტემაში და სოციალური ურთიერთობებში ადაფტაცია;
საქმიანობაში თვითრეალიზაცია: პროფესიასთან დაკავშირებული მოლოდინების შესრულება ან არ შესრულება;
პროფესიონალური თვითგამორკვევა ადამიანის მთელ ცხოვრებას მნიშვნელოვან ხაზად გასდევს. ეს არის პიროვნული განვითარების სოციალური პროცესის მნიშვნელოვანი ასპექტი.
პროფესიის არჩევანზე 8 რამ ახდენს ზეგავლენას:
1
ოჯახის უფროსი წევრების პოზიცია,
2
მეგობრების პოზიცია,
3
სკოლის მასწავლებლების პოზიცია,
4
პირადი პროფესიული გეგმები,
5
ადამიანის შესაძლებლობები,
6
საჯარო აღიარებაის წყურვილის დონე,
7
ინფორმირებულობა,
8
მიდრეკილებები.
- ეს სიტყვები მეოცე საუკუნის ცნობილი პედაგოგს კ.დ. უშინსკის ეკუთვნის და დღესაც ამ თემის აქტუალურობაში ეჭვი არავის ეპარება, პროფესიაში წარმატებული ადამიანი უდაოდ ბედნიერია!
პროფესიული თვითგამორკვევის ტრენინგი "ჩემი პროფესია - ჩემი წარმატებაა" სწორად ამ პრობლემების გადასაჭრელად არის შექმნილი.
სავარჯიშოები გარკვეული ლოგიკური თანმიმდევრობით არის დალაგებული.
მარტივი, გაცნობითი ხასიათის სავარჯიშოებიდან გადავდივართ ისეთებზე, რომლებიც საშუალებას მოგცემთ პროფესიული და პიროვნული განვითარების პერსპექტივები აღმოაჩინოთ.
ტრენინგის დროს გამოიყენება როლური თამაში, დისკუსია, ჯგუფური საუბარი და სხვა კლასიკური და თანამედროვე მეთოდები.
პროფესიული თვითგამორკვევის ერთდღიანი (ხანგრძლივობა 8 საათი) ტრენინგი
"ჩემი პროფესია - ჩემი წარმატებაა"
ტარდება 20 მაისს, კვირას ოფლაინ ფორმატში (ცოცხალი ტრენინგი) საბაუნიში
იჩქარეთ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
ფასი: 25 ლარი

შეძენილ ტრენინგზე დასარეგისტრირებლად მოგვწერეთ ჩვენს Facebook გვერდზე, გამოგვიგზავნეთ გადახდის ქვითარი და დარეგისტრირდი

ფსიქოლოგი
იმიჯმეიქერი
ქალთა ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი
პერსონალური ქოუჩი
ქალთა საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი საქართველოში
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი
+995 568 88 77 77
ელ-ფოსტა:
info@ingabless.com
ვებ-გვერდი:
Made on
Tilda