პროგრამა
"ადამიანის კეთილდღეობა ენერგეტიკული ცენტრების მეშვეობით"

I ეტაპი
ჩაკრები -ეს არის ჩვენი სხეულის ფაქიზი ენერგეტიკული ორგანოები.
მათ აქვთ ენერგიის მიღების, გაცემის და ასევე დაგროვების შესაძლებლობა. ჩაკრების განვითარების დონე განსაზღვრავს, თუ რაოდენ წარმატებული და ნაყოფიერი ურთიერთქმედება აქვს ადამიანს სამყაროსთან.
დარწმუნებული ვარ, მიგიქცევიათ ყურადღება, წარმატებული ადამიანები ყოველთვის ენერგიულები, ხალისიანები და პოზიტივით დამუხტულები არიან.

მაგრამ საიდან მოდის ეს ძალა და ენერგია?

რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი თითქოს თვითონ იზიდავს შესაძლებლობებს, ზოგი კი - მხოლოდ მარცხს და განსაცდელს?!
მუშაობთ დღე და ღამე, ფული კი მაინც არასაკმარისია... სესხები და კრედიტები, გაუთვალისწინებელი რემონტი, ავადმყოფობა, ფორსმაჟორული სიტუაციები და მუხლში ვერ იმართებით. დროთა განმავლობაში ხვდებით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და თქვენი სამსახური არაფრის მომცემია... ცხოვრებას თითქოს ბეტონის ლოდივით მიათრევთ, რომელიც დღითიდღე მძიმდება...
და ა
ცნობიერებთ, რომ თუ ასე გაგრძელდა ამ რითმში... სიცოცხლის ბოლოს მცირე პენსიის გარდა არაფერი გელოდებათ... ამჩნევთ, რომ ვიღაცისთვის ფული მდინარესავით მოედინება, თქვენთვის კი - არა?!
იცით რაშია საქმე?... საქმე იამაშია, თუ რამდენად გააქტიურებული აქვს ადამიანს ენერგეტიკული ცენტრები - ჩაკრები.
ადამიანის კეთილდღეობა, მატერიალურიც და ფიზიკურიც დამოკიდებულია ენერგეტიკულ ჩაკრებზე, მათ მდგომარეობაზე.
ფული, კარიერა, ურთიერთობები, ჯანმრთელობა, ბედნიერება
-
ეს ყველაფერი არის ენერგიის გამოვლინება.

სამწუხაროდ, ადამიანების 97%- ჩაკრები ჩაკეტილი აქვთ.
ეს შინაგანი ბლოკების შედეგია,
ძველი ტრავმვების, ნეგატიური გამოცდილების, რომელსაც ადამიანმა ვერ გაართვა თავი...

როგორ გამოუღვიძოთ უბრალო ადამიანს ეს ენერგია?
- სწორედ პროგრამა "ადამიანის კეთილდღეობა ენერგეტიკული ცენტრების მეშვეობით"!

ჩვენს სისტემაში არის 7 სახეობის ჩაკრა.
ჩაკრა ენერგიით ამარაგებს ორგანოებს, კუნთებს, ჩვენს სხეულსა და მოქმედებებს.
ადამიანს აქვს 6 ჩაკრა, რომლითაც შეგვიძლია მასზე ვიმსჯელოთ.
პირველი ჩაკრა:
მულადჰარა- მიწის სტიქია
სიცოცხლის ფესვი- ის პასუხისმგებელია ჩვენს ურთიერთობაზე სამყაროსთან. ეს არის კავშირის დამყარება მიწასთან, მატერიალურთან. ძლიერი ჩაკრა უზრუნველჰყოფს ადამიანს უძრავი და მოძრავი ქონებით, ასევე ის პასუხისმგებელია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობაზე, სუნის შეგრძნებაზე. ფსიქიკური კომფორტის შეგრძნებაზე.
მეორე ჩაკრა:
სვადჰისჰანა
ეს ჩაკრა პასუხისმგებელია წყვილში ურთიერთობებზე. მასთან არის დაკავშირებული ყველანაირი სიამოვნების მიღების უნარი. მასთან ასევე კავშირშია გემოვნება, სექსი და სექსუალური მიმზიდველობა. მასზე დამოკიდებულია ადამიანის ქარიზმატულობა. ჩვენი ცხოვრების საინტერესოობა პირდაპირ არის დამოკიდებული ამ ჩაკრაზე.
მესამე ჩაკრა:
მანიპურა
ეს ჩაკრა პასუხისმგებელია ჩვენი ნების გამოხატვაზე, ის გვასწავლის მიზნების დასახვას. ამ ჩაკრის დახმარებით ხდება საკვებისგან მიღებული ენერგიის გარდაქმნა სხეულისა და სუნთქვის ენერგიად. თუ ეს ჩაკრა განვითარებულია, ადამიანი ჯანმრთელი, ბრძოლისუნარიანია და შეუძლია სხვების უფროსობა. სუსტი ჩაკრა არ აძლევს ადამიანს საშუალებას, სხვას რაიმე უბრძანოს. მანიპურა ჩაკრა ასევე პასუხისმგებელია საკვების მომნელებელ სისტემაზე.
მეოთხე ჩაკრა:
ანაჰატჰა
გულის ჩაკრა, პასუხისმგებელია ემოციებზე. თუ ეს ჩაკრა არ არის განვითარებული, ადამიანი ვერ არჩევს ემოციებს. თუკი ჩაკრა ცარიელია, მაშინ ადამიანი ვერაფერს გრძნობს და დეპრესიაშია. განვითარებული ჩაკრის მქონე ადამიანი მარტივად მართავს საკუთარ ემოციებს, გრძნობებს ( აქვს მსახიობური ნიჭი). ცხოვრება მისთვის მრავალფეროვანი და ფერადია. მას აქვს კარგი მეხსიერება, ბევრი საინტერესო შთაბეჭდილება ეწვევა და დღეებიც ნელა და სასიამოვნოდ გადის.
მეხუთე ჩაკრა:
ვიშუდჰა
ეს არის თვითწარმოჩენის ჩაკრა, მისი ფერი ცისფერია.
ის განაგებს ჩვენს სურვილებს და ასევე გვეხმარება მათ გამოხატვაში. ის გვაძლევს საშუალებას ლამაზად და დამაჯერებლად ვისაუბროთ. თუ აღნიშნული ჩაკრა განუვითარებელია, ადამიანი არ არის მჭევრმეტყველი. ხოლო განვითარებული ჩაკრის შემთხვევაში ადამიანი მარტივად ახდენს მოვლენების სტრუქტურირებას და შეუძლია მათი ლამაზად აღწერა სიტყვებით. ეს თვისება განვითარებული აქვთ პოეტებს.

მოცემული ჩაკრა განაგებს ყელის, ფარისებრი ჯირკვლის, ზემო სასუნთქი გზების, ქვედა ყბისა და კბილების ჯანმრთელობას.
თუ დამიანმა იცის რა უნდა ცხოვრებისგან, მაგრამ არ შეუძლია მისი მიღება, ე.ი ჩაკრის რაღაც ნაწილი ჩაკეტილი აქვს. ამ შემთხვევაში საჭიროა მუშაობა მის ფსიქიკაზე, ფიზიკასა და ენერგეტიკაზე, რათა მოხდეს ჩაკრის განბლოკვა. იმ ადამიანების გაგება, ვისაც აღნიშნული ჩაკრა განვითარებული აქვთ, ძალიან მარტივია, მათ თავდაჯერებული მეტყველება აქვთ.
ზოგჯერ მათი მანამ ესმით, სანამ პირს გააღებენ და რამეს იტყვიან.
მათთან ერთად ყველაზე რთული კონცეფციებიც კი გასაგები ხდება.
მეექვსე ჩაკრა:
აჯნა
ეგრეთ წოდებული "მესამე თვალი" - ის იძლევა საშუალებას გაიფართოვო მსოფლმხედველობა და გქონდეს ყველაფერზე საკუთარი შეხედულება. ის განაგებს ნათლად აზროვნების და ნათლად განსჭვრეტის უნარს. ეს ჩაკრა კარგად განვითარებული აქვთ მეცნიერებს, ყველას, ვინც დაკავებულია ამა თუ იმ სახის დაგეგმარებით. აღნიშნული ჩაკრა არის ჩვენი „თვალები" პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ჩაკრის თანაბარი განვითარება ქმნის ადამიანის სხეულის გარშემო ჯანსაღ აურას.
ეს ჩაკრა განაგებს ჩვენი თვალების ჯანმრთელობას.
მეშვიდე ჩაკრა:
საჰასრარა
ეს ჩაკრა განაგებს ადამიანის კავშირს სამყაროსთან და შემოქმედთან.
Made on
Tilda